მუხლი 055.-3. მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა

მიწის ფონდებზე, მიწების მდგომარეობასა და გამოყენებაზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მიწის გამოყოფის თაობაზე განაცხადის, შუამდგომლობის, საჩივრების განხილვის ვადების დარღვევა, –

გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე.