მუხლი 055. სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებურად შეცვლა

მიწათსარგებლობის საზღვრების სამიჯნე ნიშნის მოშლა, დაზიანება ან სასაზღვრო ზოლის თვითნებური შეცვლა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან შვიდას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ათი დღის ვადით, საზღვრის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანით.

იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან ორი ათას ლარამდე.