სკოლის ისტორია

                                                 






ჩვენი სკოლა

საქართველოში თითზე ჩამოსათვლლელია ის სკოლები, რომლებიც თავიანთი არსებობის წლების ათვლას XIX საუკუნიდან იწყებენ.

ხაშურის სსიპ # 7 სკოლა ასეთ ბედნიერ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება.

საქართველოში ეროვნულ–სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1918 წლის სექტემბერში სადგურ მიხაილოვოს რკინიგზის ორკლასიანი სწავლების ბაზაზე ჩამოყალიბდა ხაშურის რკინიგზის # 1 დაწყებითი სკოლა, ანუ დღევანდელი ხაშურის #7 საჯარო სკოლა, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კვლავ მოხდა რეორგანიზაცია და 1922 წელს ჩვენს სკოლას ხაშურის რკინიგზის #1 შრომის სკოლა ეწოდა. 1937 წლიდან სკოლას ა/კ რკინიგზის ხაშურის #10 საშუალო სკოლა ეწოდა. შემდეგ მოხდა ქალთა და ვაჟთა განცალკევება და 1943 წლის სექტემბრიდან სკოლას ა/კ რკინიგზის ხაშურის # 10 ქალთა სრული საშუალო სკოლა დაერქვა. 1948 წლის სექტემბრიდან მას კვლავ შეეცვალა სახელწოდება და ა/კ რკინიგზის # 13 ქალთა საშუალო სკოლა ეწოდა. 1955 წელს მოხდა ქალთა და ვაჟთა კონტიგენტის გაერთიანება. 1963 წლის სექტემბერში კვლავ შეიცვალა სახელწოდება და ეწოდა ა/კ რკინიგზის ხაშურის #4 საშუალო სკოლა. 1972 წლის სექტემბერში ჩვენი სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ახალი ა/კ რკინიგზის ხაშურის # 25 საშუალო სკოლა ( დღევანდელი ხაშურის # 9 საჯარო სკოლა). 2002 წლის იანვრიდან სკოლას კვლავ შეეცვალა სახელი და ეწოდა ხაშურის # 7 საჯარო სკოლა.

  თავისი არსებობის 117 წლის მანძილზე ჩვენმა სკოლამ მრავალი ღირსეული მამულიშვილი აღუზარდა სამშობლოს, რომელთა შორის განსაკუთრებით არსანიშნავია ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც იყვნენ: ცნობილი საბჭოთა მეცნიერი და გამომგონებელი ალექსანდრე ბექაური, დიდი ქართველი მათემატიკური სკოლის ერთერთი ფუძემდებელი ანდრია რაზმაძე, გამოჩენილი მხატვარი ალექსანდრე ციმაკურიძე. ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი შალვა ხერხეულიძე და სხვ.                  


                                      ავტორი – ზოია ნოზაძე,  ხაშურის მე–7 სკოლის ისტორიის პედაგოგი
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:59 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 2:00 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 2:00 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 2:03 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:56 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:57 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:57 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:57 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:58 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:58 AM
ą
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:59 AM
ĉ
manana latsabidze,
Apr 10, 2012, 1:43 AM
Comments