მუხლი 041. იმ მოვალეობის შესრულება, რომლის შეუსრულებლობისთვისაც შეფარდებული იყო ადმინისტრაციული სახდელი

მოსამართლე ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ დადგენილებით ადასტურებს იმ მოვალეობის შესრულების ვალდებულებას, რომლის შეუსრულებლობისთვისაც პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, და დადგენილებაში განსაზღვრავს დარღვევის გამოსასწორებლად გასატარებელ ღონისძიებებს, რომელთა აღსრულებაც ხდება კანონით დადგენილი წესით.