მუხლი 019. აუცილებელი მოგერიება

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ ეკისრება პირს, რომელმაც, თუმცა ჩაიდინა ამ კოდექსით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედება, მაგრამ რომელიც მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვისას ხელმყოფისათვის ზიანის მიყენების გზით, თუ ამასთან გადაცილებული არ იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები.