მუხლი 058.-3. სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე

სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე −

გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.