მუხლი 059.-3. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა +

1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების რეგულირების საფასურის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით გადაუხდელობა −

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.