მუხლი 055.-5. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა

1. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

1. თუ ვერ დგინდება სამართალდამრღვევი პირის ვინაობა, უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მიიღოს ზომები სამართალდარღვევის აღმოფხვრის მიზნით.

2. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი ჩადენილი სამართალდარღვევისათვის ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.