მუხლი 042. შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა

საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) თანამდებობის პირის მიერ შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის წესების დარღვევა, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ას მინიმალურ ოდენობამდე.

იგივე ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, –

გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორას მინიმალურ ოდენობამდე.