მუხლი 050.-1. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციისათვის დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზარალის ანაზღაურებისაგან თავის არიდება იმ პირის მიერ, რომელიც სასამართლოს განაჩენით ან გადაწყვეტილებით მოვალეა აანაზღაუროს ასეთი ზარალი, –

გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორ მინიმალურ ოდენობამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით.