მუხლი 058.-2. ზღვის დაბინძურება

1. ხმელეთიდან ზღვაში საყოფაცხოვრებო ნაგვის ან სხვა ნარჩენების ჩაყრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან სამას ლარამდე.

2. ხმელეთიდან ზეთით, ქიმიური ნივთიერებებით, ნავთობით, მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით ზღვის დაბინძურება ან დანაგვიანება –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ექვსას ლარამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან რვაას ლარამდე.

4. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში საყოფაცხოვრებო (მყარი) ნარჩენების ჩაყრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

5.    20 000 ტონამდე საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

6. 20 000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში იზოლირებული ბალასტური წყლების ჩაღვრა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

7. გემიდან, სხვა მცურავი საშუალებიდან, პლატფორმიდან, მილსადენიდან ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ზღვაში მავნე, დამაბინძურებელი ნივთიერებების, საწარმოო, ტექნიკური ან სხვა სახის ნარჩენების ანდა მასალის ჩაღვრა (ჩაყრა, ჩაშვება), აგრეთვე მათი ჩამარხვის წესის დარღვევით ზღვის დაბინძურება –

გამოიწვევს და ჯარიმებას 65000 ლარის ოდენობით .