მუხლი 049. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება

1. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

2. დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.