მუხლი 053-3. მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა

მიწათმოსარგებლის მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის (ან მისი ნაწილის) არსებული წესის დარღვევით სხვა მიწათმოსარგებლისათვის გადაცემა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ექვსასიდან შვიდას ლარამდე.

იგივე მოქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ორი ათასიდან ორი ათას ხუთას ლარამდე.