მუხლი 055-2. სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა

სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ორი ათას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.