მუხლი 058.-1. დაცული ტერიტორიების ფარგლებში წყლის დაცვის წესების დარღვევა

დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით დადგენილი საზღვრების ფარგლებში არსებული წყლის ობიექტების დაცვისა და გამოყენების რეჟიმის დარღვევა,-

გამოიწვევს დაჯარიმებას ორას ორმოცდაათიდან სამას ორმოცდაათ ლარამდე.

იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ოთხას ორმოცდაათიდან ხუთას ორმოცდაათ ლარამდე.