მუხლი 030. მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა

1. მოქალაქეს მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდება 3 წლამდე ვადით ამ უფლებით სარგებლობის წესის უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის. აღნიშნული უფლების შეჩერების ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე ნაკლები, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ შეიძლება შეუჩერდეს იმ პირს, რომელიც აღნიშნული საშუალებით სარგებლობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს.