მთავარი



თბილისი, საქართველო
12-13 დეკემბერი, 2017 წ. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ი. ჭავჭავაძის გამზ., N1, თბილისი, 0179
 

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სიმპოზიუმი ორგანიზებულია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ. 

სიმპოზიუმი არის იმ ღონისძიებათა ნაწილი, რომლებიც დაგეგმილია ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად.

ამ კვირეულის ფარგლებში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:


1.   საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი - 12-13 დეკემბერი;

2.   სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 14 - 16 დეკემბერი;

3.   სტუდენტური ესეების კონკურსი: " ილია და საქართველო" - შედეგების გამოცხადება - 14 დეკემბერი

4.   „ვკითხულობთ ილიას“ - 14 დეკემბერი;

5.   გამოფენის გახსნა - "ჩემო კალამო" - ილია ჭავჭავაძის შემოქმედება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  - 12 დეკემბერი;

7.   კულტურული პროგრამა: ილია ჭავჭავაძის საფლავის ყვავილებით შემკობა, ილია ჭავჭავაძის მუზეუმის მონახულება (თბილისი) - 13 დეკემბერი.

 

ორდღიანი სიმპოზიუმი წარმოგიდგენთ ცნობილ მკვლევარებსა და მეცნიერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. 

გთხოვთ თეზისები 2017 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.