მუხლი 007. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება

სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.

სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიაზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.