მუხლი 059. სახომალდო დოკუმენტებში მავნე ნივთიერებებსა და მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის მოვალეობათა შეუსრულებლობა

გემის ან სხვა მცურავი საშუალების კაპიტნის ან მეთაურთა შემადგენლობის სხვა პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში ადამიანების ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი რესურსებისათვის მავნე ნივთიერებებთან ან/და დადგენილი ნორმების გადამეტებით ასეთ ნივთიერებათა შემცველ მინარევებთან დაკავშირებული ოპერაციების რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, აღნიშნულ პირთა მიერ სახომალდო დოკუმენტებში არასწორი ჩანაწერების შეტანა ამ ოპერაციების შესახებ ან შესაბამის თანამდებობის პირთათვის ამ დოკუმენტების წარდგენაზე უკანონოდ უარის თქმა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.