მუხლი 051. მიწის დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-შენახვისა და სამელიორაციო სამუშაოთა ჩაუტარებლობის, აგრეთვე რეკულტივაციის, ქარისმიერი, წყლისმიერი ეროზიისა და ნიადაგის მდგომარეობის გამაუარესებელი სხვა პროცესებისაგან ნიადაგის დაცვის მიწათმოსარგებლეზე დამოკიდებელი სავალდებულო ღონისძიებების შეუსრულებლობა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე.