მუხლი 055.-4. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა

1. დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების სამიჯნე ნიშნების მოსპობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ას ორმოცდაათ ლარამდე.