ENG  /  RU
მასალა ყოველდღიურად ემატება
თუ გსურთ კოკრეტული ინფორმაციის გავრცელება მოცემულ თემატიკასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამომიგზავნოთ შემდეგ მისამართზე davitgeorgia@gmail.com და მიუთითეთ რომელ გვედზე გსურთ დამატება.

იბერია

Отправлено 23 янв. 2010 г., 7:20 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 23 янв. 2010 г., 8:21 ]

იბერია, ივერია, იყო აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს სახელწოდება ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში. დასავლეთის წყაროებში მოიხსენიება, როგორც „აღმოსავლეთი იბერია“ ან „კავკასიის იბერია“ ამავე სახელწოდების იბერიის ნახევარკუნძულისგან განსასხვავებლად.


ქართლი
Ίβερια
Vyršn
Iberia.png

ნარინჯსფერი – იბერია ძვ. წ. ა. 600 წელს; ხორცისფერი – დაკარგული ტერიტორიები – ძვ. წ. ა. 486-ახ. წ. ა. 117; ყავისფერი–იბერია ახ. წ. ა. 150 წელს; შინდისფერი–საქართველოს დღევანდელი საზღვრები

ოფიც. ენა ქართული, ბერძნული, სპარსული, არამეული
დედაქალაქ(ებ)ი არმაზი, მცხეთა, თბილისი( V ს–დან)
სისტემა აბსოლუტური მონარქია
მეთაური მეფე
ფართობი  ?? ??? კმ²
მოსახლეობა სხვადასხვა დროს ??-მდე
სამეფო დაარსდა ძვ. წ. IV-III სს
არსებობა შეწყვიტა 537 წელს.
პირველი მეფე ფარნავაზი
(329 - 264)
ბოლო მეფე ფარსმან VII
(535 - 537)
წინამორბედი იბერიის ტომთა კავშირები
შემდგომი წყობა (მონარქია)

ეტიმოლოგია

იბერია (ივერია):

ამ სახელწოდების ზუსტი წარმომავლობა და მნიშვნელობა ნათელი არ არის.

ტერმინი „იბერია“ გაჩნდა უცხოენოვან (ბერძნულ–რომაულ) გარემოში, ელინისტურ ხანაში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რომაული ნომენკლატურა, იმავე სახელს იყენებს პირენეის ნახევარკუნძულის აღსანიშნავად. არსებობს მოსაზრება, რომ ეს სახელი რომაელებისთვის მარგინალური ქვეყნების აღმნიშვნელია. ზოგი მას ქართულ „იმერს“ (იქითა მხარე) უკავშირებს და მიიჩნევს დასავლეთ საქართველოში ლიხსიქითა ან მესხეთის მთებსიქითა ქვეყნის აღსანიშნავად შექმნილ ტერმინად, ზოგი კი უკავშირებს ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ავტორებთან დამოწმებულ სასპერების სახელს (მათი სახელი შემორჩა ისტორიულ სპერის ოლქს).

ბიზანტიური ხანის (ახ. წ. IV-XV საუკუნეები) ბერძნულში თანხმოვანი (β-ბეტა) თანდათან იკარგება და გამოთქმაში იგი დაემსგავსა -ს (ქართულ ვინს). შედეგად გვიანდელ ქართულ საისტორიო წყაროებში მკვიდრდება ბიზანტიური ბერძნულის გავლენით — „ივერია“. გვიანდელი და შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი დროის ქართულ წყაროებსა და ლიტერატურაში „ივერია“ იხმარებოდა მთელი საქართველოს აღსანიშნავად, ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოს უწოდებდნენ ზემო ივერიას, ხოლო დასავლეთ საქართველოს — ქვემო ივერიას.

ქართლი:

ბერძნებთან იბერიად ცნობილი ქვეყანა ადგილობრივ „ქართლად“ იწოდებოდა. ქართული საისტორიო ტრადიცია ამ სახელის წარმოშობას ქართველთა ეთნარქის — ქართლოსის სახელს უკავშირებს.

კავკასიის უძველესი ქვეყნები: კოლხეთი, იბერია, ალბანეთი და სომხეთი, ძვ. წ. II ს II ნახევარი

ფაილი:Caucasus03 ka.png

ისტორია

ჩამოყალიბება

იბერიის ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი დროიდან რამდენიმე მონათესავე თემის მიერ, რომელთაც ძველი ავტორები კოლექტიურად იბერებს (აღმოსავლეთ იბერებს) უწოდებენ. ადგილობრივები საკუთარი ქვეყანას ქართლს უწოდებდნენ, მითიური წინაპარი "ქართლოსის" მიხედვით.

მოსხებს (მესხებს), რომელთაც რამდენიმე კლასიკური პერიოდის ისტორიკოსი მოიხსენიებს, და სასპერებს (ჰეროდოტეს მიხედვით) მნიშვნელოვანი წვლილი უნდა მიუძღოდეთ ამ არემარის თემების კონსოლიდაციაში. მოსხების ადრეული ტომები მომთაბარეობისას ნელ-ნელა მიიწევდნენ ჩრდილოაღმოსავლეთისკენ, სადაც საბოლოოდ ხელშემწყობი კლიმატური და გეოგრაფიული პირობების გამო მუდმივი დასახლებები ჩამოაყალიბეს. ამ დასახლებათაგან მთავარი იყო მცხეთა, რომელიც შემდგომში იბერიის დედაქალაქი გახდა. შუასაუკუნეების ქართულ წყაროში "მოქცევაჲ ქართლისაჲ" ასევე ნახსენებია აზო და მისი ხალხი, რომლებიც არიან-ქართლიდან მოსულან - პროტო-იბერიელების სამშობლოდან, რომელიც აქამენიდთა მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის დაცემამდე, იმ ადგილას დასასახლებლად, სადაც ამჟამად მცხეთა მდებარეობს. მეორე ქართულ წყაროში "ქართლის ცხოვრება", აზო მოხსენიებულია, როგორც ალექსანდრე დიდის მხედართმთავარი, რომელმაც ადგილობრივი მმართველი გვარი გაანადგურა და თავად ჩაიგდო არემარე ხელთ, სანამ ძვ. წ. IV საუკუნეში მას ადგილობრივი მეთაური ფარნავაზი არ დაამარცხებდა.

ადრეული ისტორია

ელინისტური ხანიდან იბერია მუდამ ერთ გარკვეულ პოლიტიკურ ერთეულს (სახელმწიფოს) აღნიშნავდა, რომელიც აღმოსავლეთ სამხრეთ საქართველოს ვრცელ მიწა-წყალს მოიცავდა. ამ ტერიტორიაზე უმეტესად აღმოსავლურ-ქართული ტომები (ქართები-იბერები) სახლობდნენ. წინაელინისტურ ხანაში, აქ მრავალი სატომთაშორისო გაერთიანება (ტომთა კავშირი) და ადრინდელი კლასობრივი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი იყო. ამ დროს აქაური მოსახლეობის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური როლი უნდა ეთამაშა მესხების ქართველ ტომებს, რომლებიც ადრე ხეთური კულტურის გავლენის სფეროში შედიოდნენ და მცირე აზიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ. აქემენიდურ ხანაში ამ რაიონში არსებული ქართული გაერთიანება ცნობილია არიან-ქართლის („ირანის ქართლის“) სახელით და სპარსეთის ფარგლებში უშუალოდ შემავალ აღმოსავლურ-ქართულ გაერთიანებას გულისხმობს.

ძვ. წ. IV–III საუკუნეების მიჯნაზე მან შეძლო თავისი ძალაუფლების გავრცელება შიდა ქართლზეც. შეიქმნა დიდი სახელმწიფო გაერთიანება, რომლის ცენტრი მცხეთის მიდამოებში მდებარეობდა. თვით მცხეთის სახელიც მესხთა ტომის სახელიდან უნდა იყოს ნაწარმოები. მცირეაზიელ მესხებს უნდა მოეტანათ აქ ზოგიერთი ხეთური ღვთაების კულტი (არმაზის, ზადენის), რომლებიც უზენაეს ღმერთებად იქცნენ. მათ სახელზე მცხეთის მიდამოებში ააგეს ორი დიდი ციხესიმაგრე — არმაზციხე და ზადენციხე.

ძლიერების პერიოდი

ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისში ქართლში (იბერიაში) ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა („მცხეთის მამასახლისების“ საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომელიც იბერიის მეფეთა ახალი დინასტიის — ფარნავაზიანების ფუძემდებელი გახდა. ფარნავაზისა და მისი უახლოესი მემკვიდრეების დროს (ძვ. წ. III ს.) იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია და საკმაოდ ვრცელი სახელმწიფო გახდა. შიდა ქართლის, კახეთისა და მესხეთის გარდა მასში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ნაწილი (არგვეთი, აჭარა). მის შემადგენლობაში ივარაუდება ისტორიული ოლქები — გოგარენე, ხორძენე და პარიადრის მთის კალთები (ისინი, სტრაბონის ცნობით, მხოლოდ ძვ. წ. II–I საუკუნეებში ჩამოაჭრეს სომხეთის სამეფოებმა იბერებს). იბერიის სამეფოს ძალაუფლება ვრცელდებოდა აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთზე და დასავლეთ საქართველოს ბარის რაიონებზეც (ეგრისი).

დაკნინების პერიოდი

ძვ. წ. II საუკუნისა და I საუკუნის პირველ ნახევარში იბერია დასუსტდა და გაძლიერებულ სომხეთის სამეფოებთა ბრძოლაში ზოგი ტერიტორია დაკარგა. ელინისტური ხანის იბერია ადრინდელი კლასობრივი წინაფეოდალური სახელმწიფო იყო. მატერიალური დოვლათის მწარმოებელ ძირითად მასას წარმოადგენდნენ თავისუფალი მეთემენი - მიწისმოქმედნი და მეომარნი. დამორჩილებულ სამიწათმოქმედო თემებს ძირითადად სამეფო საგვარეულო უწევდა ექსპლუატაციას. პრივილეგიურ ფენებს წარმოადგენდნენ აგრეთვე სამხედრო-სამოხელეო არისტოკტარია და ქურუმობა. სამეფო კარზე ჯერ არ იყო მტკიცედ ჩამოყალიბებული ტახტის მემკვიდრეობის წესი. სამეფო ტახტზე აჰყავდათ გარდაცვლილი მეფის უახლოეს ნათესავთაგან ყველაზე ხნიერი. მთის მოსახლეობ სამეურნეო საქმიანობით ჩაცმა-დახურვის წესითა და ზნე-ჩვეულებით მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ბარის მოსახლეობისაგან. იგი ამ დროს ჯერ კიდევ პირველყოფილ-თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, თუმცა იბერიის სახელმწიფო სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.

ძვ. წ. 65 იბერია დალაშქრა რომაელმა სარდალმა პომპუესმა. მიუხედავად ენერგიული წინააღმდეგობისა, იბერიის მეფე არტაგ II ბოლოს და ბოლოს დამორჩილდა რომაელებს.

რომთან კავშირი

რომის იმპერია იმპერატორ ტრაიანეს დროს, ა.წ. I-II სს.

ფაილი:LocationRomanEmpire.png

მალე იბერია განთავისუფლდა რომზე დამოკიდებულებისაგან. რომსა და იბერიას შორის დამყარდა მოკავშირეობითი ურთიერთობა. ახალი წელთააღრიცხვით I-II საუკუნეებში კი იბერია კვლავ გაძლიერდა და ხშირად რომის მეტოქედაც გამოდიოდა ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთში. იბერიის გაძლიერებას ხელი შეუწყო კონტროლის დაწესებამ კავკასიონის გადმოსასვლელებზე და საგარეო ლაშქრობებში იმიერკავკასიაში მომთაბარე ტომების გამოყენებამ. იბერიამ მოახერხა მთლიანად დაებრუნებინა ადრე სომხეთის მიერ ჩამორთმეული მიწები და I საუკუნის 30-50-იან წლებში (მეფე ფარსმან I-ისა და მისი ვაჟის რადამისტის დროს) მცირე ხნით მთელ სომხეთსაც დაეუფლა.

I საუკუნის II ნახევარში იბერიამ ძირითადად შეინარჩუნა რომთან მეგობრული ურთიერთობა. ხოლო II საუკუნის 30-50-იან წლებში, ფარსმან II-ის დროს, როცა იბერია თავისი ძლიერების მწვერვალზე იყო, მათ შორის დაძაბულობამ იჩინა თავი. იბერიის ტერიტორიამ შავ ზღვას მიაღწია და რომაელტა სამფლობელოების ნაწილი შეიერთა. ფარსმან II-მ მრავალგზის შეუთვალა უარი იმპერატორ ადრიანეს მიწვევაზე და მხოლოდ მისი მემკვიდრის - ანტონინუს პიუსის დროს მოინახულა რომი მეუღლით, ვაჟიშვილით და წარჩინებულთა დიდი ამალით. რომაელები მოუხიბლავს იბერთა სამხედრო ვარჯიშს. იმპერატორს დედაქალაქში დაუდგამს ცხენზე ფარსმანის ქანდაკება, აგრეთვე "გაუფართოებია ფარსმანის სამეფო", ე. ი. უცვნია იბერიის ფართოდ გაწეული საზღვრები.

სპარსეთის გავლენა

ამ დროს იბერია წარმატებით ებრძოდა პართიასაც, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა III საუკუნიდან, როცა ძალაუფლება სასანიდების ხელში გადავიდა. სასანური ირანი უფრო ძლიერი და ცენტრალიზებული სახელმწიფო იყო, ვიდრე არშაკიდების პართია. მეფე შაპურ I-ს (242-272) დროს იბერია იმპერიაში შემავალ ქვეყნად ითვლებოდა. თავის ცნობილ „ქააბაი ზარდოშტის“ („Ka’ba-i Zardošt“) ტრილინგვაში, შაპურ I იმ ქვეყნებსა და ხალხებს შორის, რომლებიც მას ხარკს უხდიდნენ ასახელებს: პერსიდას, პართიას, ხუზისტანს, მეშანს, ასურეთს, ადიაბენას, არაბეთს, ატრუპატკანს, არმენიას, იბერიას (წარწერის ფალაურ ტექსტში: „Vyršn“, ბერძნულში – „Ίβερια“), მახელონიას, ალბანეთს (პართულ-ფალაური: Ardan, სასანურ-ფალაური, შეიძლება, Arrān), ბალასკანს კაპის მთებამდე (ე. ი. კავკასიონამდე) და ალბანეთის კარამდე (დერბენდის გასასვლელი) და სხვ.

სამენოვანი წარწერის დეტალი, „ქააბაი ზარდოშტი“ , ნაყშე–როსთამი, ირანი

ფაილი:Naqsh-e Rajab - Shapur parade - detail of inscription.jpg

იბერიის მეფე ამაზასპი წარწერის მიხედვით იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი დიდებულია. წარწერაში სამეფო დიდებულები სამ კატეგორიადა დაყოფილი: 1. ისინი, ვინც ძალაუფლება მიიღო სასანიანთა დინასტიის ფუძემდებლის არდაშირ I-ის მამის – პაპაკის დროს, 2. ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ I-ის დროს და 3. ისინი ვინც ძალაუფლება მიიღო შაპურ I-ის დროს. სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იხსენიება “ამაზასპი, მეფე იბერიისა” (პართულ-ფალაურ ტექსტში: Xmzasp Vyršn (სტრ. 28); სასანურ-ფალაურში: amčspy vl rvcan (სტრ. 30-31); ბერძნულში (სტრ. 60): Αμαςασπου τoς βασίλεύς τoς Ίβεριας). ამასთან მეფე ამაზასპს ასახელებს მეოთხედ, ადიაბენის მეფის არდაშირის, კირმანის მეფის არდაშირისა და დედოფალ დენაკეს შემდეგ. ყველაფერი ეს, იმაზე მიუთითებს, რომ ამაზასპის სახით საქმე გვაქვს არა იარაღის ძალით დამორჩილებულ მმართველთან, არამედ ირანის მბრძანებლის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მოკავშირესთან.

მოსაზრება ამაზასპის ირანული ორიენტაციის შესახებ ძველი ქართული წყაროებითაც დასტურდება. “ქართლის ცხოვრების” მიხედვით, ამაზასპმა “შეიყვარა სპარსელები”(ქც., I, 57). მეფობის დასასრულს, ამავე წყაროს მიხედვით, ამაზასპი ქართველთა და მათ დასახმარებლად მოხმობილ სპარსელთა ლაშქრით ებრძვის ბერძნებს (რომაელელებს), რომელთაც მხარს უჭერენ სომხები, მეგრები (დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა) და ოსები. მატიანეს ცნობით, ამაზასპს განუდგნენ და მტრულ დაჯგუფებას მიემხრნენ ქართლის რამდენიმე ერისთავი: ეგრისის ორი ერისთავი, აგრეთვე ოძრხეს, კლარჯეთისა და წუნდას ერისთავები. მომხდარ ბრძოლაში “სპარსელები და ქართველები” დამარცხდნენ და თვით ამაზასპიც დაიღუპა.

სპარსელთა ბატონობას ამის შედეგად, III ს. ბოლოსათვის ბოლო მოეღო როგორც ქართლზე, ისე სომხეთზე. 283 წელს დადებული საზავო ხელშეკრულების თანახმად, სპარსელებმა დაკარგეს კონტროლი სომხეთის მნიშვნელოვან ნაწილზე. 287 წელს რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს დახმარებით სომხეთში გამეფდა ტირიდატ III (287-330). 298 წელს რომაელებთან მორიგი წარუმატებელი შეტაკების შემდეგ, სპარსელები იძულებული გახდნენ რომაელებთან 40 წლის ვადით ნისიბინში (მესოპოტამია) დაედოთ საზავო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რომაელებს გადასცეს მესოპოტამია და ზოგი სხვა ოლქი, ამასთანავე აღიარეს რომის პროტექტორატი სომხეთსა და იბერიაზე.

სასანური ირანი ძლიერების ხანაში, მეფე ხოსრო II დროს, 610 წელი

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/d/d7/Sassanid-empire-610CE.png

III საუკუნეშიც, კერძოდ, ამაზასპის დროს, ქართლი ფაქტიურად დამოუკიდებელ და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მოგონება ამაზასპზე, როგორც ძლიერ მმართველზე, მკაფიოდ შემოინახა ქართულმა საისტორიო ტრადიციამ. “ქართლის ცხოვრებაში” ვრცლადაა მოთხრობილი ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან. დედაქალაქ მცხეთის მისადგომებთან ამაზასპი იმარჯვებს მათზე, სდევნის ქართლიდან, ხოლო შემდეგ თვით ლაშქრობს ოსეთში და არბევს მას (ქც., I, 55-57). III საუკუნიდან, როგორც ცნობილია, მართლაც გახშირდა მომთაბარე ალანების შემოსევები ამიერკავკასიაში. შეიძლება ალანთა ერთი ასეთი შემოსევა იგულისხმება ქართული წყაროს ამ მოთხრობაში მეფე ამაზასპის ბრძოლაზე ქართლში შემოჭრილ ოსებთან.

შემდეგში, უკვე IV ს. დასაწყისში, ქართლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. რომის იმპერიის ცენტრის გადანაცვლება აღმოსავლეთით იწვევს რომაელთა (ბიზანტიელთა) პოზიციების გაძლიერებას ამ მხარეში, გარდა ამისა, ადგილი აქვს სასანიანთა ირანის ენერგიულ შემოტევას, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გაძლიერდა შაპურ II-ის (310-379) დროს. დასუსტებულ ქართლი იძულებული გახდა არჩევანი გაეკეთებინა, ერთი მხრით, ძლიერ ირანსა და, მეორე მხრით, გაძლიერების გზაზე მდგარ აღმოსავლეთ რომის იმპერიას შორის. ქართლის პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მისი მოსახლეობის თავისთავადობისადმი მთავარი საფრთხეს ამ დროს სასანიანთა ირანი წარმოადგენდა. შედეგად, IV საუკუნის დასაწყისში იბერია რომის ორიენტაციას დაადგა, რაც სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებაში გამოიხატა.

V საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის მეფობაში, ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა დასავლეთ საქართველო და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ნაწილი. 482 დიდი აჯანყება ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ მარცხით დამთავრდა. 523 წელს, გურგენ მეფის აჯანყების დამარცხების შემდეგ, კავად I–მა ქართლში მეფობა გააუქმა, მაგრამ ფაქტიურად VI ს. 40-იან წლებამდე ქართულ და ბერძნულ წყაროებშიც იხსენიებიან ქართლის მეფეები.

ირანის მეფე ხოსრო I–ს (531-579)დროს ირანი დაიყო 18 ქუსტაკად (ოლქად). ქუსტაკის სამოქალაქო ხელისუფალი იყო პადოსპანი, ხოლო სამხედრო - სპასპეტი. ქუსტაკები იყოფოდა შაჰრებად, მისი გამგებელი კი იყო მარზპანი. ქართლი, სომხეთი და ალბანეთი კავკასიის ქუსტაკში ერთიანდებოდა. ქართლის მარზპანის რეზიდენცია თბილისში მდებარეობდა.

საზოგადოებრივი ფორმაცია

ეკონომიკური ვითარება

ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების მიხედვით როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი საქართველო ზოგადად მთისა და ბარის ქვეყნებად იყოფა. სოფლის მეურნეობის ინტენსიური დარგების განვითარების თვალსაზრისით საქართველოს ბარი, ბუნებრივია, გაცილებით ვარგისი და ხელსაყრელი იყო. ბარი, ჩვეულებრივ, ვენახ-ხილიანი ზონა იყო, ხოლო მთა კი, პირიქით. ჰერეთ-კახეთში ბუნებით უხვად დაჯილოდოებულ მხარედ ძველთაგანვე ალაზნისა და ივრის ნაყოფიერი ხეობები ითვლებოდა. ქართლში კი შიდა ქართლის სარწყავად ქცეული თითქმის მთელი ველობი და ქვემო ქართლის ხეობები გამოირჩეოდნენ.

ანტიკური პერიოდის ბოლოსათვის, კერძოდ, IV საუკუნიდან, საქართველოს ეკონომიურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. აღსანიშნავია საწარმოო ძალების შემდგომი ზრდა, რამაც ყველაზე ძლიერ მიწათმოქმედების ინტენსიფიკაციაში იჩინა თავი. იბერიაში სპეციფიკური ბენებრივ-გეოგრაფიული პირობების გამო, ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო კულტურა, უმთავრესად მორწყვას ემყარებოდა. უძველესი არხის გაყვანას იბერიაში ტრადიცია ალექსანდრე მაკედონელს მიაწერს: „დასაცა ვენაჴი და რუჲ გამოიღო ქსნით“. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ამ ხასიათის უკვე სავსებით რეალური მეორე ცნობა, რომ IV ს. ბოლოს მეფე თრდატმა „რუსთავისა რუჲ გამოიღო“. ამ წყაროს ცნობით, VI ს. გაუტანიათ წილკნის რუ. აღსანიშნავია, რომ V-VI საუკუნეებით თარიღდება ნახიდურის, გაჩიანის, მუხრანის, რუის-ურბნისის და ზოგი სხვა დიდი და მცირე არხებიც.

უფრო სრულყოფილი გახდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. გაუმჯობესდა ძირითადი სამიწათმოქმედო იარაღი – ერქვანი. ცხადია, გაუმჯობესებული ერქვანი მის წინამორბედზე უფრო ძვირი და ძნელად საშოვარი იყო, მაგრამ გაცილებით აუმჯობესებდა მიწის დამუშავებას, ზრდიდა შრომის ნაყოფიერებასა და მოსავლიანობას. მთის პირობებში მეტი გამოყენება ჰქონდა უფრო მარტივსა და მსუბუქ ცალუღელა სახვნელებს. ამ დროს მეურნეობის უმთავრესი დარგებია: მემინდვრეობა, მევენახეობა, მებაღეობა-მებოსტნეობა, მესაქონლეობა.

მემინდვრეობის სისტემაში წამყვანი ადგილი მეხორბლეობას ეჭირა. ხორბლეულის ყველაზე უფრო გავრცელებული და უძველესი ჯიშები იფქლი და დიკა იყო. საერთოდ, სპეციალისტები ხორბლეული კულტურების ერთ-ერთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევენ. მოყავდათ ასევე ქერი და ფეტვი.

სოფლის მეურნეობაში მევენახეობა-მეღვინეობის როლიც განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო. აღმ. საქართველოში ამ დროს ვენახი უმთავრესად დაბლარია, როცა დას. საქართველოში უმეტესად მაღლარი ვენახი უნდა ყოფილიყო გაბატონებული. ყალიბდებოდა საქართველოს ცალკეული კუთხეების პირობებისადმი კარგად შეგუებული ვაზის ჯიშების ენდემური ჯგუფები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მრავლად გამოვლინებული IV–V სს. ქვევრები მეღვინეობის, კერძოდ, ღვინის დაყენების წესის მაღალი განვითარების მაჩვენებელია.

სოციალური ვითარება

I-III საუკუნეებში იბერიაში მიმდინარეობდა საზოგადოების მკვეთრი ქონებრივი და სოციალური დიფერენცია. თავისუფალ მეთემეთა ერთმა ნაწილმა დაკარგა საკუთრება და დაქვემდებარებული თემების წევრებს ("გლეხებს") შეერწყა, ანდა "ტაძრეულთა" (სამეფო მიწების პირობით მფლობელობაში მქონე მიწისმოქმედთა) ფენა შექმნა. მეორე ნაწილი კი აღზევდა და სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიასთან ერთად "ერისაგან" გამოყოფილ "აზნაურთა" წრე დააკომპლექტა. უკვე დიდად განშტოებული სამეფო საგვარეულო სეფეწულთა უმაღლეს ფენას წარმოადგენდა. ამ დროს განუყოფლად ბატონობდა სამეფო ტახტის მამიდან შვილზე გადასვლის წესი. მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ ტაძრებიც, რომლებიც შემდგომ, IV საუკუნის დასაწყისში, ქრისტიანობის მიღებასთან დაკავშირებით განადგურდნენ.

მეფეები და მმართველები

ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბების წინა პერიოდში, იბერიის (ქართლის) ქალაქების პოლიტიკური მოწყობა იყო ბერძნული პოლისების მსგავსი, მათ ყავდათ ადგილობრივი მმართველი–მონარქი — „უფალი“, (ბერძნ. Βασιλεύς – ბასილევსი). ქართლის ცხოვრება ცნობებს გვაწვდის ქ. მცხეთაში ე.წ. „მამასახლისის“ ინსტიტუტის არსებობაზე, რომელიც მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო, ამასთან ქალაქების მმართვის გავრცელებული ფორმა. მცხეთის მამასახლისის ხელისუფლება, როგორც ჩანს გარკვეული პერიოდის შემდეგ მთელ ქართლზე ვრცელდება.

ელინისტურ ხანაში, ქართლში ერთმართველობის დასამყარებლად, ერთმანეთს უპირისპირდებიან ცალკეული არისტოკრატიული გვარები. მოქცევაჲ ქართლისაჲ ქართლის პირველ მეფედ ასახელებს არიან ქართლიდან მოსულ აზოს, რომელმაც მოკლა მცხეთის მამასახლისი სამარა, თუმცა „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ მას ასეთად არ აღიარებს, რადგან უცხო ძალის მხარდაჭერით გამეფდა. ეს უკანასკნელი, ქართლის პირველ მეფედ ასახელებს ფარნავაზს.

ქართლის(იბერიის) მეფები:

  • აზო(?-329)

ფარნავაზიანთა დინასტია:

  • ფარნავაზი (ფარსმანი) (329-264)
  • საურმაგ I (264-230)
  • მირდატ I ნებროთიანი (230-185)
  • ფარნაჯომი (185-170)

არტაშესიანთა დინასტია:

  • არშაკ I (170-145)
  • არტაგ I (145-143)
  • ბარტომ I (143-125)
  • მირდატ II (125-110)
  • არშაკ II (110-95)
  • არტაგ II (95-60)

ძვ.წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):

არმაზის სამეფო (ატრაშესიანთა დინასტია):

  • ქართამ I (60-30)
  • კაოსი (30-20)
  • ქართამ II არმაზელი (ძვ.წ.20-ა.წ.5)
  • არტაგ III (5-25)

მცხეთის სამეფო (არშაკიანთა დინასტია):

  • ბარტომ II (60-40)
  • ფარსმან I (40-25)
  • არშაკ III (ძვ.წ.25-ა.წ.5)
  • მირდატ III (5-25)

ა.წ.25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:

  • მირდატ III (25-35)
  • ფარსმან II (35-68)
  • მირდატ IV ფლავიუს დადე (68-76)
  • მირდატ V (76-120)
  • ფარსმან III ქველი (120-170)
  • ქსეფარნუგი (170-200)
  • ფარსმან IV (200-230)
  • ამაზასპი (230-265)

სასანიანთა დინასტია:

  • რევ მართალი (ჰორმიზდაკი) (265-285)
  • მირიანი წმ. (285-335)
  • ბაკურ I (335-355)
  • მირდატ VI (355-364)
  • ასფაგური (ვარაზ-ბაკური) (364-368)

368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი,სადაც მეფობდნენ:

  • საურმაგ II (368-380)
  • ბუზმირ I (380-406)
  • ბუზმირ II (406-430)

ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ:

  • ასფაგური (ვარაზ-ბაკური) (368-385)
  • ბაკურ II (385-396)
  • ფარსმან V (396-412)
  • მირდატ VII (412-429)
  • არჩილი (429-434)

დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.

  • მირდატ VIII (434-449)
  • ვახტანგ I გორგასალი (449-494)
  • დაჩი უჯარმელი (494-506)
  • ბაკურ III (506-512)
  • ფარსმან VI (512-519)
  • გურგენი (519-523)
  • ძამანარსე (523-535)
  • ფარსმან VII (535-537)

მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას ირანის ადმინისტრაციული მოხელე – მარზპანი განაგებს.

ადმინისტრაციული მოწყობა

ქართული ისტორიული ტრადიცია უკვე ფარნავაზის ხანას მიაწერს სამეფოს დაყოფას 7 საერისთავოდ:

  • არგვეთი
  • კახეთი და კუხეთი
  • გარდაბანი
  • ტაშირი და აბოცი
  • ჯავახეთი, კოლა და არტაანი
  • სამცხე და აჭარა
  • კლარჯეთი

ცალკე ერთეულს ქმნიდა შიდა ქართლი, რომელიც სპასპეტის საგამგებლოს წარმოადგენდა. ფარნავაზის სუვერენიტეტს აღიარებდა, ამ ტრადიციის თანახმად, ეგრისიც.

ძირითადი ქალაქები

იბერიის დედაქალაქი მცხეთა მრავალი სხვადასხვა მხრიდან მომავალი გზის გადაკვეთის პუნქტში მდებარეობდა. აქ იყრიდა თავს გზები ალბანეთიდან, სომხეთიდან, კოლხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. ამ ადგილზე გადიოდა დიდი საერთაშორისო სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა და კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებისაკენ მიემართებოდა. მტკვრის ხეობაში მცხეთის გარდა იყო იბერიის მნიშვნელოვანი ცენტრები - უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვა. სტრაბონის ცნობით ელინისტური ხანის იბერია წარმოადგენდა მჭიდროდ დასახლებულ მეტწილად ქალაქებითა და დაბებით დასერილ ქვეყანას, სადაც იყო კრამიტისსახურავიანი და ხუროთმოძღვრების წესით ნაგები სახლები, ბაზრები და სხვა საზოგადო შენობები. იბერიის ქალაქებში იყო სავაჭრო სახელოსნო უბნები, ხშირად უცხო ტომის ხალხით დასახლებული. მაგ., ძვ. ქართული ქრონიკის მიხედვით, ძვ. წ. 169 მცხეთაში დაარსებულა ებრაული კოლონია. იბერიაში ჭრიდნენ ალექსანდრე მაკედონელის ოქროს მონეტების მინაბაძებს, რაც მსოფლიო ბაზარზე იბერიის აქტიური მონაწილეობით იყო გამოწვეული. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უცხო ქვეყნების მოჭრილი ელინისტური ხანის მონეტებიც. იბერიის სამეფოში დაწინაურებული იყო სამშენებლო საქმე. აიგო ციხესიმაგრეები: არმაზციხე - სამეფო რეზიდენცია, ზადენციხე - სევსამორა, კახეთში - ნეკრესი, აშენდა მცხეთა და სხვა, აღიმართა უზენაეს ღვთაებათა კერპები (არმაზის, ზადენის, აინინასი და დანინასი) და სხვა.

კულტურული მემკვიდრეობა

ანტიკური ხანის იბერიის კულტურის შესასწავლად ძვირფასი მასალა მოგვცა მცხეთაში და მის მიდამოებში, კლდეეთში, უფლისციხეში და სხვა ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა. აღმოჩნდა ოქრომჭედლობის და მხატვრული ხელოსნობის ბევრი შესანიშნავი ძეგლი, დიდძალი კერამიკის და ლითონის ინვენტარი, მოზაიკისა და სკულპტურის ნიმუშები. ნაპოვნია ბერძნული და რამეული წარწერები, აღმოჩნდა არქიტექტურის ძეგლები - სასახლეებისა და ტაძრების, აბანოებისა და საწარმოო კერების ნაშთები, დიდძალი ნუმიზმატიკური მასალა. იბერიის კულტურა უცხო (ბერძნულ-რომაული, ირანული და სხვა) ელემენტებთან ერთად შეიცავს მძლავრ ორიგინალურ ნაკადს.

ლიტერატურა

  • აფაქიძე ა., ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, წგნ. 1, თბ., 1963;
  • ლომთათიძე გ., კლდეეთის სამაროვანი ახ. წ. II საუკუნისა, თბ., 1957;
  • ლორთქიფანიძე ო., ანტიკური სამყარო და ქართლის სამეფო (იბერია), თბ., 1968;
  • მცხეთა, ტ. 1 - არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები 1937-1946 წწ. განათხარის მიხედვით, თბ., 1955;
  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 13;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 1, თბ., 1965;
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 1-2, თბ., 1943-1952;
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 5, გვ.67-68, თბ., 1980
  • კუპრაშვილი ჰ., იბერია თუ ივერია?, გაზეთი „რეზონანსი“. #003, 2007 წლის 11 იანვარი"

რესურსები ინტერნეტში

მტკვარ-არაქსის კულტურა

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:14 пользователем Davit Chumburidze

მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახავრისა — III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არეზის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის (ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურის) ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

 მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალი (ღია ნაცრისფერი) და გვიანდელი (ურარტუს) კულტურა (მუქი ნაცრისფერი).

კულტურა 

მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობა და პირვანდელი ადგილსამყოფელი ბოლომდე გარკვეული არ არის. სადღეისოდ არსებული მასალებით ჩანს, რომ მისი ფორმირების ერთ-ერთი ძირითადი არე მტკვრისა და არეზის აუზში უნდა ყოფილიყო. ქვემო ქართლში თავმოყრილია ამ კულტურის ადრინდელი ძეგლები. ადრინდელი სამიწათმოქმედო ტომების კულტურაში შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი ელემენტის საწყისები. ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარში აქ შეიქმნა პირობები მიწათმოქმედი საზოგადოების შემდგომი განვითარებისათვის. ამ კულტურის დაწინაურება, შესაძლოა, სამხრეთიდან მოსახლეობის ახალი მასის გადმონაცვლებამ განაპირობა, მაგრამ კულტურული აღმავლობა მაინც ადგილობრივი ტრადიციების საფუძველზე უნდა მომხდარიყო. მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ძირითადი სამეურნეო და კულტურული ტრადიციები, რამაც განაპირობა ამ კულტურის თავისებური ხასიათი მისი გავრცელების ფართო ტერიტორიაზე.

ისტორია 

მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის დაწინაურებამ, სპილენძის მეტალურგიის განვითარებამ და საერთო ტექნიკურმა პროგრესმა განაპირობა იმდროინდელი საზოგადოების წინსვლა. მატრიარქატი თანდათან პატრიარქატით შეიცვალა და დაიწყო გვაროვნული საზოგადოების დაშლის ხანგრძლივი პროცესი. ძვ. წ. III ათასწლეულში მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ მოიქცა თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ჩრდილოეთ-დასავლეთი ირანი. ამ კულტურის ელემენტები ჩანს აგრეთვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, სირია-პალესტინაში (ხირბეთ-ქერაქის კულტურა). მტკვარ-არაქსის კულტურას გარკვეული კავშირი ჰქონდა ევროპის სხვადასხვა კულტურასთანაც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადრინდელ საფეხურზე მიწათმოქმედებაში მომხდარი პროგრესი ჯერ კიდევ ნაკლებად შეიმჩნეოდა — მიწას ძირითადად ქვის იარაღით ამუშავებდნენ. მესაქონლეობაში წამყვანი ადგილი მსხვილ რქოსან საქონელს ეკავა. სამოსახლოები ძირითადად განლაგებული იყო მიწათმოქმედებისათვის ხელსაყრელი ზომიერი კლიმატის ზოლში. ტექნიკური პროგრესის შედეგად წარმოებაში მომხდარი ცვლილებები თიხის ნაწარმის დამზადებაში გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მტკვარ-არაქსის კულტურას თავისებურ სახეს სწორედ კერამიკა აძლევს, რომელიც მისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს კულტურის არსებობის მთელ მანძილზე ინარჩუნებს. კერამიკისათვის დამახასიათებელია მხრიდან ყელზე მკვეთრი გადასვლა, ფართო ცილინდრული ყელი, ოდნავ გადაშლილი პირი. ნახევარსფეროსებრი ყურები უპირატესად მხართანაა მიძერწილი. ჭურჭლის ტანს ძირითადად კვერცხისებრი მოყვანილობა აქვს. გაპრიალებული ზედაპირი უმთავრესად რუხ-მოყავისფროა. ადრინდელი კერამიკა შემკულია რელიეფური სპირალით ან გრაფიკული სახეებით.

მეურნეობის განვითარებამ და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო მოსახლეობის ზრდას. ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოსათვის მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომებმა თითქმის მთელი ამიერკავკასია დაიკავეს. ინტექსიურად აითვისეს არარატის ველი, მილისა და ყარაბაღის მხარე, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ბარი და სხვა მხარეები. სამოსახლოდ აირჩიეს მიწათმოქმედებისათვის ვარგისი ადგილები მდინარეების მახლობლად, მთის ტერიტორიაზე, პლატოებზე და ადგილები. თანდათან დაიწყო ამ კულტურის ლოკალური ვარიანტების ჩამოყალიბების პროცესი. შესწავლილია ამ ხანის ნასოფლარები საქართველოში (ქვაცხელები და ამირანის გორა), სომხეთში (შენგავითი), აზერბაიჯანში (ქიუთეფე), ირანის აზერბაიჯანში (გოითეფე, იანიქთეფე), თურქეთში (ქარაზი, ფულურუ) და სხვა.

ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან შეინიშნება მტკვარ-არაქსის კულტურის მკვეთრი აღმავლობა. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ისტორიაში. საბოლოოდ ამ დროს უნდა ჩამოყალიბებულიყო კავკასიის მოსახლეობის ძირითადი ეთნიკური ჯგუფები. მტკვარ-არაქსის კულტურის ტომები ფართოდ გავრცელდნენ ამიერკავკასიის ფარგლებს გარეთაც. დაიკავეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით კავკასია გროზნოს მხარის ჩათვლით, სამხრეთით — თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია, ურმიისპირეთი და სხვა.

მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანაში თანდათან დაიშალა ამ კულტურის ერთიანი ხასიათი და ამიერკავკასიაში ჩამოყალიბდა 2 ლოკალური ვარიანტი: პირველი მოიცავდა თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს, მისი ცენტრი იყო შიდა ქართლი, მეორე — არარატის ველს მიმდებარე ოლქებითურთ. ამ ვარიანტებში ჯერ კიდევ იგრძნობა მტკვარ-არაქსის კულტურაის საერთო ტრადიციების ნიშნები. შიდა ქართლში გათხრილია ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი (ქვაცხელები, ხიზაანთ გორა, გუდაბერტყა, ამირანის გორა და სხვა). ამ ნასოფლარებზე ცხოვრება რამდენიმე თაობის მანძილზე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. ნამოსახლარების დაგეგმარება თითქმის არ იცვლება. ამ დროის შიდა ქართლის სოფლისათვის ძირითადად დამახასიათებელია სწორკუთხა ფორმის კუთხეებმომრგვალებული სახლი, რომელიც ხის კარკასზე იყო ნაგები. შიდა გარე პირი თიხით იყო შელესილი, გადახურვა ბანური ჰქონდა. მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების სხვა ადგილებში ამ ტიპის შენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. თავისებულია შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კერამიკა, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით. თავისებურია აგრეთვე ჭურჭლის შემკობაც. თითქმის წრება რელიეფური ორნამენტი, ვრცელდება გრაფიკული მორთულობა.

შიდა ქართლში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებული ეტაპი ფართოდ გავრცელდა საქართველოში. მსგავსება ჩანს იორ-ალაზნის აუზის ძეგლებზე გამოვლენილ მასალებში, თრიალეთისა და მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან ზოლში, ახალციხის ქვაბულში და დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ეს კულტურა ახლანდელი სამტრედიის რაიონამდე ვრცელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყვირილის ზემო წელზე, საჩხერის რაიონში გამოვლენილი ძეგლები. ამ დროის სამაროვნებში აღმოჩენილი მასალა თითქმის არ განსხვავდება შიდა ქართლის მასალებისაგან. ამ ძეგლებზე განსაკუთრებით ჭარბობდა ლითონის ნივთები. როგორც ჩანს, მტკვარ-არაქსის კულტურის გვიანდელ ხანაში ყვირილის ზემო წელის აუზში ლითონის წარმოების დაწინაურებული კერა უნდა არსებულიყო.

მტკვარ-არაქსის კულტურის აღმავალ საფეხურზე მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველ აღმოსავლეთ სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღ-სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები, ტიგელები და სხვა). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ-არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ მაღალი ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა და რომლებმაც ასახვა პოვა ძველ მწერლობაში. ლითონის იარაღის გამოყენებამ გაზარდა ადამიანის შრომისნაყოფიერება და ბრძოლისუნარიანობა. შესაძლოა, სწორედ საბრძოლო იარაღის გამოყენებამ შეუწყო ხელი მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ფართო განფენებას.

თავისებურია არარატის ველზე და, საერთოდ, სომხეთის მთიანეთში ჩამოყალიბებული მტკვარ-არაქსის კულტურის ვარიანტი. იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება შიდა ქართლის კულტურისაგან. სომხეთში შესწავლილი ძეგლებიდან აღსანიშნავია შენგავათის ნამოსახლარი, რომელიც დაცული ყოფილა დიდი ქვებისაგან ნაშენი კედლით. წრიული ფორმის ალიზის სახლები ნაგები იყო ქვის საფუძველზე, რომელთაც ზოგჯერ სწორკუთხა მინაშენები ჰქონდა. მრგვალი შენობა ფართოდ იყო გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურაში, რაც დაკავშირებული უნდა იყოს ხანის არქიტექტურულ ტრადიციებთან. იგი საგრძნობლად განსხვავდებოდა შიდა ქართლისათვის დამახასიათებელი კუთხეებმომრგვალებული, წაგრძელებული სახლისაგან, სხვაობა იგრძნობა თიხის ჭურჭლის მიხედვითაც. სომხური კერამიკა შავპრიალა, უმთავრესად სამნაწილადი ფორმა აქვს. ფართოდაა გავრცელებული ჩაღარულ-ამობურცული ორნამენტი, სადაც სპირალი ერთ-ერთი ძირითადი მოტივია. აღსანიშნავია, რომ აქაც თითქმის ისეთივე ლითონის იარაღ-სამკაული გვხვდება, როგორც შიდა ქართლში, არარატის ველისა და საერთოდ სომხეთის მთიანეთისათვისაა დამახასიათებელი. ამ კულტურის ვარიანტი საკმაოდ გავრცელდა სამხრეთით და თითქმის მთელი აღმოსავლეთი აბატოლია მოიცვა. განსაკუთრებით ძლიერადაა ათვისებული ელაზიღ-მალათიის მხარე. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის ეს კულტურა აქედან სირიასა და პალესტინაში გავრცელდა.

მტკვარ-არაქსის კულტურის განვითარებულ საფეხურზე განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის მეურნეობის მთავარი დარგები — მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. მიწის დასამუშავებლად ქვისა და რქის იარაღის გვერდით პრიმიტიულ სახვნელსაც ხმარობდნენ, გამწევ ძალად ხარს იყენებდნენ. ქვაცხელების ნამოსახლარზე აღმოჩნდა ირმის რქისაგან დამზადებული სახვნელი იარაღი. მოსავალს ძირითადად ისევ კაჟის ნამგლით იღებდნენ, თუმცა გაჩნდა ლითონის ნამგალი. მარცვლეულის მოზრდილ თიხის ჭურჭელში და საგანგებო ორმოებში ინახავდნენ; გარკვეულ განვითარებას მიაღწია მეცხოველეობამაც. ხარი და ძროხა არა მარტო რძესა და ხორცს იძლეოდა, არამედ გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა; დაწინაურდა მეცხვარეობაც. ამ დროის ნამოსახლარებზე მკვეთრად იმატა წვრილფეხა საქონლის ნაშთებმა.

მტკვარ-არაქსის კულტურის მქონე ტომთა ეთნიკური ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს კულტურა ინდოევროპულ ტომებს ეკუთვნოდა და, რომ მათი სამშობლო ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო. ეს ვარაუდონაკლებ დასაშვებია.

კავკასიის უძველეს მოსახლეობას ძირითადად ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები შეადგენდა. მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებისა და მისა დაწინაურებაში მნიშვნელოვანი როლი ქართველურენოვან და ხურიტულენოვან ტომებს ეკავათ ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიის ოლქები, ხურიტულენოვანი ტომები კი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბინადრობდნენ და სამხრეთითაც საკმაოდ შორის გავრცელდნენ.

ლიტერატურა 

  • კიკვიძე ი., მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
  • ჩუბინიშვილი ტ., ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის, თბ., 1963;
  • ჯავახიშვილი ა., ღლონტი ლ., ურბნისი, ტ. 1, თბ., 1962;
  • ჯავახიშვილი ო., ქართველი ტომების ისტორიისათვის ლითონის წარმოების ადრეულ საფეხურზე, თბ., 1961;
  • მისივე, ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხებისათვის, თბ., 1976;
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Урартский «Колумбарий» у подошвы Арарата и Куро-Араксский энеолит, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1944, т. 13 Б;
  • Кушнарева К. Х., Чубинишвили Т. Н., Древние культуры Южного Кавказа (V—III тыс. до н. э.), Л., 1970;
  • Мунчаев П. М., Кавказ на заре бронзового века, М., 1975;
  • Ханзадян Э. В., Культура Армянского нагорья в III тыс. до н. э., Ер., 1967;
  • ჯაფარიძე ო., ქსე, ტ. 7, გვ. 185-186, თბ., 1984

თრიალეთის კულტურა

Отправлено 23 янв. 2010 г., 6:03 пользователем Davit Chumburidze

თრიალეთის კულტურა

თრიალეთის კულტურა, ბრინჯაოს ხანის კულტურა, რომელიც გამოვლენილი და შესწავლილია ძირითადად თრიალეთის ტერიტორიაზე და მეზობელ რაიონებში. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1936-1940 წლებში, 1947-1948 (ბორის კუფტინი).

თრიალეთის კულტურის ძეგლებად ითვლება უმთავრესად ყორღანული სამარხების (გორასამარხების) კულტურა. მათი ნაწილი ადრებრინჯაოს ხანის დასასრულით - ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით თარიღდება, ნაწილი კი შუა ბრინჯაოს ხანით - ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით. გორასამარხების დროინდელი და მათთან კულტურით დაკავშირებული ნასახლარები ცნობილია კახეთში (თრიალეთში არ აღმოჩენილა). მდიდრული და კარგად ნაგები ყორღანები ტომთა ბელადებს და გვაროვნული არისტოკრატიას ეკუთვნოდა, მომცრო და ღარიბი ყორღანები რიგითი მოსახლეობისა იყო. გორასამარხის ტიპებია: ორმოიანი, დასაკრძალავმოედნიანი, ქვით ნაგები დასაკრძალავდარბაზიანი, ორმოში ძელებით ნაგები აკლდამიანი, კლდეში ჩაჭრილი კამერიანი. მათ ფარავდნენ მოწაყრილით, ქვაყრილით ან ქვა-მიწაყრილით. სამარხი ორმო და დასაკრძალავი დარბაზი სქელი ძელებით იხურებოდა და გრძელი დრომოსი უკეთდებოდა (ორმოს ) გრუნტში ჩაჭრილი, დარბაზს - ქვით ამოყვანილი. ზურტაკეთის (თრიალეთი) უდიდესი გორასამარხების ქვაყრილის დიამეტრია 100 მ, სიმაღლე - 8 მ, დასაკრძალავი დარბაზის შიგა ფართობი 150 მ2 აღწევდა, კედლების სიმაღლე - 4-6 მ.

თრიალეთის X გორასამარხის ორმოს სიღრმეა 8 მ; თრიალეთის XVII გორასამარხის ორმოს ზომებია 14×8,5×6 მ. კუშჩის XXXVI გორასამარხის დასაკრძალავი დარბაზის შიდა ფართობი 175 მ2 აღწევდა. მისი დარბაზის ხის სვეტები ფურცლოვანი ოქროთი ყოფილა გარშემოკრული (აღმოჩენილია ფრაგმენტები). ამ გორასამარხების აგება შესაძლებელი იყო მხოლოდ გვარებისა და ტომების ერთიანი ძალით. სამარხები ინდივიდუალურია. მიცვალებულების ნეშტი (კრემაციაქმნილი ან იშვიათად ინჰუმაციური) ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. ნივთებთან ერთად ატანდნენ დაკლულ საქონელს ან მის ნაწილებს, ზოგჯერ - მსხვერპლად შეწირულ მსახურს ან მონას, რაც პატრიარქალურ-გვაროვნული წყობილების რღვევის პროცესზე მიუთითებს. სამარხებში აღმოჩენილია ჭურჭელი (თიხისა და ლითონის); იარაღ-საჭურველი (სპილენძისა, ბრინჯაოსი, ვერცხლისა, ობსიდიანისა და სხვა), სამკაული (ოქრო-ვერცხლის, ქვის, პასტისა და სხვა), რომელთა შორის მრავალი უტოლდება მსოფლიო ხელოვნებისა და ხელოსნობის საუკეთესო ნიმუშებს.

თრიალეთის კულტურა განეკუთვნება ეკონომიკურად დაწინაურებულ მესაქონლე-მიწათმოქმედ ტომებს, რომელთა განვითარებას ხელს უწყობდა სამხრეთ საქართველოს ბუნებრივი პირობები. თრიალეთის კულტურა მტკვარ-არაქსის კულტურის მემკვიდრეა. მსგავსი ძეგლები ცნობილია კახეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სომხეთში. მას საერთაშორისო მასშტაბიტაც ფართო საგარეო ურთიერთობები ჰქონდა. ხელოსნური ნაწარმის თავისებური ფორმებით, მხატვრული სტილით, დამზადების ტექნიკით, დაკრძალვის წესითა და იდეოლოგიური მონაცემებით თრიალეთის კულტურა ძირითადად დამოუკიდებელ ხასიათს ატარებს.

ლიტერატურა

  • გოგაძე ე., თრიალეთის ყორღანული კულტურის პერიოდიზაცია და გენეზისი, თბ., 1972;
  • ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969;
  • Жоржикашвили Л. Г., Гогадзе Э. М., Памятники Триалети эпохи ранней и средней бронзы, Тб., 1974;
  • Куфтин Б. А., Археологиыеские раскопки в Триалети, кн. 1, Тб., 1941;
  • მისივე, Археологические раскопи 1947 р. в Цалкинском районе, Тб., 1948;
  • Пиотровский Б. В., Археология Закавказья, Л., 1949;
  • გოგაძე ე., ქსე, ტ. 4, გვ. 699, თბ., 1979

ლაზიკა

Отправлено 21 янв. 2010 г., 8:53 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 21 янв. 2010 г., 8:56 ]

ლაზიკა

ლაზიკა, ისტორიული მხარე დასავლეთ საქართველოში. ფეოდალური ხანის ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდ. რიონის ქვემო დინებასა და მდ. ჭოროხის შესართავს შორის (გვიანდელი გურია, საჯავახო- საჩინოს ჩათვლით და შავი ზღვის აჭარის სანაპირო მხარე). პირველად მოიხსენიება VII საუკუნეში ანონიმური ავტორის "სომხურ გეოგრაფიაში" ("ლაზიკის" სახელწოდებით), ბიზანტიელი ავტორები დასავლეთ საქართველოს ლაზიკის სამეფოს უწოდებდნენ. პროკოპი კესარიელის (VI საუკუნე) მიხედვით, ეს ტერიტორია სრულიად დაუსახლებელი ყოფილა, ხოლო აგათია სქოლასტიკოსი (VI საუკუნე) ლაზიკის ტერიტორიაზე ასახელებს ციხესიმაგრე ტელეფისს (მკვლევარნი აიგივებენ ახლანდელ. სამტრედიის რაიონის სოფ. ტოლებში არსებული ციხესიმაგრის ნანგრევებთან). აქვე ყოფილა ქიტროპოლია, თიხის ჭურჭლეულით სავაჭრო ადგილი. VI საუკუნის II ნახევარში ლაზიკაში შენდება ცნობილი ციხე-ქალაქი და საეპისკოპოსო ცენტრი პეტრა (ახლანდელი სოფ. ციხისძირი, ქობულეთის რაიონი). VIII საუკუნიდან ლაზიკის პროვინციის უდიდესი ნაწილი გურიის სახელით მოიხსენიება.

ლიტერატურა

  • ლომოური ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968;
  • ჯავახიშვილი ივ. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979;
  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 6, გვ. 106, თბ., 1983

აბაზგები, სვანები, სანიგები და აფშილები

Отправлено 20 янв. 2010 г., 10:01 пользователем Davit Chumburidze

აბაზგები და სანიგები

აბაზგები
(ბერძნ. Abasgoi), ძველი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს არიანე ფლავიუსი (II ს.). იმ დროს აბაზგები აფსილების ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ და დაახლოებით ახლანდელი ოჩამჩირის რაიონის ტერიტორია ეკავათ. VI-VII საუკუნეებში ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაიკავეს ტერიტორია მდ. გუმისთიდან ბზიფამდე, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთით სანიგები ცხოვრობდნენ. სახელწოდება "აბაზგი" იმავე ფუძისაა, რაც "აფსილი" (დიალექტიკური გამჟღერებული ფორმა). ამ სიტყვისაგან მომდინარეობს ქართული "აბხაზი" - აფხაზი.

სანიგები, სანიხები, სანიკები - ძველი დასავლურ-ქართული ტომი. პირველად იხსენიებენ I-II საუკუნეების ავტორები - პლინიუსი, არიანე, მემნონი. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით სანიგები იგივე ზანები (მეგრელ-ჭანები) იყვნენ, სხვების აზრით - სვანები. არსებობს ასევე მოსაზრება, რომ სანიგენი ჯიქები (საძები) იყვნენ. პლინიუსისა და არიანეს ცნობით სანიგები სებასტოპოლისის (ახლანდელი სოხუმი) მიდამოებში ცხოვრობდნენ. სანიგებს იხსენიებს "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორიც.

აფსილები, აფშილები, ერთ-ერთი უძველესი აფხაზური ტომი. პირველად იხსენიებს რომაელი მწერალი გაიუს სეკუნდუს პლინიუსი (I ს.). აფსილების სახელი შემონახულია აფხაზების საკუთარ სახელწოდებაში "აფსუა". I საუკუნეში მათ შექმნეს აფსილების სამთავრო. V-VII სს. აფშილებმა სავარაუდოდ ჩრდილოეთით გადაინაცვლეს და დაახლ. ახლანდელ სოხუმსა და გულრიფშის შორის ტერიტორიაზე დასახლდნენ. იმახანად აფშილები ეგრისის მეფეებს ემორჩილებოდნენ. VIII ს. ეგრისის დასუსტების შემდეგ აბაზგებმა დაიმორჩილეს.

სვანები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება. ამჟამად საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 3.600.000 ქართველიდან დაახლოებით 80.000 ქართველი, სვანური ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენელია.


ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს:

”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური... სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ... პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს... როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო... უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა...".

ეგრისის სამეფო

Отправлено 20 янв. 2010 г., 9:53 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 21 янв. 2010 г., 9:10 ]

ეგრისის სამეფო

ეგრისის სამეფო, ლაზიკის სამეფო, ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლის და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტორიულ ერთეულთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად (დაახლოებით ახ. წ. I საუკუნე). ანტიკურ წყაროებში ეგრისის სამეფოს ლაზიკა ეწოდებოდა.
ეგრისის სამეფო (ლაზიკა)







II საუკუნე — VI საუკუნე




Geo lazi.GIF

გერბი
Ge lazika.png–ქა.png
ეგრისის სამეფო (ლაზიკა).
დედაქალაქი ნოქალაქევი
რელიგია მართლმადიდებლობა
მართველობის ფორმა მონარქია


ეგრისი, ეგრი, ეგური, ფართო მნიშვნელობით — დასავლეთ საქართველოს ძველი ქართული სახელწოდება; წარმოდგება ეგრის ტომის სახელიდან. ეგრისი იგივეა, რაც კოლხიდა (კოლხეთი) და ლაზიკა.

ლეონტი მროველის სიტყვებით: ხოლოა მან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია.

კოლხიდა, კოლხეთი (Kolchis), სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული სახელწოდება (კოლხი ტომების სახელის მიხედვით). დამოწმებულია ძვ. წ. I ათასწლეულის ბერძენ ავტორებთან. „კოლხას“ ფორმით იხსენიება უკვე ძვ. წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში. ძვ. წ. VI-II საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე არსებობდა კოლხეთის სამეფო. მისი დაშლის შემდეგ, ახ. წ. I-II საუკუნეების მიჯნაზე, ჩამოყალიბდა ეგრისის სამეფო, რომელმაც IV საუკუნეში გააერთიანა მთელი ჩრდილოეთი კოლხეთი (ახლანდელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია).

  • ვიწრო მნიშვნელობით — ეგრისი ერქვა, მდინარეებს რიონსა და ეგრისწყალს შორის მოქცეულ ტერიტორიას.

ისტორია

თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდ. რიონის ორივე ნაპირი (დაახლოებით ქობულეთიდან მდ. ერისწყლამდე), რომის იმპერია მასზე ფორმალურ სიუზერენობას ინარჩუნებდა. II საუკუნის 30-იან წლებში ეგრისის მეფე მალასა რომის იმპერატორის მიერ იყო დანიშნული, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში (ფასიდა) რომაული გარნიზონი იდგა.

III საუკუნის 50-იან წლებში ეგრისის სამეფოს შემოესივნენ გუთები, 90-იან წლებში კი სარმატები. IV საუკუნეში ეგრისის სამეფო გაძლიერდა და გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. სამხრეთით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინების რაიონს, ხოლო ჩრდილოეთით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები (მისიმიელები) და ლეჩხუმის (სკვიმნიის) მცხოვრებნი. ეგრისის მეფის დამოკიდებულება რომის (ბიზანტიის) იმპერატორზე უფრო ფორმალური გახდა: ეგრისის გარდაცვლილი მეფის მემკვიდრეს, რომელიც უნდა გამეფებულიყო ადგილობრივი წესისა და ადათის მიხედვით, ბიზანტიის იმპერატორი უგზავნიდა სამეფო ნიშნებს. ეგრისელების მოვალეობა მხოლოდ თავისი ქვეყნის ჩრდილო საზღვრების დაცვა იყო, რომ მომთაბარეები ამ გზით არ შეჭრილიყვნენ იმპერიის მიწა-წყალზე. ეგრისის ზღვისპირა პუნქტებში აღარ იდგნენ ბიზანტიის გარნიზონები. ეგრისის მეფეს ჰყავდა თავისი ვასალები: აბაზგების, სანიგების, სვანებისა და სხვა ტომთა მთავრები. ძლიერდებოდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი.

IV საუკუნის I ნახევარში ეგრისის სამეფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და ეგრისი ეკლესიურად კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაექვემდებარა. VI—IX საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ჰყავდა თავისი მიტროპოლიტი (სამიტროპოლიტოს ცენტრი — ფასისი), რომელსაც ოთხი ეპისკოპოსი ექვემდებარებოდა — პატარა ციხისძირის, ზიგანევ-გუდავასი, ცაიშისა და როდოპოლის-ვარდციხისა.

V საუკუნის შუა წლებში მეფე გუბაზ I-მა სცადა განთავისუფლებულიყო ბიზანტიაზე ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბიზანტიასთან კონფლიქტით ისარგებლეს სვანებმა და სანიგებმა და V საუკუნის 70-იან წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვეს. VI საუკუნის დასაწყისში ეგრისის სამეფო დროებით ირანის ქვეშევრდომი გახდა. 523 კი ეგრისის მეფემ წათე II-მ გვირგვინი ბიზანტიის იმპერატორისაგან მიიღო. VI საუკუნეში ეგრისის სამეფო ბიზანტიასა და ირანს შორის გამუდმებული ომების ასპარეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ირანმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში (იბერია, ალბანეთი, სომხეთის ნაწილი) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ეგრისის სამეფოს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. 528 ირანის ჯარმა დასავლეთ საქართველოში დაიკავა ციხე-ქალაქები შორაპანი და სკანდე. ეგრისის მეფეს ბიზანტიის დამხმარე ჯარი მოუვიდა, ირანელები დამარცხდნენ და 532 დაიდო „საუკუნო ზავი“, რომლითაც უნდა აღდგენილიყო ომამდელი ვითარება. იმპერატორ იუსტიანე I-მა გააძლიერა თავისი ხელისუფლება ეგრისში (დააარსა ციხე-ქალაქი პეტრა, დააწესა სავაჭრო მონოპოლია და ეგრისის ციხე-ქალაქებში თავისი ჯარი ჩააყენა). ამან გამოიწვია 541 აჯანყება გუბაზ II-ის მეთაურობით (ეგრისის აჯანყებები).

542 ირანის ჯარი შევიდა ეგრისში და დაიწყო 20-წლიანი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის. 562 დაიდო ზავი. ირანმა დათმო ეგრისი, რომელიც ბიზანტიის ვასალურ სამეფოდ დარჩა. VII საუკუნის 20-იან წლებში ეგრისელები აბაზგებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ იმპერატორ ჰერაკლეს ლაშქრობებში ირანის წინააღმდეგ.

VII საუკუნის ბოლოსათვის ეგრისის სამეფო ბიზანტიის პროვინციად იქცა, მისი მმართველი „ლაზაკის მეფედ“ კი არა, „პატრიკიოსის“ ტიტულით იხსენიებოდა. დამოუკიდებელ სამთავროდ იქცა აბაზგია (აფხაზეთი) და უშუალოდ ბიზანტიას დაუმორჩილდა. 697 ეგრისის მმართველმა პატრიკიოსმა სერგიმ სცადა ბიზანტიისაგან განთავისუფლება არაბების დახმარებით, მაგრამ უშედეგოდ. 736—738 ეგრისში შეიჭრა არაბთა სარდალი მურვან ყრუ, ააოხრა ქვეყანა, დაანგრია დედაქალაქი ციხეგოჯი და სხვა ქალაქები. ამან კიდევ უფრო დააუძლურა დასუსტებული ქვეყანა, რასაც ფეოდალური დაქუცმაცებაც დაერთო. VIII საუკუნის ბოლოს ეგრისის უკანასკნელი მთავრების იოანესა და ჯუანშერის ხელისუფლება მთლიანად შეირყა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების ინიციატივა აფხაზთა სამთავროს ხელში გადავიდა.

ეგრისის სამეფოში განვითარებული იყო მემინდვრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა, ამუშავებდნენ სელს, ცვილს, გემთსაშენებელ ხე-ტყეს. ეგრისის სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიის მცირეაზიულ და სხვა პროვინციებთან, პონტოსპირა ქალაქებთან, სომხეთთან და მისი მეშვეობით ირანთან და შუა აზიასთან. შემოდიოდა დიდძალი იმპირტული საქონელი (ძვირფასი კერამიკა, მინის ნაწარმი, ფუფუნების საგნები და სამკაულები), მიმოქცევაში იყო ბიზანტიური და აღმოსავლური მონეტები. III საუკუნიდან დაიწყო საქალაქო ცხოვრების აღმავლობა, მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ხენტრებად იქცა ზღვისპირა ქალაქები (ფასისი, სებასტოპოლისი, ბიჭვინთა), წარმოიქმნა ახალი ქალაქები (შორაპანი, ვარდციხე, მოხირისი და სხვა), აღორძინდა ძველი ქალაქები (ქუთაისი), ვრცელი და ძლიერი იყო სამეფოს დედაქალაქი ციხეგოჯი (არქეოპოლისი).

ეგრისის სამეფოს კულტურამ, ერთი მხრით, გააგრძელა მდიდარი ადგილობრივი ტრადიციები, რომლებიც ძველი კომხური სამყაროდან მომდინარეობდა, მეორე მხრით კი შეითვისა ელინისტურ-რომაული კულტურის ელემენტები. უცხო კულტურის გავლენა ეტყობა ამ ხანის დასავლეთ საქართველოს სააღმშენებლო საქმეს, ჩაცმა-მორთულობას. მაგრამ ეს გავლენა ზედაპირული იყო, მას არ განუსაზღვრავს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის კულტურის განვითარება. ეგრისის სამეფოს კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა (III—IV სს.).


კოლხეთის სამეფო

Отправлено 20 янв. 2010 г., 9:16 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 21 янв. 2010 г., 9:16 ]

კოლხეთის სამეფო

კოლხები, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების საერთო სახელი, რომლის მიხედვით ძველი ბერძნები მთელ ქვეყანას კოლხეთს, კოლხიდას უწოდებდნენ. ძვ. წ. I ათასწლეულში კოლხებმა შექმნეს კოლხას (კულხა), ხოლო VI საუკუნეში კოლხეთის სამეფო.
კოლხეთის სამეფო
 (ბერძნ. Κολχίς, kŏl´kĬs) (ძვ. ქართული წყაროებით - ეგრისი) ძველ გეოგრაფიაში ერქვა შავი ზღვის პირა სამკუთხა ფორმის რეგიონს კავკასიაში. ამჟამად საქართველოს დასავლეთ ნაწილშია. ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია, როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო, და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი შეადგენდა დღევანდელ სამეგრელოს, იმერეთს, გურიას, აჭარას, სვანეთს, რაჭას, აფხაზეთსა და თანამედროვე თურქეთის რიზეს პროვინციას, ასევე ტრაბზონისა და ართვინის პროვინციების ნაწილს.


                          
კავკასიის უძველესი ქვეყნები

ეოგრაფია და ტოპონიმიკა

კლასიკურ ავტორთა თანახმად კოლხეთის ტერიტორია ესზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთით პონტუსს, დასავლეთით პონტუს ევქსინუს (შავი ზღვა) მდინარე კორაქსამდე (შესაძლოა დღევანდელი მდ. ბზიფი), ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთაგრეხილს, რომლის იქით სარმატია მდებარეობდა, აღმოსავლეთით იბერიასა და მცირე კავკასიის მთაგრეხილს, ხოლო სამხრეთით სომხეთს.

ავტორების მიხედვით მცირე განსხვავებაა თუ რამდენად ვრცელდებოდა კოლხეთის ტერიტორია სამხრეთ-დასავლეთზე: სტრაბონის მიხედვით კოლხეთი იწყებოდა ტრაპიზონთან, ხოლო პტოლემეოსის მიხედვით პონტუსი მდინარე ფაზისამდე ადიოდა. პიტიუსი კოლხების ბოლო ქალაქი იყო ჩრდილოეთში.

სახელწოდება კოლხეთი პირველად მოხსენიებულია ესქილესა და პინდარის მიერ. უფრო ადრეული მწერლები მას სახელით "აია" მოიხსენიებენ, ადგილი სადაც მითიური მეფე აიეტი ცხოვრობდა. მთავარი მდინარე იყო ფაზისი (ამჟ. რიონი), რომელიც ქვეყანას შუად ჰყოფდა. მთავარი ქალაქები იყო დიოსკურია (რომ.: სებასტოპოლისი, ამჟ.: სოხუმი), სარაპანა (ამჟ. შორაპანი), ფაზისი (ამჟ.: ფოთი), პიტიუსი (ამჟ. ბიჭვინთა), აპსაროსი (ამჟ. გონიო), სურიუმი (ამჟ. სურამი), არქეოპოლისი (ამჟ. ნოქალაქევი), ქითა ან ქუთათისიუმი (ამჟ. ქუთაისი), მედეას სამშობლო. სკილაქსი ასევე აღნიშნავს მალას ან მალეს, რომელიც, მისი აზრით, მედეას დაბადების ადგილი უნდა ყოფილიყო.

 ანტიკური ხანის კოლხეთი, ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, დაბეჭდილია ლონდონში, 1770.

ისტორია

ადრეული პერიოდი

რეგიონის არქეოლოგიური გათხრებით მიღებული ცნობების თანახმად აქ კარგად განვითარებული ბრინჯაოს კულტურა უნდა ყოფილიყო, ცნობილი როგორც კოლხური კულტურა. ის ენათესავება მეზობელ ყუბანის კულტურას, რომელიც შუა ბრინჯაოს ხანაში განვითარდა. ურბანიზაციის პროცესი სწრაფად ვითარდება და ჩამოყალიბებულ სახეს იძენს ძვ. წ.-ის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ, ბერძნების დასახლებამდე მრავალი საუკუნით ადრე. გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში (ძვ. წ. XVI - VIII საუკუნეები) კოლხებმა დაამუღამეს ლითონის დნობისა და ჭედვის ხელობა, ევროპამდე დიდი ხნით ადრე. პარალელურად ვითარდება აგრიკულტურა, იმ პერიოდისთვის პროგრესული ირიგაციის სისტემებით, რასაც ხელს უწყობდა ადგილობრივი ნიადაგის ნაყოფიერება და ზომიერი ჰავა.

                

 კოლხური ოქროს სამაჯურები, ძვ. წ. V-IV საუკ.
ამ პერიოდის კოლხეთი დასახლებული იყო მონათესავე, თუმცა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ტომებით, განლაგებული ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. ამ  ტომთაგან             გამოირჩეოდნენ მაქელონები, ჰენიხები, ზიდრეტები, ლაზები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები, მოსკები, მარები, აფსილები (შესაძლოა დღევანდელი აფხაზები), აბასკები, ანიგები, ცორაზები, კოლიები, მელანხლაენები, გელონები და სოანები (სუანი). (*სახელები გადასამოწმებელია).

ეს ტომები იმდენად განსხვავდებოდნენ ენითა და შესახედაობით მეზობელი ერებისგან, რომ ძველი ისტორიკოსები ამ ფენომენის დასაბუთებისთვის მრავალ თეორიაზე ვარაუდობდნენ. ჰეროდოტეს მიხედვით კოლხები ეგვიპტელებსა და ეთიოპელებთან ერთად პირველები იყვნენ ვინც მამაკაცთა წინადაცვეთა ტრადიციად შემოიღეს. მას სწამდა, რომ ისინი ფარაონი სესოსტრის III-ის (1878-1841 BC) არმიის ნაშიერები უნდა ყოფილიყვნენ, და ამგვარად მათ წარმოშობას ეგვიპტელებს მიაწერდა. ასევე, როგორც ჩანს, შავი ზღვის რეგიონში უნდა ყოფილოყო ნეგროიდული კომპონენტიც (არაბ მონათა ვაჭრობამდე პერიოდიდან), რომლის წარმომავლობას მივყავართ ძველ ადამიანთა აფრიკიდან გამოსვლის ექსპედიციას, თუმცა ამის არქეოლოგიური მტკიცების პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

კოლხა

ძვ. წ. XVII საუკუნეში რეგიონში მოსახლე ტომების მზარდი კონსოლიდაციის შედეგად ჩამოყალიბდა კოლხეთის სამეფო. ძლევამოსილი სახელმწიფო, რომელსაც ბერძნულ მითოლოგიაში ადიდებენ, როგორც არგონავტების მოგზაურობის მიზეზს, მედეას სამშობლოსა და ჯადოსნური საიდუმლოების ცოდნის წყაროს ურარტუელთა მიერ ცნობილი იყო როგორც ქუხა (ასევე კოლხა, ან კილხი). მეზობელ ერებთან გამოდმებულ ომებში ჩართულმა კოლხებმა მოახერხეს დიაოხის ნაწილის შემოერთება ძვ. წ. 750-იანებში, თუმცა რამდენიმე სხვა პროვინცია დაკარგეს (მათ შორის სამეფო ქალაქი ილდემუსა) ურარტუს მეფე სარდურის II-სთან ძვ. წ. 750-748 და 744-742 ომების შედეგად.

 ბრინჯაოს ცულები, ტიპიური კოლხური კულტურისთვის

სიმერიელებისა და სკვითების შემოსევებით დაუძლურებული სამეფო ძვ. წ. 730-720-იანებში აქამენიდი სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ ექცევა ძვ. წ. VI საუკუნის შუა წლებში. სკვითებისა და კიმირიელების დიდი ნაწილი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა და უმთავრესად მესაქონლეობას და ცხენების მოშენებას მისდევდა. ამ მეომარ მომთაბარეთა ცხენოსანი ლაშქარი იმ დროისათვის საშინელ ძალას წარმოადგენდა და თავისი მოძრაობის გზაზე ყველაფერს ანადგურებდა. სამხრეთ კოლხეთში მცხოვრები ტომები (ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონების, მოსქები და მარები) სპარსეთის მე-19 სატრაპოში მოაქციეს, ხოლო ჩრდილოეთი ტომები უსისხლოდ დანებდნენ და ხარკის სახით ყოველ ხუთ წელიწადში 100 ქალიშვილსა და 100 ჭაბუკს უგზავნიდნენ სპარსეთის მეფეს.


აქამენიდთა უზარმაზარი იმპერიის სხვა რეგიონებთან მზარდი კომერციული და ეკონომიკური კავშირების წყალობით კოლხების მიწების სოციო-ეკონომიკური განვითარება დაჩქარდა. მოძლიერებულმა კოლხებმა შედეგად სპარსეთის უღელი გადააგდეს და ისევ დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. არსებობს მითი, კოლხის მფლობელის მეუფე ხარატა–ს შესახებ ძვ.წ. 5 საუკუნეში იქნა აღმოჩენილი ტრაქტატი რომლის მიხედვითაც მეუფე ხარატა იყო უმდიდრესი კოლხის მმართველი

ბერძნული კოონიზაცია
რეგიონის განვითარებული ეკონომიკა და ხელშემწყობი გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები კოლხეთს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მილესელი ბერძნებისთვის, რომელთაც კოლხეთის კოლონიზაცია მოახერხეს ძვ. წ. VI-V საუკუნეებში და შავი ზღვის სანაპიროზე ფაზისში, გონიოსა და დიოსკურიაში სავაჭრო პორტები
დააარსეს. ძველი ბერძენული თქმის თანახმად ეს ”ყველაზე შორეული ვოიაჟი” იყო უკიდურეს აღმოსავლეთში, რომელიც იმდროინდელი ელინისტური საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, საიდანაც მზე ამოდიოდა. ეს მიწა მდებარეობდა ალექსანდრე დიდის მიერ დაპყრობილ მიწათა აღმოსავლეთ საზღვართან. ფაზისი და დიოსკურია ბრწყინვალე ბერძნული ქალაქები გახდა, რომელიც დიდვაჭარი ოლიგარქების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ დროდადრო გარშემო მცხოვრები კოლხური ტომები აწუხებდნენ, სანამ საბოლოო ასიმილაციას განიცდიდნენ. სპარსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ კოლხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივად ცნობილი, როგორც ეგრისი, იბერიის სამეფოს ნაწილი გახდა დაახ. ძვ. წ. 302 წელს. თუმცა კოლხეთი იბერიას მალევე გამოეყო და რამდენიმე მცირე სამთავროდ დაიშალა. კოლხეთის სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ რეგიონის მითრიდატე პონტიუსის მიერ დაპრყობამდე (ძვ. წ. 101).




  ქალღმერთი ნიკესვანში. მინიატურა ნაპოვნი

კოლხეთის მმართველები

კოლხთა მმართველებზე მწირი ინფორმაცია მოიპოვება:

 მეფე აკეს პერიოდში გამოშვებული სტატერი, ძვ. წ. 44
  • აიეტი — ბერძენთა მიერ აღწერილია, როგორც ძვ. წ. XVII—XVIსს კოლხთა ძლევამოსილი
  •  მეფე და ზოგიერთ ისტორიკოსთა მიერ ისტორიულ პერსონად არის მიჩნეული, თუმცა ამის დამადასტურებელი სხვა წყარო არ არსებობს.
  • ქუჯი — ეგრისის ერისთავი იბერიის მეფე ფარნაოზ I-ის დაქვემდებარებაში (ძვ. წ. 302—237) (შუასაუკუნეების ქართულ წყაროებზე დაყრდნობით).
  • აკე (ბასილეუს აკუ) (ძვ. წ. IV საუკუნის დასასრული) — კოლხთა მეფე; მისი სახელი ნაპოვნია მის მიერ გამოშვებულ მონეტაზე.
  • საულაკესი — "მეფე" ძვ. წ. II საუკუნეში (ზოგიერთ უძველეს წყაროზე დაყრდნობით).
  • მითრიდატე ქრესტუსი (ძვ. წ. 83) — პონტუსის დაქვემდებარებაში.
  • მაქარესი (ძვ. წ. 65) — პონტუსის დაქვემდებარებაში.
  • არისტარქე (ძვ. წ. 65—ძვ. წ. 47) — დინასტია პომპეუსის დაქვემდებარების ქვეშ.

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა

კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა, კოლხეთის აკადემია, ფასისის (ახლანდელი ფოთის) მახლობლად III-VI საუკუნეებში არსებული უმაღლესი საფეხურის სასწავლებელი. მასზე ერთადერთი პირდაპირი ცნობა მოიპოვება ბერძენი ფილოსოფოსის თემისტიოსის (ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლოებით 317-388) ერთ-ერთ წერილში, სადაც აღნიშნულია, რომ თემისტიოსის მამას, ევგენიოსს, და თვით თემისტიოსსაც ამ სასწავლებელში რიტორიკული განათლება მიუღიათ. არავითარი ცნობა არ არსებობს იმის შესახებ, თუ რა პროგრამებით და რა ენაზე მიმდინარეობდა სწავლება ან ვინ ასწავლიდა. თემისტიოსი არ ასახელებს კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის დამაარსებელს, თუმცა მას „ბრძენს“ და „სათნოს“ უწოდებს.

თემისტიოსი იმასაც ამბობს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლაში მეზობელ ბარბაროსთა წესებისდა მიხედვით ისართ ტყორცნა და ოროლთ სროლა ან ჯირითი კი არ ისწავლებოდა, არამედ ამ სკოლის აღსაზრდელები რიტორიკულ ხელოვნებაში იწრთობოდნენ და ელინთა დღეობებზე ბრწყინავდნენ. ამ ცნობას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლის აღზრდილების ბერძნულ ენაში გაწვრთნილობასა და კლასიკურ ბერძნულ ლიტერატურაში საფუძვლიან განსწავლულობაზე მიუთითებს. რიტორიკულ სასწავლებელში იღებდნენ ბერძნული ენის მცოდნე ახალგაზრდებს. ეს კი გვაფიქრებინებს მოსამზადებელი სკოლის არსებობასაც. თემისტიოსის ცნობიდან ისიც ჩანს, რომ კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა თავისი შინაარსიტა და მიზანმიმართულებით ძვ. ბერძნულ და რომაულ რიტორიკული სკოლებისაგან ბევრად არ უნდა განსხვავებულიყო და ცოდნის იმ მინიმუმის დაუფლებას მოითხოვდა, რაც ორატორისათვის ციცერონისა და კვინტილიანეს შეხედულებით იყო გათვალისწინებული. ისევე როგორც რომაულ რიტორიკულ სასწავლებელში, კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლაში უთუოდ ასწავლიდნენ ლიტერატურას, ასტრონომიას, მუსიკას, მათმატიკის ელემენტებს, ძირითადად კი ფილოსოფიისა და სამართლის საფუძვლებს, რიტორიკულ ხელოვნებას იმჟამინდელ საქართველოში დიდი პრაქტიკული გამოგონებაც ჰქონდა. აგათია სქოლაქტიკოსის (536-582) საისტორიო თხზულებაში დაცულია ცნობა ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების (აეტი, ფარტაზი და სხვა) ბრწყინვალე ორატორული გამოსვლების შესახებ, ცხადია, ეს ცოდნა კი მათ თანმიმდევრულად და საფუძვლიანი სწავლით უნდა მიეღოთ.

არგონავტები

არგონავტები (ძვ.-ბერძნ. Αργοναύται) — ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.არგონავტების თქმულების წერილობით წყაროებში ძვირფასი მასალაა დაცული ქართულ ტომთა დასავლეთ გაერთიანების — აიას ანუ კოლხეთის — შესახებ, მის დიდებასა და ბრწყინვალებაზე. გადმოცემულია ცნობები ძველ ქართულ ტომთა ეთნოგენეზის, მათი დიდ ტერიტორიაზე გავრცელების, ცხოვრების პირობების, პანთეონისა და სხვათა შესახებ. აპოლონიოს როდოსელის (ძვ. წ. III საუკუნე) „არგონავტიკაში“ პირველადაა მოხსენიებული მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი  კუტაია (ქუთაისი), დამოწმებულია კოლხეთის სხვა გეოგრაფიული პუნქტები.

არგონავტების თქმულება ანტიკური ხანის მწერლობის ერთგვარ მუზად იქცა. არ დარჩენილა ამ ეპოქის ხელოვნების სფერო, სადაც ეს თქმულება მთლიანად ან ცალკე ეპიზოდად არ დაემუშავებინოთ. ანტიკური ეპოქის ჩვენამდე მოღწეულ ძეგლთაგან არგონავტების თქმულების მხატვრული დამუშავების თვალსაზრისით უმთავრესია: ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“, პინდარეს „IV პითიური ეპინიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ და რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“.

 

Lorenzo Costa 001.jpg

მდებარეობა კოლხეთი
დაგეგმა იასონმა
მიზანი ოქროს საწმისის ხელში ჩაგდება
თარიღი ძვ. წ. 1350–1300.
ძვ. წ. 1263–1257.
ძვ. წ. 1189–1180
განახორციელა არგონავტებმა
შედეგი არგონავტებმა მოიპოვეს ოქროს საწმისი


სასწაულმოქმედი ოქროს ვერძი

იოლკოსის მეფე კრეთევსმა ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: ესონი, ამითაონი და ფერესი. ტიროს მანამდეც ჰყავდა პოსეიდონისაგან ორი შვილი: ნელევსი და პელიასი. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს. პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო ალკიმედე და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს იასონი ანუ „განმკურნებელი“ უწოდა.                                                                                                                         ფრიქსე და ჰელე

არგონავტების შეკრება
იოლკოსის მეფე კრეთევსმა ცოლად შეირთო მშვენიერი ასული ტირო, რომლისგანაც შეეძინა სამი შვილი: ესონი, ამითაონი და ფერესი. ტიროს მანამდეც ჰყავდა პოსეიდონისაგან ორი შვილი: ნელევსი და პელიასი. პელიასმა ჯერ საკუთარი ძმა განდევნა, ხოლო კრეთევსის სიკვდილის შემდეგ თავის ნახევარძმას, ესონს, წაართვა კანონიერი ტახტი. ესონი მხოლოდ დედის ვედრებამ გადაარჩინა სიკვდილს. პელიასს ძალიან ეშინოდა ორი წინასწარმეტყველების. ერთი წინასწარმეტყველების თანახმად, მას ეოლოსის შთამომავალი მოკლავდა, მეორეს მიხევით კი, საფრთხე ცალსანდლიანი კაცისაგან ელოდა. ესონმა ცოლად შეირთო ალკიმედე და მათ ვაჟიშვილი ეყოლათ, რომელსაც პელიასი მოკლავდა, რომ არა ბავშვის მშობლები, რომლებმაც ხმა გაავრცელეს თითქოს ბავშვი დაიღუპა. სინამდვილეში კი კენტავრ ქირონს მიაბარეს აღსაზრდელად, რომელმაც ბავშვს იასონი ანუ „განმკურნებელი“ უწოდა.                                                                                                                              არგონავტების შეკრება
                  არგო
 იასონმა ქირონის გამოქვაბულში გაატარა სიყმაწვილის წლები. ის იზრდებოდა სხვა გმირებთან ერთად. როდესაც იასონმა მიატოვა ქირონი და გაემართა საგმირო საქმეთა აღსასრულებლად, გზად მიადგა მდინარე ანავროსს. ხშირი წვიმების გამო მდინარე საოცრად ადიდებულიყო. ესონის ძეს მდინარესთან შემოხვდა მოხუცი ქალი, რომელიც შეებრალა, მხრებზე შეისვა და ისე გადაიყვა მეორე ნაპირზე. ამ გადასვლის დროს, იასონმა სრულიად შემთხვევით დაკარგა ცალი სანდალი. მოხუცი ქალის სახე თავად ქალღმერთ ჰერას ჰქონდა მიღებული, რომელიც მდინარესთან კაცთა სიკეთეს ამოწმებდა. ამის შემდეგ ჰერა მუდამ მფარველობდა იასონს.
იასონის იოლკოსში შესვლა დაემთხვა დიდ რელიგიურ დღესასწაულს. თავად პელიასი ასრულებდა პოსეიდონის საკურთხეველთან მსხვერპლშეწირვას. იასონმა ქალაქში შესვლისთანავე მიიქცია ყურადღება. როდესაც ეტლით მისულმა პელიასმა დაინახა ცალსანდლიანი ჭაბუკი, შიშმა მოიცვა. მან იასონს ვინაობა გამოკითხა და შეიტყო, რომ ესონის ძე ტახტის დასაბრუნებლად იყო მისული. პელიასი საკმაოდ ეშმაკი კაცი იყო. მან იასონთან სპეციალურად ჩამოაგდო საუბარი ოქროს საწმისზე და დაარწმუნდა ძმისშვილი, თითქოს ფრიქსეს სულმა მოუწოდა ოქროს საწმისის დაბრუნება. თუკი იასონი შესძლებდა ამ დავალების შესრულებას, მაშინ ის ტახტს მიიღებდა. პელიასი დაწმუნებული იყო დავალების განუხორციელებაში, მაგრამ იასონმა მშვიდად მიიღო ეს დავალება. იასონის თხოვნით, არესტორის ვაჟმა, არგოსმა ააგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი, რომელსაც „არგო“ ეწოდა. მის ცხვირში თავად ათენამ ჩაარჭო მეტყველი მორი. ეს იყო აქაველთა პირველი მნიშვნელოვანი საზღვაო ექსპედიცია, რომლის მეთაურად არგონავტებმა იასონი აირჩიეს. დანარჩენი არგონავტების რაოდენობასთან დაკავშირებით არსებობს რამოდენიმე ვერსია. აპოლოდორეს მიხედვით მათი რიცხვი ორმოცდახუთია. დიოდორე კი მათ ასახელებს არ ასაბელებს, თუმცა ამბობს, რომ მათი რაოდენობა ორმოცდათოთხმეტია. . თეოკრიტე ამბობს, რომ ისინი იყვნენ 60, სხვა ავტორების აზრით არგოზე 50 არგონავტი იმყოფებოდა . საბოლოოდ, ყველა ბერძენი მწერალი ერთად ასაბელებს 90–მდე არგონავტის სახელს.
 
  არგონავტებთან წასასვლელად გამზადებული
 პელევსი თავის ვაჟს, აქილევსს აღსაზრდელად
ბრძენ კენტავრ ქირონს უტოვებს. შავფიგურიანი
 ლეკითოსი. დაახლ. ძვ.წ. 500წ.

კოლხეთისაკენ მიმავალი ფათერაკებიანი გზა

ლემნოსელი ქალები                                                                                                            არგონავტების ლაშქრობა

პაგასის სანაპიროდან არგონავტებმა დაიწყეს მათი ხანგძლივი გზა და კუნძულ ლემნოსზე გადაწყვიტეს გაჩერება. მათ ჩამოსვლამდე კუნძულზე საშინელი ამბები დატრიალდა. აფროდიტემ დასაჯა ლემნოსელი ქალები და მათ ისეთი უსიამოვნო სუნი აუვიდათ, რომ მათმა ქმრებმა თრაკიიდან შემოსული ქალებით გადწყვიტეს მათი შეცვლა. ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეში ამოწყვიტეს კუნძულზე მყოფი ყველა მამაკაცი. მხოლოდ დედოფალ ჰიფსიპილემ დაინდო თავისი მამა თოასი და დამალვით გადაარჩინა სიკვდილს.

ლემნოსელმა ქალებმა „არგო“ თრაკიელების ხომალდად მიიჩნიეს და მათთან საბრძველად გაემზადნენ. არგონავტებმა მათთან ეთალიდესი გაგზავნეს და მცირე ხნით კუნძულზე შეფარება სთხოვეს. ჰიფსიპილემ ქალები სათათბიროდ მიიწვია . თათბირის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ისინი კუნძულზე დაეტოვებინათ, მაგრამ დაუმალეს მამაკაცთა არ ყოფნის ნამდვილი მიზეზი. მათ უკვე აღარ ასდიოდათ უსიამოვნო სუნი და შეეძლოთ მოსულ ვაჟკაცებთან მისცემოდნენ სასიყვარულო განცხრომას. არგონავტებს ეამათ ლემნოსელ ქალებთან დარჩენა. თვით იასონმა შეიყვარა დედოფალი ჰიფსიპილე, რომელმაც მას შემდგომ ორი ძე, ევნეოსი და თოასი უშვა. არგონავტების ლაშქრობა დიდი ხნით გადაიდებოდა, რომ არა ჰერაკლე, რომელმაც არგონავტები სასტიკი სიტყვებით გაკიცხა. მიუხედავად ლემნოსელი ქალების მუდარისა, მათ დატოვეს კუნძული.

მეფე კიზიკოსი

არგონავტები მთელი დღის ცურვის შემდეგ, საღამოს, ორფევსის რჩევით, ატლასის ასულ ელექტრას კუნძულს, სამოთრაკეს მიადგნენ, სადაც კაბირების მისტერიას ეზიარნენ. დილით მათ განაგრძეს გზა, გაიარეს ჰელესპონტი და მიადგნენ მთაგორიან კუნძულ არქტოსს, სადაც გეას ნაშიერები, საზარელი გიგანტები ცხოვრობდნენ. კუნძულის დანარჩენი ნაწილი დოლიონებს ეკავათ, რომელთა მეფეც ახალგაზრდა კიზიკოსი იყო. არგონავტები კიზიკოსს ესტუმრნენ, დოლიონები მათ მეგობრულად შეხვდნენ და კარგად გაუმასპინძლდნენ. „არგოსთან“ დარჩენილ მეზღვაურებს თავს დაესხნენ გიგანტები, თუმცა ჰერაკლეს ისრებმა მათ მუსრი გაავლო. არგონავტებმა გზა განაგრძეს, თუმცა მძლავრი ქარის გამო არგო კვლავ დოლიონების ქვეყანაში აღმოჩდნენ. სიბნელეში ვერც არგონავტებმა გაარჩიეს ის ადგილი, სადაც იყვნენ და დოლიონებსაც ისინი მტრები ეგონათ და მათ შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. შეტაკებისას იასონმა მეფე კიზიკოსი მოკლა. მეორე დილით ყველამ ერთად გამოიტირა მეფე და სხვა დაღუპულები. დამწუხრებულმა დედოფალმა კლიტემ ეს უბედურება ვერ გადაიტანა და თავი ჩამოიხრჩო.

არგონავტები ცოტა ხანი კიდევ დარჩნენ ამ კუნძულზე. როცა ალკუნმა ჭიკჭიკით გადაუფრინა მათ, მოპსოსმა მეგობრებს აუხსნა, რომ ეს ქარის ჩადგომის ნიშნი იყო. გასვლამდე იასონს მხოლოდ დინდიმონის მთის ტაძარში შესვლა და რეასთან ვედრება დარჩენოდა. არგონავტებმა ყოველივე ეს აღასრულეს და მგზავრობა გააგრძელეს.

ჰილასი

მშვიდ ზღვაში არგონავტები აღენთნენ შეჯიბრის სურვილით; ვინ შეძლებდა მათ შორის ყველაზე დიდიხანს ნიჩბის მოსმას. როდესაც მოსაღამოვდა, მხოლოდ ჰერაკლეს ჰქონდა ნიჩბის მოსმის ძალა შერჩენილი, მაგრამ როდესაც არგონავტები მიზიის ნაპირებს მიადგნენ ჰერაკლეს ნიჩაბი გაუტყდა. ისისნი იძელებულნი გახდნენ ნაოირზე გადასულიყვნენ, რადგანაც ჰერაკლეს უქმად ყოფნა არ უყვარდა. ადგილობრივები მათ კარგად შეხვდნენ, მაგრამ არგონავტებს ბედი ახალ ფათერაკს უმზადებდა.

ჰერალეს ლაშქრობაში ჰყავდა წამოყვანილი მშვენიერი ჭაბუკი ჰილასი, რომელსაც იგი გვერდიდან არ იშორებდა. იმ საღამოს, როდესაც ყველა ვახშმობდა, ჰილასი წყლის მოსატანად გაემართა. მან ერთ წყაროეს მიაგნო, სადაც ნიმფები ფერხულს უვლიდნენ ხოლმე. ერთ-ერთ ნიმფას ძალიან მოეწონა ჰილასი, კისერზე ხელი მოხვია და მორევში ჩაითრია. ჰილასმა მხოლოდ საშველას დაძახებაღა მოასწრო. მისი ხმა შემოესმა მის საძებნად წამოსულ პოლიფემეს, მაგრამ თვითონ რადგანაც ვერ მიაგნო, მან ყველაფერი ეს ჰერაკლეს უამბო, რომელმაც ნიჩბის გასაკეთებლად გამოსადეგარ ხეს მიაგნო და უკან ბრუნდებოდა. მთელი ღამე ამაოდ ეძებდნენ ჰერაკლეს და პოლიფემე ჰილასს.

მეორე დილით არგონავტებმა ხომალდი სასწრაფოდ შეაცურეს ზღვაში და მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ შენიშნეს, რომ მათ შორის არ იყვნენ ჰერაკლე, პოლიფემე და ჰილასი. მათ უკან დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ძეტემ და კალაისმა ისინი შეაჩერს. არგონავტების კამათი ჩააცხრო გლავკოსმაც, რომელიც წყლიდან ამოიმართა და აუწყა მათ, რომ ჰერაკლეს აიეტის სამეფოში მისვლა არ ეწერა. არგონავტები უკან აღარ დაბრუნდნენ და გზა განაგრძეს.

ამიკოსი
შემდეგ არგონავტები ბებრიკთა მხარეში შეჩერდნენ, რომელთა მეფე იყო ამიკოსი, პოსეიდონისა და ნიმფა მელიას ძე. მეფე ამიკოსი არავის აძლევდა თავისი ქვეყნის დატოვების უფლებას, თუ მას კრივში არ შეეჯიბრებოდა. მეფეს საშინელი ძალა ჰქონდა და ბევრი უცხოელი ჰყავდა მოკლული. მან არგონავტებს მისვლისთანავე აუწყა ამ წესის შესახებ. მისი გამოწვევა პოლიდევკესმა მიიღო. შერკინება სანაპიროზევე გაიმართა. თავდაპირველად ამიკოსი იგებდა, თუმცა პოლიდევკესი მას უსხლტებოდა, ბოლოს თვითონაც გადავიდა შეტევაზე, ერთი მუშტის დარტყმით მეფეს ძვლები ჩაულეწა და სიცოცხლეს გამოასალმა. განრისხებული ბებრიკები არგონავტებს დაესივნენ, მაგრამ მინიებმა ისინი დაამარცხეს. ღამით ღმერთებს მსხვერპილი შესწირეს და ნადიმი გამართეს.

პოლიდევკესის მიერ დამარცხებული ამიკოსის მოსულიერების სცენა. ლუკანური წითელფიგურიანი ჰიდრია. ძვ.წ. 420-400წწ.
ფინევსი
არგონავტებმა გზა გააგრძელს და მეორე დღეს ბითვინის მიწის პირდაპირ შეჩერდნენ, სადაც მეფობდა ფინევსი, აგენორის ძე. იმის გამო რომ მან აპოლონის მიერ მონიჭებული მისნობის ნიჭი არასწორად გამოიყენა, ღმერთების საიდუმლოებები ხალხს გაუმხილა, ის ადამიანებს შორის ყველაზე მეტად იტანჯებოდა. ღმერთებმა ის დააბრმავეს და სამუდამოდ დააბერეს. ასევე არ შეეძლო საკვების მიღება, რადგანაც ყოველ ჯერზე ჩიტები უკენკავდნენ საჭმელს და მხოლოდ ნამცეცებითღა იკვებებოდა. მას ეგონა, რომ არგონავტების სახით მხსნელები მოევლინენ. მისი დახმარება, ბორეასის ვაჟებს, კალაისს და ძეტესს შეეძლოთ და სანაცვლოდ ფინევსი დაჰპირდათ გზის დარჩენილი ნაწილის წინასწარმეტყველებას. სადილის დროს, როცა ჰარპიები მოფრინდნენ ბორეასის ფრთოსანმა ვაჟებმა ისინი განდევნეს სტროფადების კუნძულებზე. ამის შემდეგ ჰარპიები ფინევსს საკვებს აღარ ართმევდნენ. მეფემ მეზღვაურებს განსაცდელი და უბედურება უწინასწარმეტველა და აფროდიტესგან დახმარება აღუთქვა. როგორც კი ხელსაყრელი ამინდი დადგა არგონავტებმა გზა განაგრძეს.
მარიანდინები
შემდეგ არგონავტები შეჩერდნენ მარიანდინების მხარეში, რომელიც ცნობილი იყო ჰადესის მღვიმით. სწორედ ამ ღვიმით ჩავიდა ჰერაკლე ჰადესში კერბერის ამოსაყვანად. მარიანდინები ბებრიკების მტრები იყვნენ და რადგანც პოლიდევკემ მოკლა მეფე ამიკოსი, ისინი არგონავტებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით შეხვდნენ. მეფე ლიკოსმა არგონავტებს თავისი შვილის, დასკილოსი გაყოლებაც კი შესთავაზა ლაშქრობაში. თუმცა არგონავტებმა აქ მაინც დაკარგეს ორი მეგობარი: იდმონი და ტიფისი. იდმონი საშინელმა ტახმა დაგლიჯა, რომელიც იდასმა კი განგმირა შუბით, მაგრამ მეგობრის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. არგონავტების მესაჭე ტიფისი კი ავმა სენმა იმსხვერპლა. მინიები კოლხეთამდე ვერ მიაღწევდნენ, რომ არა ანკეოსი, რომელმაც ღმერთების ჩაგონებით ხომალდის მართვა იკისრა.
 „არგო“ სიმპლეგადებს შორის. კადრი სატელევიზიო სერიალიდან იასონი და არგონავტები
მარიანდინებიდან კოლხეთამდე

მარიანდენებიდან წამოსულმა არგონავტებმა გაიარეს კალიქოროსის შესართავი, მდინარე პართენიოსი და მიადგნენ სინოპეს. ამ ადგილას არგონავტებს შეხვდა სამი ძმა: დელიონი, ავტოლიკოსი და ფლოგიოსი, რომლებიც ამაძონებთან ლაშქრობისას ჩამორჩნენ ჰერაკლეს. ისინი არგონავტებს შეუერთდნენ და „არგოს “ ნიჩბებთან განთავისუფლებული სამი ადგილი დაიკავეს.

მათ გაიარეს ამაძონების მიწა, ხალიბების ქვეყანა და კუნძულ არეტიასს მიადგნენ. აქ მათ შენიშნეს სტიმფალიდები, რომელთაც ბასრი ფრთები ჰქონდათ. როდესაც ფრინველისაგან ნატყორცნმა ბასრმა ფრთამ დაჭრა ოილევსი, არგონავტებმა ამფიდამასის რჩევით ხერხს მიმართეს – თავებზე მუზარადები ჩამოიფხატეს, გემი ფარებითა და შუბებით დაფარეს და საშინელი ყვირილი იწყეს. ფრინველებმა საიმედოდ დაცულ „არგოს“ ვერაფერი დააკლეს და სხვა ქვეყნებისაკენ გაფრინდნენ. ამის შემდეგ ისინი ნაპირს მიადგნენ, სადაც შეხვდნენ ფრიქსესა და ქალკიოპეს ვაჟებს: კიტისორეს, ფრონტისს, მელასსა და არგოსს, რომელთაგანც მინიებმა შეიტყვეს, თუ რაოდენ ძნელი იყო საწმისის წამოღება, რომელსაც მუდამ დარაჯობდა უკვდავი გველეშაპი. მათგან ასევე გაიგეს, თუ რამდენად ძლიერი და მრისხანე იყო კოლხთა მეფე აიეტი. ფრიქსეს ვაჯებმა არგონავტებს დახმარება აღუთქვეს და ერთად განაგრძეს გზა. მათ ჩაუარეს ფილირისეს კუნძულს, მაკრონების, ბექირების, საპეირების, ბიძერების მიწას და კავკასიონის მთებს მიაღწიეს, სადაც პრომეთე იყო მიჯაჭვული. მათ არწივი იხილეს, რომელიც ტიტანისკენ მიფრინავდა და პრომეთეს კვნესაც შემოესმათ. მინიებმა მიაღწიეს მდინარე ფასისს, შემდეგ ხომალდი ლერწმით დაფარულ ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს.

კოლხეთში ჩასვლა

არგონავტებმა გადაწყვიტეს ხომალდზე იარაღასხმულებმა დარჩენა, ხოლო იასონი ფრიქსეს ვაჟებთან და ორ მეზღვაურთან, ტელამონთან და ავგეასთან ერთად აიეტის სასახლისაკენ გაემართა, რათა გაეგოთ დათმობდა თუ არა აიეტი ოქროს საწმისს. მათ გაიარეს კირკეიონის ველი და მალე მიაღწიეს აიეტის სასახლეს, რომელსაც გარშემო ფართო ჭიშკრებით დამშვენებული გალავანი ჰქონდა შემორტყმული. იასონი და მისი თანამგზავრები ჯერ ქალკიოპეს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ თვით აიეტსა და მის მეუღლეს. აქვე იყო მედეაც. ამასობაში ეროსმა დედის, აფროდეტესა და ჰერას დავალება შეასრულა და მედეას ისარი სტყორცნა. მედეას გულში ისრის სტყორცნით, საოცარი ვნება აღეძრა იასონისადმი. შვილიშვილებმა აიეტს უამბეს მინიელებისაგან მიღებული დახმარების შესახებ და ასევე იასონისა და არგონავტების მოსვლის მიზეზიც. აიეტი განარისხა ამ განზრახვამ, თუმცა იასონს ოქროს საწმისის მიცემა აღუთქვა, იმ შემთხვევაში, თუ ის მეფეს თავის სიმამაცესა და ძალაში დაარწმუნებდა და გააკეთებდა იმას რასაც აიეტი ზოგჯერ საკუთარი ხელით ასრულებდა ხოლმე. იასონს მიეცა ასეთი დავალება: უღელში უნდა შეება ჰეფესტოს მიერ გამუჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი ხარები და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გაერეკა, ხოდაბუნი სწრაფად მოეხნა და გველეშაპის კბილები დაეთესა. შემდეგ იქიდან ამოსული იარაღასხმული მეომრები დაემარცხებინა და ეს ყველაფერი ერთ დღეში უნდა მოესწრო. იასონი შეაშფოთა მეფის სიტყვებმა, მაგრამ უკანდასახევი გზა არ ჰქონდა. ის დანარჩენებთან დაბრუნდა, რათა დავალების შესასრულებლად მომზადებულიყო. მას ფრიქსეს შვილებიდამ მხოლოდ არგოსი გაჰყვა. არგოსმა არგონავტები გაამხვნევა. ის ქალაქში დაბრუნდა, სადაც განრისხებულ მეფე აიეტს ყრილობა ჰქონდა მოწვეული. ის უკმაყოფილო იყო თავისი შვილიშვილების საქციელით. მას ახსოვდა მამის, ჰელიოსის სიტყვები, რომ მორიდებოდა საკუთარი ნათესავებისგან მზაკვრობას. არგოსი დედას შეხვდა და სთხოვა მედეა დაეწმუნებინა, რომ ის არგონავტებს დახმარებოდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ არგოსმა დედა დაიყოლია. ქალკიოპე მედეას შეხვა, რომელმაც დას აღუთქვა, რომ ჰეკატეს ტაძარში შეხვდებოდა იასონს და გადასცემა პრომეთეს წამალს, რომელიც ადამიანს ცეცხლისა და იარაღისაგან იცავდა. ეს წამალი მზადდებოდა პრომეთეს სისხლისაგან აღმოცენებული მცენარისაგან. ქალკიოპემ ეს შვილებს აუწყა, რომელთაც თავისთავად არგონავტები დააიმედეს.
საწმისის მოპარვა
მედეა და იასონი ჰეკატეს ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. იასონი მიხვდა, რომ ქალწული ღვთის მოვლენილი გრძნობით იყო შეძრული და ალერსიანი სიტყვებით შეეცადა აეხსნა, თუ რა მნიშვნელოვანი იყო მისთვის კოლხი ასულისგან დახმარება. მედეამ გადასცა იასონს წამალი და დაარიგა თუ როგორ უნდა მოეხმარა. ქალის სილამაზემ და მისადმი გამოჩენილმა კეთილგანწყობამ მოხიბლა იასონი და მედეასადმი ძლიერი ტრფობა აღეძრა. მან პირობა მისცა კოლხ ასულს, რომ თუ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა იგი მედეას სამშობლოში წაიყვანდა და ცოლადაც შეირთავდა.
 იასონს ყლაპავს საწმისის დარაჯი ურჩხული. ათენა, ბუთი ხელში, დასახმარებლად მოევლინა მას.

იასონმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მედეამ დაარიგა. მან აიღო აიეტისაგან გველეშაპის კბილები დასათესად და შუა ღამით თაფლის ზედაშე დაუქცია ჰეკატეს. ქალღმერთმა ისმინა ვედრება. დილით ადრე წამლით დაიზილა სხეული და თავის იარაღსაც წასცხო იგი. არგონავტებმა დიდი სიჩქარით გასცურეს არგოთი არესის ველისაკენ. აქ თავი მოეყარათ კოლხებს, აიეტიც საბრძოლო აღკაზმულობით დამშვენებული თავისი ბრწყინვალე ეტლით მობრძანებულიყო. იასონმა დავალების შესასრულებლად გასწია, თვალი მოავლოხოდაბუნს, მივიდა ხარების სპილენძის უღელთან, სახნისთან და ანდამატის გუთანთან. მიწიდან ორი ცეცხლისმფრქვეველი ხარი ამოიჭრა. მათი გამონაქშენი ცეცხლი იაზონს ვერაფერს აკლებდა. მან დაიმორჩილა ისინი და უღელში შეაბა. მთელი ხოდაბუნი დაამუშვა და გველეშაპის კბილებიც დათესა. მათგან თავით ფეხებამდე შეიარაღებული გოლიათები აღმოცენდნენ. იასონმა მათ ლოდი ესროლა, ისინი კი ლოდს შემოეხვივნენ და ერთმანეთშ დაუწყეს ჟლეტა. ამით ისარგებლა იასონმა მათში გაერია და ყველა ჩახოცა. თუმცა დავალება შესრულდა, აიეტმა მაინც არ დათმო საწმისი და ახალი მზაკვრობა მოიფიქრა.

ჰერამ მედეას საოცარი შიში ჩაუნერგა გულში. იმ ღამით ის არგონავტებისაკენ გაემართა და შეატყობინა მათ, რომ მეფე მასაც და მინიებსაც მოკვლას უპირებდა. არგონავტები გარარჩენისთვის უნდა გაქცეულიყვნენ. იასონმა ზევს შეჰფიცა, რომ მედეას ცოლად შეირთავდა. ამის შემდეგ არგოსის რჩევით მედეამ იასონი არესის ველზე მიიყვანა, სადაც დიდ მუხაზე ოქროს საწმისი ეკიდა, რომელსაც საზარელი გველი იცავდა. როდესაც გველმა ისინი იხილა, მან საშინელი ხმით მთელი კოლხიდა შეძრა. გრძნეულმა მედეამ ჯადოსნური გალობითა და წამლის პკურებით გველი დააძინა. იასონმა საწმისი მოიპარა, შემდეგ ორივე არგოსკენ გაეშურნენ და მინებმა უმალვე დატოვეს იქაურობა.



 იასონი და მედეა
დევნა და დაბრუნება
აფსირტეს მკვლელობა
აიეტმა შეიტყო თუ არა ყოველივე, მაშინვე „არგოს“ დაადევნა უამრავი ხომალდი და თავდა აფსირტე, მედეას და. მინიელები ისტროსის სანაპიროს აუყვნენ და ადრიატიკის ზღვაში შესცურეს, მაგრამ არტემის ბრიგეისის კუნძულებთან მათ კოლხები წამოეწივნენ. არგონავტები შეტაკებას მოერიდნენ და კუნძულზე გადავიდნენ. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ოქროს საწმისის თავისთან დატოვება, ხოლო მედეა კი იქვე არტემიდას ტაძარში უნდა გადაეყვანათ და რომელიმე იქვემდებარე ქვეყნის მეფეს უნდა გადაეწყვიტა მისი ბედი. მედეამ ეს გაიგო და ისევ ვერაგობას მიმართა. მან საკუთარი ძმა დაარწმუნა, თითქოს არგონავტებმა ძალით გაიტაცეს და მასთან მარტოდმარტო სურდა საუბარი. აფსირტე მოტყუვდა და დასთან მარტო მივიდა, მაგრამ იქ იგი იასონმა მოკლა. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებს არგონავტები მარტივად გაუსწორდნენ და გზა განაგრძეს, ხოლო გადარჩენილმა კოლხებმა კი აიეტის შიშით უკან დაბრუნება ვერ გაბედეს და იქვე დასახლდნენ.
ისტროსიდან ფეაკებამდე

არგონავტებმა მიაღწიეს კუნძულს ელექტრისს, საიდანაც მშვიდობიანად გასცდნენ ზღვაში ამოზიდულ მრავლარიცხოვან კუნძულებს. ჰილეელების დახმარებით მათ ჩაუარეს ლიბირნიდის კუნძულებს, კერკირას, მელიტეს, კეროსოსს და ნიმფაეს. მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ ისინი ელექტრისის კუნძულზე დააბრუნა და ათენას მიერ გემზე ჩარჭობილი მეტყველი მორის საშუალებით გმირებს აუწყა, რომ ისინი სამუდამოდ ზღვაში იხეტიალებდნენ თუ კირკე არ განწმენდდა იასონსა და მედეას აფსირტეს მკვლელობისაგან. მინიელები მდინარე ერიდამოსის შესართვისკენ გაემართნენ და მის ერთ-ერთ ტოტში შესცურეს, რომელიც ოკეანოსის უბისაკენ მიედინებოდა, მაგრამ არგონავტები ჰერამ იხსნა, უკან დააბრუნა და ის გზაც ასწავლა, რომლითაც შინ უნდა დაბრუნებულიყვნენ. არგონავტებმა, ჰერას დახმარებით, ჩაუარეს კელტებს, ლიგიებს, სტოიქადების კუნძულებს და გადავიდნენ კუნძულ ეთალიდეზე, საიდანაც ავსონიის ზღვის ტალღებში შესცურეს და მიადგნენ აიას განთქმულ ნავსადგურს, სადაც აიეტის და კირკე მეფობდა. გმირები „არგოსთან“ დარჩნენ, მხოლოდ იასონი და მედეა გაემართნენ კირკეს სასახლისკენ. კირკემ შეიცნო, რომ მის წინ საზარელი მკვლელობის ჩამდენნი იდგნენ, მაგრამ ზევსის შიშით მაინც ჩაატარა განწმენდის რიტუალი. შემდეგ დაწვირლებით დაუწყო ვინაობის გამოკითხვა. მედეამ მამიდას კოლხურ ენაზე ყველაფერი მოუყვა, აფსირტეს მკვლელობა გარდა. ეს არ გამოპარვია კირკეს, მაგრამ ძმისშვილი შეებრალა და ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე გაუშვა.

 არგონავტების ლაშქრობის მარშრუტი

ჰერამ ზეციური ღმერთები დაარწმუნა, რომ არგონავტებს დახმარებოდნენ. თეტისმა ქალღმერთის დავალებით, სხვებისაგან შეუმჩნევლად გააფრთხილა პელევსი, რომ აიას სასწრაფოდ გასცლოდა. არგონავტებიც ასე მოიქცნენ, გზა განაგრძეს და მიადგნენ კუნძულს, სადაც სირინოზები ცხოვრობდნენ. ისინი თავიანთი ჯადოსნური ხმით აჯადოებდნენ და ღუპავდნენ ყველა მეზღვაურს. ახლაც წამოიწყეს სიმღერა, მაგრამ მხოლოდ ბუტე მოაჯადოვეს, რომელიც ზღვაში გადაეშვა. აფროდიტემ შეიბრალა გმირი, ზღვიდან აიტაცა და იქვე ლილიბეას კონცხზე დაასახლა. დანარჩენი არგონავტები კი ორფევსმა გადაარჩინა, რომელმაც თავისი სიმღერით ჩაახშო სირინოზების ხმა.

არგონავტებმა ნერეიდების დახმარებით გაიარეს სკილას სალი კლდე, ჩაუარეს თრინაკიას და მიადგნენ ფეაკთა კუნძულს, სადაც მეფობდა ალკინოოსი. ალკინოოსმა მინიელები კარგად მიიღო, მაგრამ ამ დროს კუნძულს კოლხთა არმია მიადგა, რომელიც მედეას დაბრუნებას ითხოვდა. ფეაკთა მეფემ გადაწყვიტა, რომ მედეას იმ შემთხვევაში დაუბრუნებდა კოლხებს, თუკი იგი ქალწული აღმოჩნდებოდა, ხოლო თუკი უკვე ექნებოდა იასონთან გაზიარებული საწოლი, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ მოაცილებდა ქმარს. არგონავტებმა ეს წინასწარ გაიგეს და იმ ღამესვა შეასრულეს საქორწინო რიტუალი. ალკინოოსმა პირობა შეასრულა და მედეა მინიელებთან დატოვა. კოლხებმა კი უკან გაბრუნება ვერ გაბედეს და ფეაკთა კუნძულს შეაფარეს თავი.

საბერძნეთში დაბრუნება
„არგო“ პელოპონესს მიუახლოვდა, მაგრამ ძლიერი ქარიშხლის გამო ლიბიის ზღვით სირტისის უბეში აღმოჩნდნენ, საიდანაც გემები უკან ვერ ბრუნდებოდნენ. სასოწარკვეთილებაში ჩაგდებული მინიელები ლიბიის მფარველმა ღმერთებმა შეიწყალეს და იასონს აუწყეს:
«წამოაყენე შენი მეგობრები! როგორც კი გამოხსნის ამფიტრიტე პოსეიდონის მალ ეტლს, მაშინ თქვენს დედას, რომელმაც დიდხანს გატარათ მუცლით, მისი ღვაწლის სამაგიერო გადაუხადეთ და ღვთაებრივ ელადაშიც დაბრუნდებით»

იასონმა ვერაფერი გაიგო, ამიტომ ყველაფერი თავის მეგობრებს მოუყვა. უეცრად ზღვიდან ცხენი ამოხტა და ქარივით მალი ფეხებით გაჭენდა. დაინახა თუ არა ეს პელევსმა, მიხვდა, რომ მათი დედა „არგო“ იყო, რომელმაც დიდი ხნის მანძილზე ატარა მუცლით. არგონავტებმა გემი ასწიეს და თორმეტი დღის განმავლობაში ატარეს ტრიტონის ტბამდე. აქ მათ ორი მეგობარი დაკარგეს: კანთოსი მოკლა კეფავროსმა, ვისი ფარის გატაცებაც უნდოდა გმირს და მოპსოსი, რომელიც ლიბიური გველის ნაკბენისაგან გარდაიცვალა. აქ მინიელებს გამოეცხადათ ღმერთი ტრიტონი, რომელმაც გმირებს გადასცა მიწის ბელტი და სამშობლოში დასაბრუნებელი გზა მიასწავლა. შემდეგ ისინი კრეტას მიადგნენ, მაგრამ ნაპირზე გადასვლა ვერ მოახერხეს, რადგანაც სპილენძის ბუმბერაზმა ტალოსმა ხომალდს ლოდები დაუშინა. აქაც მედეამ იხსნა არგონავტები. მან მოაჯადოვა ტალოსი, რომელმაც ლოდის წვერს ქუსლი წამოსდო და სისხლისგან დაიცალა. არგონავტები კვლავ ზღვაში გავიდნენ. მათ ევფემეს სიზმრის თანახმად, ზღვაში ტრიტონისაგან ნაჩუქარი ბელტი ისროლეს, საიდანაც შემდეგ კუნძული წამოიმართა. გმირებმა აქედან მიაღწიეს ეგინის ნაპირებს, ხოლო შემდეგ პაგასის ნაპირებამდე ისე იმგზავრეს, რომ გზად არანაირი ხიფათი არ შეხვედრიათ.

 სამი არგონავტის თათბირი „არგოსთან“ კრეტის სანაპიროზე. წითელფიგურიანი კრატერის დეტალი.
პელიასის აღსასრული
თესალიაში არ ეგონათ არგონავტები თუ დაბრუნდებოდნენ. ამით გათამამებულმა პელიასმა ტახტის ყველა მოცილე თავიდან მოიშორა. მან მოკლა იასონის უმცროსი ძმა პრომაქოსი, ხოლო მშობლებს აიძულა რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინათ. იასონი იოლკოსს, რომ მიადგა ეს ამბავი გაიგო და შურისძიება გადაწყვიტა. არგონავტებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა საშობლოში დაბრუნდებოდა და შემდეგ ერთიანი ძალებით შეუტევდნენ პელიასს. მაგრამ მედეას სულ სხვა გეგმა ჰქონდა, რაც არგონავტებმა მოიწონეს. მედეამ არტემიდეს ქანდაკებაში წამლები ჩამალა და შემდეგ რაღაც საშუალებით თავი დაიბერა. ასე შევიდა მედეა პელიასის ქალაქში და თვით სასახლეშიც. მან მეფე დაარწმუნა, რომ განზრახული ჰქონდა მისი სრული გაახალგაზრდევება. პელიასის ქალიშვილების დასარწმუნებლად, მან ჩამოირეცხა ის წამლები, რომლებიც მოხუცის იერს აძლევდნენ. მედეამ პელიასი დაარწმუნა, თავისი ასულებისთვის ებრძანებინა, რომ მისი ყველა მითითება შეესრულებინათ. დაღამებისას, როდესაც პელიასი დასაძინებლად წავიდა, მედეამ ქალიშვილები დაარწმუნა მეფე უნდა მოვხარშოთო. მათი ეჭვის გასაფანტად, ერთი ბებერე ცხვარი ასო-ასოდ დაჭრა და მოხარშა. შემდეგ კი წამლების დახმარებით, ქვაბიდან კრავის სახება ამოიყვანა. პელიადები დარწმუნდნენ და დაიწყეს მახვილით მამის დაკვლა. მხოლოდ ალკეტისმა ვერ აღმართა მამაზე ხელი. პელიასის სიკვდილის შემდეგ, მედეამ არგონავტებს ნიშანი მისცა. მათაც არ დააყოვნეს და ქალაქში შემოიჭრნენ. იასონმა ლმობიერი მოპყრობა აღუთქვა მეფის სანათესაოს და ტახტი პელიასის ვაჟს აკასტოსს გადასცა. ხომალდი „არგო“ იასონმა ღმერთ პოსეიდონს უძღვნა, ხოლო ოქროს საწმისი ზევსის ტაძარში დაკიდა. თვითონ კი მედეასთან ერთად კორინთოში გადასახლდა.

 იასონს პელიასისთვის მიაქვს ოქროს საწმისი, აპულიური წითელი თიხის კრატერი, ძვ.წ. 340, ლუვრი

არგონავტები ლიტერატურაში

  • უილიამ მორისის „იასონის სიცოცხლე და სიკვდილი“(1867)
  • რობერტ გრეივზის „ჰერაკლე, ჩემი მეგობარი“(1945)
  • რობერტ გრეივზის „ბერძნული მითები“
  • ჯონ გარდნერის „იასონი და მედეა“
  • გაიუს ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“
  • აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“

კოლხური კულტურა

კოლხური კულტურა, გვიანდელი ბრინჯაოს — ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის I ნახევარი), არქეოლოგიური კულტურა. გავრცელებულია ძვ. კოლხებისა და სხვა დასავლეთის ქართული ტომების (სასპერები, ტიბარენები, მაკრონები, მოსხები, მოსინიკები და სხვა) მიწა-წყალზე (დასავლეთი საქართველო, მტკვრისა და ჭოროხის წყალგამყოფი მთიანეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი და ქ. ორდუმდე). უმთავრესად ცნობილია მაღალგანვითარებული ბრინჯაოს წარმოებით და მხატვრული ხელოსნობით. აღმოჩენილია სპილენძ-ბრინჯაოს ნაკეთობათა მრავალრიცხოვანი ე. წ. მდნობელთა და ლითონის ნივთიერებით მოვაჭრეთა განძები, სამარხეული ინვენტარი და მრავალი შემთხვევითი მონაპოვარი.

სამაროვნები შესწავლილია აფხაზეთის სანაპიროზე: ეშერის, კიურდერეს, პრიმორსკოეს ქვევრსამარხ-ოსუარიუმები, მეგუძირხვის და ყულანურხვის ორმოსამარხები (მ. თრაფში), სოხუმის მთის კომპლექსები (ა. კალანდაძე), რაჭაში ბრილის ორმოსამარხები, ქვაყუთები და თავისებური კრემაციული კოლექტიური სამარხები (გ. გობეჯიშვილი). კოლხეთის დაბლობზე (პალურის, მუხურჩის, ნიგვზიანის, გორაძირის) კოლექტიური სამაროვნები მეორადი დაკრძალვით (ან კრემაციით) და სხვა. კოლექტიური სამარხები განეკუთვნება კოლხური კულტურის ბოლო საფეხურს (ძვ. წ. VIII-VI სს.). მათში კოლხური ბრინჯაოს გვერდით მრავლადაა იმპორტული ნივთები, რაც კოლხეთის ფართო საგარეო ვაჭრობაზე მიუთითებს. ამ დროს საგრძნობლად მატულობს რკინის საბრძოლო და სამეურნეო იარაღის დამზადება. კოლხეთში გვიან ხანამდე რკინასთან ერთად ბრინჯაოს არსებობა აიხსნება ბრინჯაოს ინდუსტრიის ღრმა ტრადიციებითა და ფერად ლითონთა მდიდარი საბადოების სიმრავლით. სპილენძის მადნის ძვ. გამონამუშევრები შესწავლილია რაჭაში (გ. გობეჯიშვილი), მიკვლეულია აფხაზეთში, სვანეთში, აჭარაში. სამოსახლო ბორცვები და ნასოფლარები ცნობილია კოლხეთის დაბლობზე. დიხაგუძუბა (ა. ჟანტურია, ნ. ხოშტარია), ნაოხვამუ (გ. ნიორაძე), დაბლაგომი (ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია), ნოსირი (დ. ქორიძე), ჭალადიდი, მუხურჩა, ნამჭედური და სხვა. მათი ზოგიერთი ფენა კოლხური კულტურის საფეხურს განეკუთვნება, შეიცავს ძალურ და თიხალესილ ნაგებობათა ნაშთებს, კერამიკას, ქვისა და ძვლის სამეურნეო იარაღსა და ხელსაწყოს, ცხოველთა ძვლებს და სხვა. ნაწარმთა ნარჩენებს, განძებისა და სამარხებისათვის დამახასიათებელი ნივთები ნამოსახლარებში იშვიათია, სამარხებში კი მცირეა ნამოსახლარისათვის ტიპური ჭურჭელი.

კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელია კოლხური ცულები, თოხები, სეგმენტური იარაღი, წალდები, ნამგლები, მოკლე შუბისპირები, ე. წ. ალისებური და მოგრძო ფოთლისებური სატევრისპირები, გორდაპირიანი და კოტებიანი ბრტყელი ცულები, მშვილდ-საკინძები, აბზინდები, სარტყლები, სამაჯურები, საკისრე, საწვივე და მასიური რგოლები, საკიდები, სიტულის ტიპის ჭურჭელი, სტატუეტები, ჩამოსასხმელი ყალიბები და სხვა. ნაკეთობანი ხშირად შემკულია გრაფიკული მოხატულობით, ზოგჯერ კი კოლხების რელიგიურ-იდეოლოგიური წამოდგენების გამომხატველი სკულპტურული გამოსახულებით. ნამოსახლარებზე აღმოჩენილია შავი, მონაცისფრო და მოწითალო თიხის ჭურჭელი. გვიანდელი ხანის ფენებსა და სამარხებში ჩნდება ყურმილიანი ხელადები, მაღალფეხიანი და ვიწროძირიანი სასმისები და სხვა.

კოლხური კულტურას გენეტიკური კავშირი აქვს წინა და მომდევნო ხანის კულტურებთან, ამიტომ, ფართო გაგებით, იგი მოიცავს უფრო დიდ პერიოდს, ვიდრე მხოლოდ კოლხური ბრინჯაოს აყვავების ხანაა. კულტურის ლოკალურ თავისებურებათა მიხედვით გამოიყოფა მსხვილი მეტალურგიური ცენტრები: აფხაზეთი, ჭოროხის აუზი, კოლხეთის დაბლობი (რიონის ჩრდილოეთით), კოლხეთის ბაღის აღმოსავლეთი (რიონის შუაწელის აუზი) და ყვირილის აუზი. არსებობს უფრო ვიწრო საწარმოო რაიონებად დაყოფის ცდაც. სამიწათმოქმედო იარაღის სიჭარბე ბარის რაიონებში გამოხატავს ამ რაიონთა მეურნეობის სპეციფიკას. კოლხური და მისი თანადროული აღმოსავლეთი ქართული კულტურა შეხვედრის ოლქებია მესხეთი და შიდა ქართლი, სადაც განძებსა და სამარხებში გვხვდება შერეული კომპლექსები. კოლხური ბრინჯაოს ცალკეული ნიმუშები აღმოჩნდა უფრო შორსაც (აღმოსავლეთი საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთი კავკასია, უკრაინაკ, ცენტრალური ანატოლია). კოლხური კულტურას უკავშირდება ყობანყური კულტურა.

ლიტერატურა 

  • კალანდაძე ა., სოხუმის მთის არქეოლოგიური ძეგლები, სოხ., 1953;
  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • ქორიძე დ., კოლხური კულტურის ისტორიისათვის, თბ., 1965;
  • ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16B;
  • Иессен А. А., К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, «Известия Гос. академии истории материальной культуры», 1935, в. 120;
  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 1-2, Тб., 1949-1950;
  • Лукин А. Л., Материалы по археологии Бзыбской Абхазии, «Труды Ордела истории первобытной культуры Гос. Эрмитажа», 1941, т. 1;
  • Техов Б. З., Очерки древней истории и археологии Юго-Осетии, Тб., 1970;
  • Трапш М. М., Памятники колхидской культур в селе Куланурхва Абхазской АССР, Сух., 1962;
  • გოგაძე ვ., ქსე. ტ. 5, გვ. 597-598, თბ., 1980
ჭალადიდის არქეოლოგიური ძეგლები

ჭალადიდის არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროის (ძვ. წ. II ათასწლ. ნახ. დასასრულის, ძვ. წ. VII ს., ძვ. წ. VI-IV სს., ძვ. წ. III-II სს., ფეოდალური ხანის) არქეოლოგიური ძეგლები ქვემო ჭალადიდის თემის ტერიტორიაზე, საბაჟოში (ხობის რაიონი). არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობდა 1961 წლიდან (ხელმძღვანელი თ. მიქელაძე).

აღმოჩენილია ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის 3 ფენა, ასევე ადრინდელი რკინის ხანის კულტურის ფენები, კოლხეთისათვის დამახასიათებელი ადგილობრივი და იმპორტული ნივთები, შუა საუკუნეების მასიური ქვევრები და სხვ.


----------------------------------------------------------

კოლხური ცული

კოლხური ცული, გვიანდელი ბრინჯაოსა და რკინის ხანის (ძვ. წ. XV-VI სს.) კოლხური კულტურის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრული ბრინჯაოს იარაღი, რომელსაც ექვსწახნაგა ტანი და წვეტიან-ოვალური სატარე ხვრელი აქვს. კოლხური ცულის ტიპოლოგიური კლასიფიკაცია მოცემული აქვთ რ. ვირხოვს, ე. შანტრს, პრასკოვია უვაროვას, ფ. პანჩარს, ოთარ ჯაფარიძეს, ე. კრუპნოვს, დ. ქორიძეს და ბ. ტეხოვს.

კოლხური ცული უნივერსალური იარაღი იყო. იყენებდნენ როგორც სამეურნეო ცხოვრებაში, ისე საომრად. გრაფიკული დეკორით შემკულ ცულებს საომარი და საკულტო დანიშნულება ჰქონდა. კოლხურმა ცულმა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა განვლო. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნაზე იგი საბოლოოდ ჩამოყალიბდა და არსებითად არ შეცვლილა. კოლხური ცული გვხვდება სამარხებში (თლი, ყობანი, პალური, მუხურჩა, ყულანურხვა, ოჟორა), განძებში (ორდუ, ბიჭვინთა, ლიხნი, ოყურეში და სხვა). სულ 100-ზე მეტი განძია. ნაწილი შემთხვევითაა აღმოჩენილი. ყველაზე ადრეული კოლხური ცულის შემცველი განძებია ურეკის, პილენკოვოს, ბიჭვინთის, გაგრის ერგესი, მახუნცეთისა და სხვა. ძვ. წ. IX საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება გრაფიკული დეკორით შემკული საომარი საკულტო კოლხური ცულებიც. დეკორი პლასტიკური ფორმასთან ორგანულადაა შერწყმული. სხვადასხვა ზომის წახნაგზე დეკორი სიმეტრიულადაა განაწილებული და ერთ მთლიან კომპოზიციად აღიქმება. გამოსახულია ირემი, ცხენი, ძაღლი, გველი, თევზე, ბაყაყი, ფრინველი, სვასტიკა, ჯვარი, ვარსკვლავი და სხვა. ყიუს თავზე ზოგჯერ მოთავსებულია სკულპტურული გამოსახულება. კოლხური ცულის გრაფიკულ დეკორში ასახულია უძველესი ქართული რელიგიური და მითოლოგიური წარმოდგენები.

გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად აღმოჩნდა 1869 წელს ყობანში (ჩრდილოეთი ოსეთი). აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყობანური ცული, ხოლო შესაბამის კულტურას - ყობანური კულტურა. შემდეგ წლებში დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკვლეულია კოლხური ცულის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV-VI სს.), მ. შ. ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც. აღსანიშნავია, რომ კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი (თაგილონის განძი, თელოვნის განძი), 30-იან წლებში მას კოლხური ცული უწოდეს. დაადგინეს (ბ. კუფტინი, ო, ჯაფარიძე, დ. ქორიძე, თ. მიქელაძე), რომ ამ ცულების სამშობლო კოლხეთია.













ქრონოლოგია

Отправлено 20 янв. 2010 г., 5:24 пользователем Davit Chumburidze   [ обновлено 20 янв. 2010 г., 5:48 ]

საქართველოს ისტორიის ძირითადი მოვლენები 

  • 30-28 მლნ. წ. წინ — გაჩნდა კავკასიის ყელი
  • 2.5 მლნ. წ. წინ — წარმოიშვა ადამიანი
  • I მლნ. წ.-35 ათასი წლის წინ — ქვედა/ადრეული/პალეოლითი
  • 35-12 ათასი წწ. — ზედა/გვიანდელი/პალეოლითი. გვაროვნული საზოგადოების ჩამოყალიბება.
  • 12-8 ათასი წწ. — ზემოლითი/შუა ქვის ხანა/
  • 8-6 ათასი წწ. — ნეოლითი/ახალი ქვის ხანა/
  • 6-4 ათასი წწ. — ენეოლითი/სპილენძ-ქვის ხანა/

ძველი წელთაღრიცხვით (ქრისტეს შობამდე) 

  • IV ათასწ. ბოლო. — III ათასწ. I ნახ. — ადრეული ბრინჯაოს ხანა
  • III ათასწ.2 ნახ. — II ათასწ. I ნახ. — შუა ბრინჯაოს ხანა
  • II ათასწ.2ნახ. — I ათასწ. დასაწყისი — გვიანი ბრინჯაოს ხანა
  • XII—VIII ს. ს. — დიაოხის ადრეკლასობრივი სახელმწიფო
  • XI—VIII ს. ს. — კოლხად ადრეკლასობრივი სახელმწიფო
  • VIII ს. ბოლო — კიმერიელთა ლაშქრობა ამიერკავკასიაში
  • VIII ს. მიწურული — სკვითების ლაშქრობა ამიერკავკასიაში
  • VIII ს. — დაარსდა ქ. რომი (752 წ.)
  • 590 — ურარტუს დაცემა
  • 509 — მეფობის გაუქმება რომში
  • 356—323 — ალექსანდრე მაკედონელი
  • III ს. — აპოლონიოს როდოსელი, ბერძენი პოეტი
  • 190 — რომაელებმა დაამარცხეს სელევკიდები
  • 111-63 — მითრიდატე მე-6 პონტოელი /ევპატორი/
  • 65 — პომპეუსის ლაშქრობა
  • 64-ახ. წ.20 — ბერძენი გეოგრაფი და ისტორიკოსი სტრაბონი

ახალი წელთაღრიცხვით (ქრისტეს შობით)

  • 63 — ზავი რომსა და პართიას შორის/იმპერათორი ნერონი 54-68/
  • 69 — ანიკეტის აჯანყება/იმპერატორი ვერპასიაანე 69-79/
  • 128 — ფარსმან II რომის იმპერატორმა ადრიანემ/117-138/მიიწვია
  • 138—139 — ფარსმან II-ს სტუმრობა რომში/იმპერატორი ანტონინე პიუსი — „ღვთისმოსავი“/138-141/
  • 325 — ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრება
  • 337 — ქართლის მეფე მირიან III ქრისტიანობას აცხადებს სახელმწიფო რელიგიად
  • IV ს. ბოლო — თბილისში ჯდებს სასანიანთა ირანის მოხელე მარზპანი
  • 428 — რანელები აუქმებენ მეფობას სომხეთში
  • 451 — ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება — იკრძალება მონოფიზიტობა
  • 459—484 — ირანის შაჰი პეროზი
  • 483—484 — ქართველ-სომეხთა აჯანყება ირანის წინააღმდეგ
  • 479—493 — ბოლნისის სიონის მშენებლობა
  • 488—531 — ირანის შაჰი კავადი
  • 523 — გურგენის აჯანყება ქართლში ირანის წინააღმდეგ/იმპ. იუსტინე 518—527/
  • 532 — „საუკუნო ზავი“ ბიზანტია-ირანს შორის
  • 535 — მეფობის გაუქმება ქართლში
  • 542—562 — „დიდი ომიანობა“ ეგრისში
  • 550 — ბიზანტიელები ამარცხებენ აბაზგებს
  • 554 — მეფე გუბაზის მკვლელობა მდინარე ხობისწყალთან
  • 555 — ბიზანტიელთა მიერ მისიმიელთა დამარცხება
  • 562 — ირანელთა განდევნა ეგრისიდან
  • VI ს.70-იანი წლები — აჯანყება ქართლში ირანის წინააღმდეგ
  • 591 — ქართლის განთავისუფლება ირანელთა ბატონობისაგან
  • 608 — საეკლესიო განხეთქილება ქართველ-სომეხთა შორის
  • 610—641 — ბიზანტიის იმპერატორი ჰერაკლე
  • 627 — ხაზარ-ბიზანტიელთა პირველი ლაშქრობა თბილისზე
  • 628 — ხაზარ-ბიზანტიელთა მეორე ლაშქრომა, თბილისის დაცემა
  • 630 — ისლამის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არაბეთში
  • 632 — მუჰამედის გარდაცვალება (დ. 570 წ.)
  • 642 — არაბთა გამოჩენა ამიერკავკასიაში
  • 654 — არაბები ამარცხებენ ბიზანტიელებს სომხეთში
  • 686 — ქართველები ნერსე I-ის მეთაურობით ამარცხებენ ქ. დვინთან არაბთა სარდალს ბარაბას
  • 697 — ეგრისის მართველის სერგი ბარნუკის ძის აკანყება ბიზანტიელთა წინააღმდეგ არაბთა სასარგებლოდ
  • VIII ს.20-იანი წწ. — „დაცვის სიგელის“ პირობების აღდგენა
  • 735—737 — მურვან იბნ-მუჰამედის /მურმან ყრუს/ ლაშქრობა საქართველოში
  • 786 8 იანვარი — აბო თბილელის წამება
  • 846—837 — აჯანყება ალბანეთში არაბთა წინააღმდეგ ბაბექის მეთაურობით
  • 853 5 აგვისტო — ბუღა-თურქის მიერ თბილისის აოხრება და ამირა საჰაკის სიკვდილით დასჯა
  • 853 26 აგვისტოს — სარდალ ზირაქის მიერ კოსტანტი-კახის და მისი ძის თარხუჯის დატყვევება
  • 914 — აბულ-კასიმის ლაშქრობა
  • 914 17 იანვარი მიქელ-გობრონის წამება
  • 951—961 — ოშკის ტაძრის მშენებლობა
  • IX ს. — არაბი ისტორიკოსი ტაბარი
  • X ს. — არაბი გეოგრაფი და მოგზაური იბნ-ჰაუქალი
  • 979 — ბარდა სკლიაროსის აჯანყება ბიზანტიაში
  • 1010—1029 — სვეტიცხოვლის მშენებლობა
  • 1014 — ერთიან საქართველოს გამოეყო ჰერეთ-კახეთი
  • 1016 — გიორგი I იბრუნებს ტაოს
  • 1023 — ზავი ბიზანტია-საქართველოს შორის
  • 1030 — ბაგრატ IV-ს დედის მარიამის ბიზანტიას, ბაგრატს ცოლად რთავენ იმპერატორ რომანოზ III-ს ძმიშვილს ელენეს, რომელიც იმავე წელს გარდაიცვალა
  • 1031 — ბაგრატ IV ცოლად ირთავს ოვსთა მეფის ასულს ბორენას

საქართველოს ხელისუფალნი

იბერია-ქართლის მეფეები 

ეგრის-აფხაზეთის (ლაზიკის) მეფეები

  • II ს. შუა წლები — ბაკური
  • 455—510 — გუბაზ I
  • 510—530 — წათე I გუბაზის ძე
  • 530—554 — გუბაზ II წათეს ძე
  • 554-? — წათე II
  • 755—800 — ლეონII, ლეონ I-ის ძმისწული
  • 800—825 — თეოდოსი I, ლეონის ძე, აშოტ I-ის სიძე
  • 825—861- დემეთრე II ლეონის ძე
  • 861—868 — გიორგი I ლეონის ძე
  • 864—880 — იოვანე შავლიანი
  • 880—887 — ადარნესე იოვანეს ძე შავლიანი
  • 887—893 — ბაგრატ დემეტრე II-ს ძე
  • 893—922 — კონსტანტინე ბაგრატის ძე
  • 922—957 — გიორგი II
  • 957—967 — ლეონ III
  • 967—975 — დემეტრე III
  • 975—978 — თეოდოსიე II „უსინათლო“

ქართლის ერისმთავარნი

  • 575—600 — გუარამ ბაგრატიონი
  • 600—627 — სტეფანოზ I
  • 628—639 — ადარნესე
  • 639—663 — სტეფანოზ II ადარნესეს ძე
  • VII ს.80-90 -იანი წლები — ნერსე I
  • VIII ს.30-40-იანი წლები — სტეფანოზ III
  • VIII ს.40-იანი წლები — მირი, სტეპანოზის ძე
  • VIII ს.40-60-იანი წლები — არჩილი, სტეფანოზის ძე
  • VIII ს.60-იანი წლები — ჯუანშერ არჩილის ძე VIII ს
  • VIII ს.70-იანი წლები — ნერსე II
  • 776—786 — სტეფანოზ IV
  • 786—813 — აშოტ I დიდი

კახეთის ქორიკოზები (ქორეპისკოპოსები) 

  • 787—827 — გრიგოლი
  • 827—839 — ვაჩე / დაჩე /
  • 839—861 — სამოელ დონაური
  • 861—881 — გაბრიელ დონაური
  • 881—893 — ფალდა I არევმანელი
  • 893—918 — კვირიკე I
  • 918—929 — ფალანდა II კვირიკეს ძე
  • 929—976 — კვირიკე II
  • 976—1010 — დავითი
  • 1010—1029 — კვირიკე III დავითის ძე
  • 1029—1058 — გაგიკ
  • 1058—1084 — აღსართან I გაგიკის ძე
  • 1084—1102 — კვირიკე IV
  • 1102—1103 — აღსართან II

ტაო-კლარჯეთის ანუ ქართველთა სამეფოს მეფეები 

  • 813—826 — აშოტ I დიდი კურაპალატი
  • 826—876 — ბაგრატ I კურაპალატი, აშოტის შუათანა ძე
  • 876—881 — დავით I, კურაპალატი, ბაგრატის ძე
  • 881—891 — გურგენ I, კურაპალატი, აშოტის უფროსი ვაჟის — ადარნესეს ძე / კლარჯეთის შტო/
  • 888—923 — ადარნესე II, ქარტველთა მეფე, კურაპალატი, დავით I-ის ძე
  • 923—937 — დავით II, ქართველთა მეფე, მაგისტროსი, ადარნესეს ძე
  • 937—945 — ბაგრატ II, მაგისტროსი, იგივე ბაგრათ I ქართველთა მეფე
  • 937—994 — ბაგრატ III, იგივე ბაგრატ II „რეგვენი“, ქარტველთა მეფე, ადარნესე II-ს უმცროსი ვაჟის სუმბატის ძე
  • 958—961 — ადარნესე III, კურაპალატი, ტაო-კლარჯეთის მეფე, ბაგრატის ძე
  • 978—1101 — დავით III დიდი, კურაპალატი, ადარნესეს უმცროსი ძე
  • 994—1008 — გურგენ მეფეთა-მეფე, ბაგრატ III-ს უმცროსი ძე

ერთიანი საქართველოს მეფეები 

კახეთის მეფეები 

ალექსანდრე I – 1476–1511 გიორგი II (ავგიორგი) – 1511–1513 ლევანი – 1520–1574 ალექსანდრე II – 1574–1605 დავით I – 1601–1602 თეიმურაზ I – 1606–1648 დავით ბატონიშვილი ერეკლე I ქართლის მეფე – 1703–1709 დავით II – 1703–1722 კონსტანტინე II – 1722–1733 თეიმურაზ II ქართლის მეფე – 1744–1762 ერეკლე II კახეთში – 1744–1762, ქართლ–კახ. – 1762–1798

ქართლის მეფეები 

ქართლ-კახეთის მეფეები 

  • 1762—1798 — ერეკლე II, თეიმურაზ II-ს ძე
  • 1798—1800 — გიორგი XII, ერეკლეს ძე
  • 1800—1801 — დავითი, გამგებელი, გიორგი XII-ს ძე

იმერეთის მეფეები

სამცხის მეფეები 

სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები 

  • გარდ. 1323 — გიორგი ბედანის ძე
  • 1323-? — მამია I დადიანი
  • 1386—1396 — ვამეყ I გიორგის ძე
  • 1397-? — მამია II ვამეყის ძე
  • ?-1470 — ლიპარტ I ბედიანი
  • 1470—1474 — შემადავლე
  • 1474—1482 — ვამეყ II
  • 1482—1512 — ლიპარიტ II
  • 1512—1532 — მამია III
  • 1532—1572 — მევან I
  • 1572—1590 — მამია IV
  • 1590—1610 — მანუჩარ I
  • 1610—1657 — ლევან II დიდი
  • 1657—1658 — ლიპარტ III
  • 1658—1661 - ვამეყ III
  • 1661—1680 — ლევან III
  • 1680—1683 — კაცია ჩიქვანი, მმართველი
  • 1683—1694 — ლევან IV
  • 1694—1704 — გიორგი კაციას ძე, მმართველი
  • 1704—1710 — კაცია I გიორგის ძე
  • 1710—1715 — კაცია ჩიქვანი, მმართველი
  • 1715—1758 — ბეჟან გიორგის ძე
  • 1758—1788 — ოტია ბეჟანის ძე
  • 1788—1804 — გრიგოლ კაციას ძე
  • 1804—1840 — ლევან V კაციას ძე
  • 1840—1853 — დავით ლევანის ძე
  • 1853—1867 — ნიკო დავითის ძე

წმინდანად შერაცხული ბაგრატიონები 

  • აშოტ დიდი კურაპალატი — ქართლის ერისმთავარი 786—813 წლებში.
ტაო-კლარქეთის მეფე 813—826 წლებში.
მოსახსენებელი დღე 2 თებერვალი (ახ. სტ.)
  • დავით IV აღმაშენებელი — საქართველოს მეფე 1089—1125 წლებში.
მოსახსენებელი დღე 8 თებერვალი (ახ. სტ.)
  • თამარი — საქართველოს მეფე 1184—1213 წლებში.
მოსახსენებელი დღე 14 მაისი (ახ. სტ.)
  • დემეტრე II თავდადებული — აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1270—1289 წლებში.
მოსახსენებელი დღე 25 მარტი (ახ. სტ.)
  • ლუარსაბ II — ქართლის მეფე 1606—1614 წლებში.
მოსახსენებელი დღე 4 ივლისი (ახ. სტ.)
  • ქეტევან წამებული — ბაგრატიონი, კახეთის მეფის დავით I-ის მეუღლე,
თეიმურაზ I-ის დედა, ასული აშოთან მუხრან-ბატონისა.
მოსახსენებელი დღე 26 სექტემბერი (ახ. სტ.)

საქართველოს ეკლესიის მეთაურები 

მთავარეპისკოპოსები 

  • 337—363 — იოანე I
  • 363—375 — იაკობი
  • 375—390 — იობი
  • 390—400 — ელია
  • 400—410 — სვიმონ I
  • 410—425 — მოსე
  • 425—429 — იონა
  • 429—433 — იერემია
  • 434 — გროგოლ I
  • 434—436 — ბასილი I
  • 436—448 — მობიდანი
  • 448—452 — იოველ I
  • 452—467 — მიქაელ I

კათალიკოს მთავარეპისკოპოსები 

კათოლიკოს-პატრიარქები

ექზარქოსები 

კათოლიკოს-პატრიარქები 

  • 1917—1918 — კირიონ III საძაგლიშვილი
  • 1918—1921 — ლეონიდე ოქროპირიძე
  • 1921—1927 — ამბროსი ხელაია
  • 1928—1932 -ქრისტეფორე II ციცქიშვილი
  • 1932—1952 — კალისტრარე ცინცაძე
  • 1952—1960 — მელქისედეკ III ფხალაძე
  • 1960—1972 — ეფრემ II სიდამონიძე
  • 1972—1977 — დავით V დევდარიანი
  • 1977 — ილია II ღუდუშაურ-შიოლაშვილი

რუსული მართველობა 

მთავარმმართებლები 

  • 1802 — კნორინგი
  • 1802—1806 — ციციანოვი
  • 1806—1806 — გუდოვიჩი
  • 1809—1811 — ტორმასოვი
  • 1811—1812 — პაულუჩი
  • 1812—1816 — რტიშჩევი
  • 1827—1827 — ერმოლოვი
  • 1827—1830 — პასკევიჩი
  • 1830—1841 — როზენი

მეფისნაცვლები

  • 1844—1854 — ვორონცოვი
  • 854—1855 მურავიოვი
  • 1855—1863 — ბარიატინსკი
  • 1863—1881 — რომანოვი

მთავარმართებლები 

  • 1882—1890 — კორსუკოვ-დონდუკოვი
  • 1891—1895 — შერემეტიევი
  • 1896—1905 — გოლიცინი

მეფისნაცვლები 

  • 1905—1915 — ვორონცოვ-დაშკოვი
  • 1915—1917 — ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვი

რუსეთის მეფის იმპერატორები 

რიურიკების დინასტია 

რომანოვების დინასტია

ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანება და რუსეთის მიერ მათი დაპყრობა 

  • 1801 — ქართლ-კახეთის სამეფო
  • 1810 — იმერეთის სამეფო
  • 1829 — გურიის სამთავრო
  • 1829 — მესხეთი
  • 1830 — რაჭა
  • 1840 — სამურზაყანო
  • 1859 — სვანეთის სამთავრო
  • 1864 — აფხაზეთის სამთავრო
  • 1867 — სამეგრელოს სამთავრო

საგლეხო რეფორმა 

  • 1861. 19. II. — რუსეთის იმპერია
  • 1864. 13. X. — აღმოსავლეთ საქართველო
  • 1865 — იმერეთი
  • 1867 — სამეგრელო
  • 1870 — აფხაზეთი
  • 1871 — სვანეთი

პირველყოფილობიდან სახელმწიფოებამდე

Отправлено 20 янв. 2010 г., 5:23 пользователем Davit Chumburidze

უძველესი დროიდან - საქართველოს გაქრისტიანებამდე

პირველყოფილობიდან სახელმწიფოებამდე
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ადამიანის გამოჩენა მილიონ რვაასი ათასი წლით თარიღდება. სწორედ ამ ასაკით განისაზღვრება ჯერ 1991 წ. ხოლო შემდეგ 1999 წ. დმანისის ნაქალაქართან (ქვემო ქართლი) აღმოჩენილი რამდენიმე ადამიანის თავის ქალისა და სხეულის ძვლები, რომლებიც მეცნიერთა მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც ჰომოერეკტუსის ჯგუფის წარმომადგენელთა ნაწილები. ეს იმას ნიშნავდა, რომ დმანისელი ადამიანი აფრიკის შემდეგ უძველესი იყო დედამიწაზე.

კაცობრიობის ისტორია რამდენიმე დიდ ეპოქად არის დაყოფილი: ძველი ქვის ხანა (პალეოლითი), ახალი ქვის ხანა (ნეოლითი), სპილენძ-ქვის ხანა (ენეოლითი), ბრინჯაოს ხანა და რკინის ხანა. 

მათგან ყველაზე უძველესი ძველი ქვის ხანაა, რომელიც პირველი ადამიანის გაჩენიდან იწყება და გრძელდება დაახლოებით 12 ათას წლამდე. პალეოლითი, თავის მხრივ, კიდევ სამ პერიოდადაა დაყოფილი: ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.

ქვედა და შუა პალეოლითის ხანის იარაღები ძირითადად ქვის (კაჟის, კირქვის, კვარცის, ობსიდიანის, ანდეზიტის, ბაზალტისა და სხვ.) მასალისგანაა დამზადებული - გაჩორკნილი, გათლილი. ზოგჯერ მიმართავდნენ მეორად დამუშავებასაც - რეტუშირებას, რომელსაც ღებულობდნენ ანატკეცის ნაპირზე ხელჩაქუჩის ან მოგრძო მოყვანილობის რიყის ქვის თანმიმდევრული, ხშირი და მკვეთრი დარტყმებით.

ამ პერიოდში ადამიანი 10-30 კაცისგან შემდგარ „ჯოგებად“ ცხოვრობდა, შემგროვებელი იყო და ამასთან მისდევდა ნადირობას, რასაც ძირითადად ჩასაფრებითა და ხაფანგის დაგებით აკეთებდა. თანდათან მან ისწავლა მეთევზეობაც. ქვედა პალეოლითის ბოლოსთვის ადამიანმა იცოდა ცეცხლის გამოყენებაც. ამავე დროიდან იგი საცხოვრისად იყენებს მღვიმეებს, ეხეებსა და ღია სადგომებს, რომელსაც ხურავდა ხის ძელებით, ტოტებითა და ცხოველთა ტყავით. თითოეულ ასეთ სადგომს ახასიათებდა სამეურნეო დანიშნულების ორმოები და კერა, რომელიც წარმოადგენდა პატარა ორმოს, ხშირად გარშემო შემოწყობილი ქვებით. სადგომების ერთი ნაწილი ხანგრძლივი საბინადრო იყო, ხოლო მეორე ნაწილს ადამიანი ნადირობისა და იარაღის დამზადების დროს იყენებდა. სადგომებში აღმოჩენილია როგორც ქვის იარაღები, ისე მონადირებული ცხოველის ძვლები. მათ შორის იყო არა მხოლოდ კურდღლის, მაჩვის, კვერნის, ჯიხვის, ირმის, ტახის, გარეული ცხენის, დათვის, ფოცხვერის, არამედ მღვიმის ლომის, მარტორქისა და პირველყოფილი ბიზონის ძვლებიც.

ქვედა პალეოლითის ბოლოსთვის ადამიანი იწყებს ტომის წევრის დაკრძალვას, რომელსაც აწვენდნენ ორმოსამარხში, მძინარე პოზაში, მარცხენა ან მარჯვენა გვერდზე მწოლიარეს, ხელფეხმოკეცილს. მიცვალებულის ასე დამარხვა მიანიშნებს, რომ უკვე არსებობს პრიმიტიული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები. განსაკუთრებით თვალშისაცემია ცხოველთა კულტის არსებობა. ამავე პერიოდში ჩნდება სახვითი ხელოვნების პირველი ნიშნები - ქვასა და ცხოველის ძვლებზე გამოსახული ორნამენტული შტრიხები, კლაკნილი, სწორი, გადაჯვარედინებული ხაზები.

ქვედა პალეოლითის ხანის სადგომები აღმოჩენილია როგორც შავიზღვისპირა ზოლში აფხაზეთითურთ (იაშთხვა, ბზიფი, აფიანჩა, ეწერი) და რიონ-ყვირილას აუზში (კაცხი, ჯრუჭულა, საკაჟია, წონა, კუდარო, ძუძუანა), ისე შიდა ქართლში სამაჩაბლოს ჩათვლით (ხაშური, კასპი, დუშეთი, ქარელი, თამარაშენი, თბილისი), ქვემო ქართლში (დმანისი, სამშვილდე, წოფი), ჯავახეთის მთიანეთსა (კუმურდო, ახალქალაქი) და იორ-ალაზნის აუზში (ზიარი, მელაანი, ჭერემი, დავით-გარეჯა).

ცეცხლის გამოყენებამ, სისტემატურად ხორცით გამოკვებამ, თავდაცვითი უნდარის გამომუშავებამ, გამართულად სიარულის დაწყებამ ადამიანს თანდათან განუვითარა ცნობიერება და მეტყველება. იგი შედარებით მოქნილი და გონიერი გახდა. სწორედ ასეთმა ,,გონიერმა ადამიანმა” (ანუ ჰომოსაპიენსმა) განაგრძო ცხოვრება მომდევნო ხანაში - ზედა პალეოლითში.

ზედა პალეოლითში ადამიანი აგრძელებს ცხოვრებას მღვიმეებში, იმოსება ცხოველის ტყავით, ისევ ნადირობს, თევზაობს და მცენარეულ საკვებს აგროვებს. შრომაც განაწილებულია: კაცები ნადირობენ, ქალები აგროვებენ, ხოლო მოხუცები ცეცხლის დარაჯნი არიან, რათა გაუქრობლად ენთოს კერა. საცხოვრებელი მღვიმის გასანათებლად უკვე იყენებს ცხოველის ქონისგან გაკეთებულ ჭრაქს. ამავე პერიოდში ყალიბდება წყვილთა ოჯახზე დამყარებული გვარი, რომელშიც ქალი წამყვან როლს ასრულებდა. საქმე იმაში იყო, რომ მაშინ ქორწინება ჯგუფურ ხასიათს ატარებდა და მამის ვინაობის დადგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ნათესაობა განისაზღვრებოდა და დგინდებოდა ქალის ხაზით. შემგროვებელიც ქალი გახლდათ, რაც განაპირობებდა გვარში მის წამყვანობას. ასე ჩამოყალიბდა დედათმთავრული გვარი ანუ მატრიარქატი. გვართა გამრავლების შედეგად მისგან გამოყოფილი ნაწილი ახლოსვე სახლდებოდა და ასე ჩნდებოდა მონათესავე გვარების ერთობა - თემი.

ზედა პალეოლითში მაღალ საფეხურზე ავიდა ქვის წარმოების ტექნიკა. ადამიანი უკვე აკეთებს პრიზმული, კონუსური, სოლისებური და სხვა მოყვანილობის იარაღებს, რომლებშიც წამყვანი ადგილი უკავია საფხეკებსა და საჭრისებს. საფხეკებს პირველყოფილი ადამიანი ტყავის დამუშავებისთვის, ხის, ძვლის გასაფხეკად ხმარობდა, ხოლო საჭრისებს ძვლის დასამუშავებლად იყენებდა. იარაღებში ჩნდება ძვლისა და რქისგან დამზადებული ნივთებიც. მაგალითად, ძვლისგან მზადდებოდა საპრიალებლები, სადგისები, სახვრეტები, ნემსები, ხოლო რქას ხმარობდნენ მიწის ასაჩიჩქნად.

ზედა პალეოლითში პირველყოფილი რელიგია ადამიანთა ყოველდღიურობაში იჭრება. ისინი უკვე აღმერთებენ მოვლენებს, ციურ სხეულებს, საგნებს, ქმნიან კულტებს. ამ პერიოდის ძეგლებში გამოჩენას იწყებს სხვადასხვა სახის სამკაული და ხელოვნების ნიმუშებიც, რომლებიც უპირველეს ყოვლისა ისევ რელიგიურ წარმოდგენებს უკავშირდებოდა. მაგალითად, საგვარჯილეს მღვიმეში ნაპოვნია ცხოველის ლულოვანი ძვლის ნატეხისგან გაკეთებული თევზის ფიგურა, რომელსაც თვალის ადგილას გამჭოლი ნახვრეტი აქვს. ალბათ იგი ავგაროზი უნდა ყოფილიყო, ხოლო საგვარჯილეში აღმოჩნდა ზღვის მოლუსკების ნიჟარებისგან გაკეთებული გულსაკიდი. მღვიმეთა კედლებზე ჩნდება ნახშირითა და სისხლით შესრულებული ნადირობის სცენებიც.

დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი ზედა პალეოლითის ხანის ნაბინადრევთა უმეტესობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული (ხერგულის კლდე, თარო კლდე, სამერცხლე კლდე, საკაჟია, საგვარჯილე, დევისხვრელი, მღვიმევი, იაშთხვა, აფიანჩა, სვანთა სავანე და სხვ.).

დაახლოებით 12-8 ათასწლეულებში მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოყოფს კიდევ ერთ - შუა ქვის (მეზოლითის) ხანას, რომლის დროსაც ადამიანის ყოფაში რაიმე გარდამტეხი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა იხვეწება და ვითარდება მისი იარაღები.

8 ათასი წლის წინ დაიწყო ახალი ეტაპი - ახალი ქვის ხანა (ნეოლითი), რომლის დროსაც ადამიანის ცხოვრებაში ძირეული ცვლილება მოხდა. ცნობიერების განვითარებამ ადამიანი წარმოებამდე მიიყვანა. თუ აქამდე ბუნებაში არსებულ მცენარეულ საკვებს იგროვებდა, ან ნადირობითა და თევზაობით საზრდოობდა, ახლა მან დაიწყო ცხოველების მოშინაურება (მესაქონლეობა), მარცვლეულისა და მცენარეების მოყვანა (მიწათმოქმედება), თიხის ჭურჭლის გაკეთება (მეთუნეობა) და ქსოვა. ამ პერიოდის სამოსახლოებზე მრავლად ჩნდება კვირისტავები, ნემს-მახათები, სადგისები, ანკესები, ბადის საწაფები და სხვა ნივთები. თიხის გამოწვის შესაძლებლობის მიგნებამ ადამიანს ერთი მხრივ სხვადასვანაირი ჭურჭლის გაკეთების საშუალება მისცა, მეორეს მხრივ კი უკეთესი და მრავალფეროვანი საჭმლის მომზადებისა.

ადამიანის საქმიანობის დანაწევრებამ და გამრავალფეროვნებამ ასახვა პოვა შრომისა და სანადირო-საბრძოლო იარაღებზეც. ამ პერიოდის იარაღებში გამოიყოფა ისრისპირები, შურდულის ქვები, ცულები, სატევრები, შალაშინები, სახნისისებრი, თოხისებრი, წერაქვისებრი იარაღები, დანები, საფხეკები და სხვ.

ნეოლითური ნამოსახლარები ძირითადად განლაგებულია ზღვიურ და მდინარეულ ტერასებზე, ბუნებრივ ბორცვებსა და წყალგამყოფ ზეგნებზე. ამ პერიოდის ნამოსახლარები მიკვლეულია აჭარაში (ხუცუბანი, ქობულეთი), გურიაში (ანასეული, გურიანთა, მამათი, ნაგომარი), სამეგრელოში (ოდიში, ურთა), აფხაზეთში (კისტრიკი), რაჭაში (საკაო), იმერეთში (თეთრამიწა, საგვარჯილე), კახეთში (ზემო ალვანი), რომელთაგან საგვარჯილეს გარდა, ყველა ღია სამოსახლოა. 

დაახლოებით ძვ.წ. VI-IV ათასწლეულში ადამიანთა ცხოვრებაში კიდევ ერთი გარდატეხა მოხდა, რამაც მისი ცხოვრება ახალ საფეხურზე აიყვანა. მან მიაგნო საქართველოს ტერიტორიის ზედაპირზე მძალვრად ამოსული სპილენძის მადნის ძარღვებს, მისი დამუშავების წესს, მიხვდა, რომ განსხვავებით ქვისგან სპილენძის ჭედვა შეიძლებოდა და დაიწყო მისგან სხვადასხვა ნივთების დამზადება. მაგრამ იმის გამო, რომ სპილენძი ადვილად დრეკადი გახლდათ, მან ვერ შეძლო მთლიანად ჩაენაცვლებინა ქვის იარაღები.

ენეოლითურ ხანაში ყველაზე ინტენსიური ცხოვრების კვალი დაბლობში მდებარე ნამოსახლარებზე შეინიშნება (ამირანის გორა (ახალციხე), ნაცარგორა, ხიზანაანთ გორა (შიდა ქართლი), შულავერი, არუხლო, იმირი (ქვემო ქართლი)). ამ პერიოდისთვის უკვე ჩნდება დასახლების სხვადასხვა ტიპი. ისევ გამოიყენება გამოქვაბულები, მაგრამ განსაკუთრებულად ჩნდება ალიზით (ნამჯანარევი გამოუწვავი თიხა) ან აგურით ნაგები სახლები. ისინი ძირითადად წრიული ან ოვალური ნაგებობებია, რომლებსაც გუმბათისებური გადახურვა აქვთ და გააჩნიათ სამეურნეო ხაროები და ღუმელი. თავიდან ამ ნაგებობათა ზომა მცირე იყო. მათი ფართობი საშუალოდ 12,5 კვ.მ უდრიდა, ხოლო სავარაუდო სიმაღლე 2,5 მ. თითოეულ ამ ნაგებობას ჰქონდა კარი და გუმბათში დატანებული ხვრელი, რომელიც კვამლის გამტარიც გახლდათ და სარკმლის როლსაც ასრულებდა. ამ სახლების უცილობელი ატრიბუტი გახლდათ კვერცხისებური მოყვანილობის კერა სახლის შუაში, რომელშიც უქრობლად ენთო ცეცხლი. როგორც ჩანს, ასეთი სახლები საცხოვრებლად მოუხერხებელი იყო, რის გამოც შრომითი პროცესები ნაგებობის გარეთ, დასახლების ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. თავდაცვისათვის ნამოსახლარებს, რომლებიც შემაღლებულ ადგილებზე (გორებზე) მდებარეობდა, როგორც წესი, შემოვლებული ჰქონდათ წყლით სავსე თხრილი, ანდა ქვის გალავანი. ხოლო, რაც შეეხება უფრო მაღალმთიან ადგილებში ადამიანთა სამოსახლოს აღმოჩენის ფაქტებს, იგი, ალბათ, ლითონით მდიდარი ადგილების ხელში ჩაგდების მიზნით უნდა აიხსნას.

დამჯდარი ცხოვრების დაწყებამ და მიწათმოქმედებამ თანდათან მოითხოვა ისეთი პირობები, რომელიც აუცილებელი იყო ნაყოფიერებისათვის. ამიტომ იქ, სადაც ნალექები მწირი იყო ადამიანმა დაიწყო ხელოვნური მორწყვა. ამ პერიოდის ნასახლარებზე დადასტურებული მარცვლეულის ნაშთები მოწმობენ, რომ ადამიანს მოყავდა ღომი, ქერი, მაგარი და რბილი ხორბალი. საინტერესოა ისიც, რომ გვალვის საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიების სახით ადამიანს გამოუყენებია ქერისა და ხორბლის ერთად დათესვის წესი.

განვითარება დაიწყო მსხვილფეხა და წვრილფეხა მესაქონლეობამ, რომლის კვალდაკვალ ჩნდება და მკვიდრდება ხარისა და ცხვრის კულტი. ისინი ნაყოფიერების მფარველი ღვთაების წმინდა ცხოველებად უნდა ქცეულიყვნენ. ასე წარმოიდგენდნენ ღვთაებას, რომელსაც ქალის სახე ჰქონდა.

ენეოლითის ხანა ქვის ხანის დამამთავრებელ ეტაპად იქცა. მის შემდეგ, ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, დაიწყო უფრო მაღალი საფეხური, ბრინჯაოს ხანა, რომლის დროსაც განვითარდა მეტალურგია, მამაკაცის შრომაზე დამყარებული მიწათმოქმედება, მესაქონლეობა და ხელოსნობა. ხელოვნური შენადნობის ბრინჯაოს გამოყენებამ საფუძველი დაუდო სამეურნეო და საბრძოლო იარაღების სერიულ დამზადებასა და მეტალურგიის განვითარებას.

ბრინჯაოს პერიოდი საქართველოში სამ ნაწილად იყოფა: ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანად.

ადრე ბრინჯაოს კულტურის (ძვ.წ. IV ათასწლეულის II ნახევარი – III ათასწლეულის I ნახევარი) ძეგლები ძირითადად თავმოყრილია მტკვრისა და არაქსის აუზში. ამიტომ ამ ეპოქას მეორენაირად მტკარ-არაქსის კულტურასაც ეძახიან. მისი სამოსახლოები და სამაროვნები განლაგებულია პლატოებზე, მთის ფერდობებზე, მდინარეთა ნაპირებსა და კონცხებზე. ამ კულტურის სამოსახლოში ხდება რამდენიმე ძირეული ცვლილება: გაჩნდა პატარა საგვარეულო სამოსახლო, რომელთა შენობები ან ერთმანეთის გვერდით, ან პირისპირ და უკანაა განლაგებული. ცვლილება განიცადა საცხოვრებელმა სახლმაც: გუმბათოვანი გადახურვა შეცვალა ბრტყელმა გადახურვამ, რომელიც სახლის ცენტრში აღმართულ დედაბოძზე გახლდათ დამყარებული; გაჩნდა სახლის დერეფანი, რომელიც ან გარს უვლიდა შენობას, ანდა მასზე იყო მიდგმული. დედაბოძთან კეთდება მიწაში ჩადგმული თიხის საგანგებო ჭურჭელი - კერა-ზესადგრები, რომლებიც დაკავშირებული იყო ნაყოფიერების კულტთან და შესაბამისად, საცხოვრისის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენდა. მის უკან გაკეთებული იყო სპეციალური შემაღლება ე.წ. ზედაშე, რომელიც ხშირად იმკობოდა სხვადასხვა საკულტო გამოსახულებებით. ამგვარად, სახლი იმავე დროს საოჯახო სამლოცველოსაც წარმოადგენდა. დასახლებებს უჩნდებათ საგანგებო მოედნები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები (ბოსლები), მთის წვერზე მდებარე მსხვერპლშესაწირი ადგილი სამლოცველოებით. იქვე იმართებოდა სამაროვანიც.

ცვლილებები მოხდა დაკრძალვის წესშიც. ინდივიდუალური სამარხების გვერდით ჩნდება საოჯახო (კოლექტიური) სამარხები – ქვისგან ნაგები აკლდამები. ადამიანებს დაუწყიათ მამაკაცებისთვის იარაღის, ხოლო ქალებისთვის სამკაულის ჩატანება. ამასთან, სამარხებში ჩნდება შეწირული ცხოველის - ხარის ძვლებიც.

მტკვარ-არაქსის კულტურის ადამიანი ეგუება გარემოს, ავითარებს ,,გუთნურ” მიწათმოქმედებას (იმდროინდელი გუთანი ირმის რქისგან გაკეთებული მარტივი სახნისი იყო), მისდევს სეზონურ მესაქონლეობას, რომელიც გულისხმობდა როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტვყის, ისე მეცხვარეობის განვითარებასაც, და მასიურად ჩეხავს ტყეებს.

განსაკუთრებით განვითარდა ლითონწარმოება, რაც შესაძლებელი გახდა ბრინჯაოს შენადნობის მიღების მიგნების შემდეგ. სპილენძის გამოყენების შემდეგ ადამიანმა თანდათან ისწავლა, რომ სასურველი ნივთის მისაღებად საჭირო იყო სპილენძის ცხელ მდგომარეობაში ჭედვა. შემდეგ მას სპეციალურ ყალიბებში ასხამდნენ, მიღებულ სასურველ ნივთზე აკეთებდნენ ამოტვიფრასა და მირჩილვას, რის შედეგადაც იღებდნენ სხვადასხვა სახის შემკულობის საჭირო ნივთებს. მტკვარ-არაქსის ადამიანმა, როგორც მასალიდან ჩანს, კარგად იცოდა როგორც სპილენძ-კალის შენადნობის, ისე სპილენძ-დარიშხანის შენადნობის გზით ბრინჯაოს მიღება. უფრო მეტიც, მისთვის ცნობილი იყო ის თავისებურებაც, რაც გამოარჩევდა დარიშხნიან ბრინჯაოს კალიანი ბრინჯაოსგან (დიდი პროცენტულობის დარიშხანი ლითონს მეტ ბზინვარებასა და მოთეთრო ფერს სძენდა). ამ პერიოდში ბრინჯაოსგან ამზადებდნენ არა მხოლოდ საბრძოლო და სამუშაო იარაღს, არამედ სამკაულს, ტანსაცმელთან დაკავშირებულ ნივთებს, საკულტო ფიგურებს (მაგალითად, ვერძის მცირე ზომის ფიგურები).

გარკვეული ცვლილებები განიცადა კერამიკამაც. განსხვავებით წინა პერიოდისაგან, ჭურჭლის უმეტესობა შავპრიალა ზედაპირიანი (შავპრიალა ჭურჭელი მიიღებოდა უკვე გამომწვარი ჭურჭლის ღუმელში საგანგებოდ შებოლვის გზით) და მოვარდისფრო სარჩულიანია, ჭურჭელს უჩნდება ყურები, ზედაპირი იმკობა ორნამენტით, რომელშიც ფართოდ გავრცელდა ორმაგი სპირალები, ტეხილხაზოვანი და სამკუთხედისებური ზოლები, წეროებისა და ირმების თუ ჯიხვების ფიგურები. იწყებენ სადღვებლების გაკეთებას, რაც რძის ნაწარმის გამოყენებაზე მიანიშნებს.

მიწათმოქმედების, მეტალურგიის, მესაქონლეობის განვითარებამ, დასახლებებს შორის დაწყებულმა შეტაკებებმა, რომელსაც ბუნებრივია მამაკაცი აწარმოებდა, წინ წამოწია მისი როლი. დედათმთავრული გვარი მამისეულმა გვარმა შეცვალა და შედეგად პატრიარქალური ეპოქა დაიწყო.
ადრე ბრინჯაოს მტკვარ-არაქსული კულტურა, როგორც აღინიშნა, ამ მდინარეთა აუზებს მოიცავდა, მაგრამ მის მიღმა ასევე გრძელდებოდა ადამიანთა გვარების განვითარება. მაგალითად, ამ პერიოდში იწყება კოლხეთის ბარის ათვისებაც. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო შავიზღვისპირეთში (აფხაზეთის ტერიტორიაზე) გავრცელებას იწყებს დოლმენური კულტურა. დოლმენი მთლიანი ქვისაგან შედგენილ მიწისზედა (მეგალითურ) ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც საგვარეულო საკრძალავად იყენებდნენ. ისინი გავრცელებული გახლდათ ჩრდილო შავიზღვისპირეთში, მაგრამ ამ დოლმენებში აღმოჩენილი მასალის მიხედვით, აფხაზეთის დოლმენური კულტურა დასავლურ ქართული კულტურის შემადგენელ ნაწილად მოჩანს (განსაკუთრებულად შეინიშნება კავშირი ყვირილას ზემო წელის მეტალურგიულ კერასთან). მათი აგების ტრადიცია ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებისათვის შეწყდა.

ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში დასრულდა მტკვარ-არაქსის ხანა და მის ნაცვლად აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელდა ადრეყორღანული კულტურა, რომლის დროსაც მომზადდა საფუძველი ქართველური ტომების და მათი ენის თანდათანობითი დაშლისა.

ადრეყორღანულ პერიოდში, რომლის კულტურის გავრცელების უკიდურესი დასავლეთი საზღვარი ლიხის ქედამდე აღწევს, მიტოვებულ იქნა ძველი საცხოვრებლები, მაგრამ სად და როგორ წარიმართა ადამიანთა შემდგომი ცხოვრება უცნობია, რადგან დღემდე არაა აღმოჩენილი ამ პერიოდის სამოსახლოები. ამ პერიოდში კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე სტეპური ზოლიდან ამიერკავკასიაში შემოდიან ინდოევროპული მოდგმის მომთაბარე-მეჯოგე ტომების გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც თან მოაქვთ მათთვის დამახასიათებელი სტეპური კულტურის ელემენტი - საკრძალავის ახალი სახე - ყორღანი. მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რომელიც მათმა გამოჩენამ გამოიწვია, ინდოევროპული ჯგუფები შეერწყნენ ადგილობრივ მოსახლეობას, აითვისეს მათი ენა და კულტურა და მათში გაითქვიფნენ. ამიტომაცაა, რომ ადრეყორღანული და შემდგომ თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურები აგრძელებენ წინა ეპოქების კულტურებს.

ინდოევროპელებთან, როგორც ერთ-ერთ ფაქტორთან, უნდა იყოს დაკავშირებული ამიერკავკასიის მოსახლეობაში მეცხოველეობის, მათ შორის წვრილფეხა საქონლის როლის ზრდა, რომელიც სწრაფად იძლეოდა ნამატს და შესაბამისად, ხელს უწყობდა სოციალურ დიფერენცირებას. ამასთან, იგივე მეცხოველეობის ზრდა უბიძგებდა მოსახლეობას ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლისაკენ. მას და ასევე ინდოევროპული ტომების შემოჭრას უნდა ებიძგა მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი მოსახლეობის ნაწილის უფრო სამხრეთით, ანატოლიისკენ გადანაცვლებისთვის, რომლებიც უკვე დასახლებულ, განსხვავებულ გარემოში იჭრებიან და მკვიდრდებიან, მაგრამ არ კარგავენ საკუთარი კულტურის სახეს.

ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარი თრიალეთის ,,დიდი ყორღანების ბრწყინვალე კულტურის” (ასე მას უწოდა არქეოლოგმა ბ. კუფტინმა, რომელმაც პირველად გამოყო კულტურული განვითარების ეს ეტაპი წინა და მომდევნო კულტურებისგან) განვითარების ზენიტია, რომლის ყველაზე მკაფიო მახასიათებელი დაკრძალვის სპეციფიკური წესის არსებობაა. ყორღანი წარმოადგენდა ქვის ან ქვა-მიწაყრილიან ორმოიან ან ორმოს გარეშე სამარხებს, რომელთა საკრძალავი სენაკი იგებოდა ან მშრალი ფილაქვით, ან ხის ძელებით. მათ აღმოსავლეთიდან შესასვლელი (დრომოსი) ჰქონდათ. დადასტურებულია ასევე საკრძალავ სენაკამდე მიმავალი გრძელი მოკირწყლული გზები, რომლებიც უეჭველად რიტუალური მსვლელობისთვის იყო განკუთვნილი და რომლის გავლითაც გარდაცვლილი შეყავდათ საკრძალავში. ამ ტერიტორიაზე ლოკალიზებული კულტურისთვის დამახასიათებელი ჩანს მიცვალებულთა კრემაცია (დაწვა), რომელსაც შემდეგ ხის ოთხთვალა ეტლზე, ურემზე ან სარეცელზე დასვენებულს კრძალავდნენ. ფერფლი კი ყორღანის საკრძალავ სენაკში ხარებშემბული ეტლით ან ურმით შეჰქონდათ. ყორღანის “დასაკრძალავი სენაკის” ან სამარხეული ორმოს კედლების გასწვრივ, როგორც წესი, განლაგებული იყო თიხის ჭურჭელი. ყორღანები, რომელთა ფართობი ზოგჯერ ჰექტრამდე აღწევდა, ტომის ბელადების საკრძალავს წარმოადგენდა.

ყორღანების ეპოქაში მეტალურგიული ნაწარმი ჯერ ისევ სპილენძ-დარიშხნის შენადნობისგან მზადდება, თუმცა უკვე თავს იჩენს კალისგან ნამზადი იარაღიც. ამ პერიოდის ყველაზე გავრცელებულ იარაღად მოჩანს სატევრის პირი და შუბის პირი, ასევე ბრინჯაოს გრძელი მახვილები და ცულები, რომელთა უმეტესობას ამ პერიოდში დამახასიათებელი შუაქედი უჩნდება. სამკაულიდან ხშირად ჩნდება საკინძები, სასაფეთქლე რგოლები, სამაჯურები, საკიდები, მძივები.

რაც შეეხება ლითონდამუშავებას, მაღალ დონეზე ავიდა ოქრომჭედლობა. ამ დროის ოსტატებისთვის ცნობილი ყოფილა ყველა ტექნოლოგიური საიდუმლო - დარჩილვა, ფილიგრანი, გავარსი, ცვარა. ყორღანების დიდი კულტურის ბრწყინვალე ნიმუშებადაა მიჩნეული ფერადი თვლებით ინკრუსტირებული ოქროს სასმისი 1 და ვერცხლის სასმისი 2 რელიეფური გამოსახულებით.

თრიალეთურ კულტურაში გავრცელებულ ფორმად მოჩანს ყელდაბალი და ყელმაღალი დერგები და ქილები. ისინი ძირითადად იმკობოდა ამოკაწრული ორნამენტით (ურთიერთმკვეთი ხაზებით, ბადეებით, რომბებით, სამკუთხედებით და სხვ.), რომელიც მტკვარ-არაქსის კულტურაში გაჩენილი ორნამენტის გაგრძელებას წარმოადგენდა. იმავე დროს, თავს იჩენს რთული გეომეტრიული ორნამენტიც სვასტიკის, ჯვრის, სამკუთხედების, რომბების და სხვა ფიგურების სახით, რომლებიც გამოიყვანებოდა თრიალეთური კულტურისათვის დამახასიათებელი წვრილი წერტილოვანი ხაზებით.

მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთური კულტურის მახასიათებლებში შეინიშნება კავშირები შუამდინარულ, ხეთურ, ხურიტულ და წინა აზიის სხვა კულტურებთან, ის მაინც მტკვარ-არაქსის კულტურის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელმაც განაპირობა კიდეც თრიალეთური კულტურის აღმოცენება. გარემო კულტურებთან მჭიდრო ურთიერთობამ კი მისი სწრაფი დაწინაურება განაპირობა.

ასეთი კონტაქტები განსაკუთრებულად შესამჩნევია რიონის ზემო წელზე გამოვლენილ მეტალურგიულ კერასთან (ღებთან, ბრილის სამაროვანი, იგი დათარიღებულია შუა ბრინჯაოს ხანიდან ვიდრე ახ.წ. III-IV სს. პერიოდით), რომელიც სწორედ აღნიშნულ ხანაში იწყებს დაწინაურებას. ეს პროცესი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ერთი მხრივ მეტალურგიის განვითარებასთან, ხოლო მეორე მხრივ მეცხოველეობის როლის ზრდასთან. ფართოდ გაშლილი სამთამადნო წარმოება და მეტალურგია მაღალმთიან ზოლში მოსახლეობის ზრდას იწვევდა. როგორც ჩანს, რიონის კერის მეტალურგები მადნის ძარღვს ცეცხლით ახურებდნენ, შემდეგ შეასხამდნენ წყალს და ტემპერატურის მკვეთრი მერყეობის შედეგად ძარღვს დახეთქავდნენ, რის შემდეგაც დანაპრალებულ ძარღვს ქვის უროებით დატეხდნენ და ხის გობებით, ტყავის პარკებითა და სხვა საშუალებებით გამოიტანდნენ მაღაროდან. მადნის საბადოს მახლობელ ტყის ზოლში ხდებოდა მადნის გამოწვა და დაწურვა, ხოლო ლითონის შემდგომი დამუშავება და ნივთების ჩამოსხმა უშუალოდ სამოსახლო ადგილებში წარმოებდა. ამ იარაღიდან განსაკუთრებით გამოიყოფა ყუამილიანი ცულები, სატევრისპირები და მასრაგახსნილი შუბისპირები.

ამ პერიოდის ბოლოდან კოლხეთის ტერიტორიაზე გამოჩენას იწყებს ბრინჯაოს ნივთებისგან (ცულების, თოხების, ჭურჭლისგან) შემდგარი განძები, რომელთა გაჩენა, მეცნიერთა მოსაზრებით, დაგროვილი ქონების საიმედოდ დაცვით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, თუმცა, იქვე გასათვალისწინებელია ზოგიერთი ბრინჯაოს ნივთის ერთგვარ ფულად ერთეულად გამოყენებაც.
ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს შუა ბრინჯაოს ხანა გვიანმა ბრინჯაოს ხანამ შეცვალა, რომლის დროსაც ჩამოყალიბდა ორი დიდი კულტურული წრე: დასავლურ ქართული (ანუ კოლხური) და აღმოსავლურ ქართული (იბერიული). სწორედ ამ პერიოდში წინაურდება ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან ჭოროხის აუზში გაჩენილი მეტალურგიული კერა, რომლის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ტომებს უკავშირდება კავკასიაში ახალი ლითონის შემოტანა.

კოლხური კულტურის სამოსახლო მთელ კოლხეთში ხელოვნურად ან ბუნებრივად გამაგრებული კომპლექსების სახით გვევლინება. ნაგებობებიდან ბარში ბატონობს ხის ჯარგვალური სახლები, მთაში კი მათთან ერთად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ქვის ნაგებობებიც, რომელთაც ძირითადად ორფერდა გადახურვა ჰქონდათ.

კოლხეთისგან განსხვავებით, სადაც სამოსახლოების მშენებლობა ხელოვნურ და ბუნებრივ ბორცვებზე გამოწვეული იყო როგორც ჭაობიანი გარემოს, ისე მტრისგან თავდაცვით, აღმოსავლეთ საქართველოში, გვიან ბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში მათი გორებზე შეფენა ძირითადად თავდაცვისუნარიანობის გაზრდით იყო ნაკარნახევი. სწორედ ამავე მიზნით სამოსახლო ბორცვებს შემორტყმული ჰქონდათ თხრილები. ხშირ შემთხვევაში ასეთი გორები გამოყენებული იყო არა მუდმივ საცხოვრისად, არამედ როგორც დედაციხე, სადაც მოსახლეობა თავს აფარებდა შიშიანობის დროს და წარმოებდა კულტმსახურებაც (ასეთი სიტუაცია დადასტურებულია ხოვლეგორაზე, ყათლანიხევსა და ნაცარგორაზე).

ამ პერიოდის იბერიული კულტურის სახლებში სახურავი ძირითადად ეყრდნობოდა ხის სვეტებს, იატაკი მოტკეპნილი თიხის იყო და იდგა  თიხის რთული აღნაგობის ღუმელები. საკულტო სენაკების შემთხვევაში თავს იჩენს თიხის საკურთხევლები, რომლებსაც ხშირად ზურგიანი სკამის მოყვანილობა ჰქონდათ. სამლოცველო სენაკებში კულტისადმი შეწირულებათა შორის ხშირად ჩნდება ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, კერამიკა, ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ან თიხისგან გაკეთებული ცხოველების ფიგურები (ვერძი, ხარი, ირემი), ზოგჯერ ანთროპომორფული ქანდაკებებიც. უმეტეს შემთხევევაში ეს ყველაფერი ნაყოფიერების დიდი დედის კულტს უკავშირდებოდა და მის სიმბოლოებს წარმოადგენდა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში (მაგალითად, მელაანში გათხრილი მელიღელეს ძეგლი), შესაძლოა ომის ღვთაებასთანაც ყოფილიყო კავშირში.

კოლხური კულტურის ბარის მოსახლეობა, როგორც ჩანს, მიწათმოქმედებას მისდევდა, მთაში კი გავრცელებული იყო მესაქონლეობა, წიაღისეულით მდიდარ ადგილებში კი განვითარებული გახლდათ სამთამადნო წარმოება. ფართოდ იყო გავრცელებული მეტალურგია, რომლის ნაწარმი არა მხოლოდ დამზადების რეგიონებში მოიხმარებოდა, არამედ ფართოდ გადიოდა სამიწათმოქმედო ბარსა და უმადნო ხეობებში. აღნიშნული პერიოდის სამეურნეო იარაღის განსაკუთრებულ სახეობად ჩამოყალიბდა ბრინჯაოს ცულის ორი ტიპი, რომელთაგან ერთი ახლანდელი წალდის წინაპარს წარმოადგენს და სხვაგან არსად ყოფილა ხმარებაში. მეორე ტიპის ცული კი, რომელმაც მეტსახელად მიიღო კოლხური ცულის 3 წოდება (იგი გავრცელებული იყო ჩრდილო კავკასიიდან ვიდრე შავი ზღვის სამხრეთ ნაპირებამდე), ერთ-ერთ ულამაზეს და მარჯვე იარაღად ითვლება ბრინჯაოს ხანის მსოფლიოში.

აღმოსავლეთ საქართველოში ამას ემატება კიდევ ვაზის სასხლავი დანების აღმოჩენა, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ამ პერიოდის მიწათმოქმედების დარგებში მევენახეობაც უნდა ყოფილიყო ფართოდ გავრცელებული.

გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში კოლხეთისა და იბერიის მოსახლეობაში ფართო გავრცელება ჰპოვა ტანსაცმელთან დაკავშირებულმა ისეთმა ნივთებმა, როგორიცაა სარტყლები 4 და მათთან დაკავშირებული აბზინდები, საკინძები, ბალთები და ღილები. ავი თვალისგან დასაცავად, ასევე საკულტო დანიშნულებით, ფართოდ უხმარიათ ჯვრისებური და ზოომორფული საკიდები, რომელთა შორის განსაკუთრებით სჭარბობს ირმის ფიგურული საკიდები.

აღნიშნულ პერიოდში მოსახლეობაში გავრცელებული ჩანს რამდენიმე ტიპის სამარხი: ორმოსამარხი, ქვევრსამარხი, ქვასამარხი, ხის ფიცრებისგან შეკრული სარკოფაგები და საკრემაციო მოედნები, რომლებშიც მიცვალებულებს ასაფლავებდნენ შემდეგი წესით: 1. ორმოსამარხებში მიცვალებულებს კრძალავდნენ გაშოტილ ან მოკეცილ მდგომარეობაში გვამის ნებისმიერი დამხრობით, 2. ქვის სამარხებში ასვენებდნენ მოკეცილ ან ზოგჯერ მჯდომარე მდგომარეობაში, 3. მეორედ მარხავდნენ ჭურებში, და 4. გვამს წვავდნენ საგანგებო მოედნებზე ინვენტართან ერთად. ამავე საკრძალავი წესის ნაწილი გახლდათ ,,საიმქვეყნიო” საჩუქრების ჩატანება, რომელთა შორის ყვითელი საღებავიც იყო.
ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს ადამიანთა ცხოვრებაში თანდათან იჭრება ახალი ლითონი, რომელიც ბრინჯაოსგან განსხვავებით ჭედვადი იყო. რკინის საბადოების მიგნებამ ადამიანი მის გამოყენებამდე მიიყვანა, რამაც ძვ.წ. VII-VI საუკუნეებიდან მთლიანად შეცვალა ბრინჯაო და მსოფლიოში ახალ ერას დაუდო საფუძველი.

ქართველ ტომთა უძველესი გაერთიანებები და სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (დიაოხი, კოლხა, ,,უდაბნოს ცივილიზაცია”)
კოლხური კულტურის პერიოდში სწრაფად წარიმართა ქართველური ტომების კონსოლიდაციის პროცესი, რაც მალე სახელმწიფოებრივი გაერთიანებების შექმნაში აისახა. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება პირველი პროტოსახელმწიფოებრივი გაერთიანებები დიაოხი (ტაოხი, ტაო) და კოლხა (კოლხეთი), რომლებსაც აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ გარესამყაროსთან. სწორედ მცირე აზიის, ანატოლიის, მესოპოტამიისა და ურმიის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოთა წერილობითი წყაროებით გვექმნება წარმოდგენა ამ ქართულ გაერთიანებათა შესახებ.

საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ ტომებს პირველად მოიხსენიებენ ძველასურული წერილობითი წყაროები, რაც დაკავშირებული იყო ამ ქვეყნის ინტერესებით ჩრდილოეთით მცხოვრები ხალხების მიმართ.

ძვ.წ. XIIIს. მცირე აზიის ტერიტორიზე დიდი ცვლილებები მოხდა. ამ საუკუნის ბოლოსთვის დასავლეთიდან მოსულმა ,,ზღვის ხალხებმა” ხეთების 5 ძლიერი სამეფო გაანადგურეს. იმავე დროს ასურელები 6 ანადგურებენ მათ ჩრდილოეთით მდებარე მითანის სახელმწიფოს და იწყებენ ჩრდილოეთში მისი მემკვიდრეობის ათვისებას. სწორედ ამ ტერიტორიაზე, ამ დროს ყალიბდება მრავალი მცირე გაერთიანება, რომლებიც მტერს ერთიანი ძალით უპირისპირდებიან. ამ გაერთიანებათა შორის იყო მდ. ყარა-სუს (დას. ევფრატი) და მურად-სუს ორმდინარეთში წარმოშობილი ,,ნაირის ქვეყნები”, რომელსაც სათავეში უნდა დგომოდა დიაოხი (ასურული წყაროებით დაიაენი). ძვ.წ. XIIს. ბოლოსთვის დიაოხი, რომლის ტერიტორია დღევანდელი არზრუმისა და ყარა-სუს სათავეებიდან ჩრდილოეთით უნდა გავრცელებულიყო, ერთ-ერთ ძლიერ გაერთიანებად ჩანს. ამაზე უნდა მეტყველებდეს მისი გამორჩეული როლი იმ ბრძოლებში, რომლებსაც ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I (ძვ.წ. 1115-1077 წწ.) ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ იხდის. მან ძვ.წ. 1112 წ. ილაშქრა ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში, როგორც ჩანს, ედგა დიაოხის მეფე სიენი. 23 ქვეყნის მეფეებისა და მათ დასახმარებლად წამოსული “ზემო ზღვის” (შავი ზღვის) მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლე ხალხების მეფეების დამარცხების შემდეგ ტიგლათფილესერ I-მა დატყვევებული მეფეები ასურული ღვთაების ერთგულებაზე დააფიცა და ადგილზევე გაათავისუფლა, დიაოხის მეფე კი, როგორც გამორჩეული და მნიშვნელოვანი სამხედრო ტყვე, ასურეთის დედაქალაქ აშურში მიიყვანა. ასურული წყაროს მიხედვით, სიენი მხოლოდ მას შემდეგ იქნა შეწყალებული, რაც ასურეთისადმი ერთგულების ფიცი დადო.

საინტერესოა, რომ მეფე ტიგლათფილესერ I, ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლისას მათ დასახმარებლად მოსულ “ზემო ზღვის” ხალხებს შორის ასახელებს კილხის ქვეყანას, რაც, ალბათ, იგივე კოლხა უნდა იყოს. მოგვიანებით, ძვ.წ. XI-IX სს., აღნიშნული კილხის ქვეყანა უნდა ქცეულიყო იმ ძლიერ სახელმწიფოდ, როგორადაც იგი მოიხსენიება ძვ.წ. VIII ს. ურარტულ წყაროებში, თავისი ,,მეფით”, ,,სამეფო ქალაქებით”, მეფისნაცვლებით და სხვ. აღნიშნულ პერიოდში მან თავისი ძალაუფლება განავრცო სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ვრცელ ტერიტორიაზე, რამაც ხელი შეუწყო აქ მოსახლე ტომების ერთ კულტურულ - ,,კოლხური კულტურის” ერთობად ჩამოყალიბებას.

ძვ.წ. XI საუკუნიდან ასურეთს უხდება თავდაცვითი ომების წარმოება არამეელებთან, ამიტომ მას აღარ აქვს ძალა ჩრდილოეთის მიმართულებით ექსპანსიისა. ძვ.წ. IX საუკუნიდან ასურეთი ხელახლა იკრებს ძალას და იწყებს დაპყრობით ომებს ნაირის ქვეყნების წინააღმდეგ. მაგრამ ამ პერიოდში ასპარეზზე გამოდის ორი სახელმწიფო - ურარტუ 7 და კოლხა, რამაც ვითარება საგრძნობლად შეცვალა. მტრების საფრთხის ქვეშ აღმოჩენილმა დიაოხმა არჩია ასურეთთან კავშირის გზით თავი დაეცვა შემდგომი საფრთხისაგან, ამით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი დიაოხის მეფის ასიას მიერ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც მან ასურეთის მეფე სალმანასარ III-ს (ძვ.წ. 859-824წწ.) ერთგულება შეფიცა მას, შემდეგ რაც მდ. ევფრატზე ასურელებმა ურარტუ დაამარცხეს. მაგრამ დიაოხის მეფეს ამ კავშირმა ვერ უშველა. IXს. ბოლოსა და VIIIს. I ნახევარში გაძლიერებულმა ურარტუმ არა მარტო ჩრდილოეთის გზა გადაუღობა ასურეთს, რითიც ის რკინის საბადოებს მოსწყვიტა, არამედ სამხრეთითაც შეავიწროვა. დიაოხი ურარტუს წინააღმდეგ მარტო აღმოჩნდა.

ძვ.წ. IX ს. ბოლოსა და ძვ. წ. VIII ს. დასაწყისში დიაოხში ლაშქრობს ურარტუს მეფე მენუა, რომელსაც ურარტული წარწერის თანახმად დიაოხი გაუჩანაგებია. მისი მეფე უტუფურსი კი დაუმორიჩილებია. მაგრამ, როგორც ჩანს, დიაოხი არ ეპუებოდა მტერს და წინააღმდეგობას განაგრძობდა. უტუფურსი რამდენიმესგზის აჯანყებულა, რის გამოც მის წინააღმდეგ კიდევ ულაშქრია ახლა უკვე მენუას მემკვიდრეს არგიშთი I-ს. საინტერესოა, რომ ამ ბრძოლების დროს დიაოხს ჰყოლია მოკავშირე სხვა ქართული ტომები (ლოსები (ლაზები), ვიტერუხები (ოძრახენი), ქათარზები (კლარჯები)). ამ ორი მეფის მიერ განხორციელებული ლაშქრობის ამსახველი ურარტული წარწერები ცხადად მიუთითებენ, რომ მენუასა და არგიშთი I-ის დროს დიაოხი ძლიერი ქვეყანაა, სადაც კარგადაა განვითარებული მესაქონლეობა და მეტალურგია. ამავე წარწერების მიხედვით ცხადია, რომ ურარტუს მეფეებს არა მხოლოდ დიაოხის დახარკვა ჰქონიათ განზრახული, არამედ მისი ტერიტორიების მიერთებაც. საბოლოოდ, ამ ლაშქრობებმა დაასუსტა დიაოხი, რასაც იმავე ძვ.წ. VIII ს. შუა ხანებში მისი დაცემა მოჰყვა.

კოლხამ მისი ჩრდილოეთის ტერიტორიები მიიტაცა და ურარტუს უშუალოდ გაუმეზობლდა. ამიერიდან სწორედ ეს ორი ქვეყანა - კოლხა და ურარტუ უპირისპირდება ერთმანეთს.

ურარტული წარწერების მიხედვით ურარტუს მეფე სარდურ II-ს პირველი ლაშქრობა კოლხას წინააღმდეგ ძვ.წ. 750-748 წწ. მოუწყვია. მეორეჯერ იგი ძვ.წ. 747-741 წწ. დასხმია თავს ქართულ სახელმწიფოს. დაუპყრია კოლხეთის მეფის “სამეფო ქალაქი” ილდამუსა, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და შესაძლოა, საკულტო ცენტრი, სადაც მეფისნაცვლები მსხდარან. დაურბევია და გაურეკია მოსახლეობა და საქონელი. შემდეგ კი გამარჯვების აღსანიშნავად რკინის ბეჭედი გაუკეთებია და წარწერა დაუდგამს ილდამუსაში.

ურარტუელთა დაინტერესება კოლხეთის სამეფოთი გასაგებია. მის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ხალხი საკმაოდ განვითარებული ჩანს. განსაკუთრებით ეს დაინტერესება უნდა გამოეწვია ახალი ლითონის – რკინის საბადოებით მდიდარ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებს, სადაც ფიქსირდება კიდეც უძველესი კერები რკინის დამუშავებისა. ამას გარდა, კოლხეთის სიძლიერე, რომელიც ბერძნულ მითოსშიც აისახა, ურარტუს უბიძგებდა კოლხას დამორჩილებისკენ.

სწორედ ამ პერიოდში გაეცნენ ბერძნები პირველად შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს. ამ ქვეყნის ძლიერებამ და ბრწყინვალებამ, რომელმაც მოხიბლა ბერძნები, ასახვა ჰპოვა კიდეც მითში არგონავტების 8 შესახებ.

მაგრამ უკვე ძვ.წ. VIII ს. 20-იან წლებში ამიერკავკასიას ქარიშხალივით გადაუარეს ჩრდილოეთიდან შემოსულმა კიმირიელთა ტომებმა, რომელთან შეტაკებასაც კოლხას სამეფო შეეწირა. 

კიმირიელთა და შემდეგ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროს გზით (დარუბანდის კარით) სკვითების კავკასიაში შემოჭრის დროისთვის აღმოსავლეთ საქართველოში უკვე არსებობდა რამდენიმე პოლიტიკური გაერთაიანება. მათში ერთი გაერთიანების (მას ,,უდაბნოს ცივილიზაციას” ეძახიან) ცენტრი მდინარე იორსა და მტკვარს შორის არსებულ ზეგანზე მდებარეობდა. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე აქ უკვე არსებობდა ქალაქური ტიპის დასახლებები, რომლებიც რკინის წარმოების დიდი ცენტრები უნდა ყოფილიყო. მეცნიერთა ვარაუდით ამ მოსახლეობას აღნიშნული ტერიტორია მას შემდეგ უნდა დაეტოვებინა, რაც რკინის დამუშავების დიდმა მასშტაბებმა გარემოს გაუკაცრიელება და გაუდაბურება გამოიწვია.

ამავე II-I ათასწლეულების მიჯნაზე კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება უნდა ყოფილიყო თრიალეთშიც, რომელიც ასევე მოიცავდა ქართლს.

ქართლი და კოლხეთი ძვ.. VI-I ს.ს.
მოყოლებული VIII საუკუნიდან ვიდრე VI საუკუნემდე საქართველოს ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა შესახებ წყაროები თითქმის დუმან. მხოლოდ ძვ.წ. V ს. ბერძენ ავტორებთან იწყება ცალკეული ცნობების გაჩენა მათ შესახებ.

ამ პერიოდში საქართველოს სამხრეთით ძირეული ცვლილებები მოხდა: მცირე აზიის ტერიტორიაზე ძვ.წ. 676 წ. ბოლო მოეღო ფრიგიის მუშქთა სამეფოს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველური ტომები - მესხები, რომელთაც ძველი წყაროები მოიხსენიებდნენ როგორც მუშქებს. ისინი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე (მცირე აზიის ტერიტორიაზე) და აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ აქ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად, ცნობილია, რომ მუშქებმა მონაწილეობა მიიღეს ხეთების ძლიერი სახელმწიფოს ფორმირებაში. ხეთურ კულტურას ზიარებული მუშქები ძვ.წ. XIII ს. ხეთის განადგურების შემდეგ იწყებენ მოძრაობას სხვა ტერიტორიებისკენ. ასურული წყაროების მიხედვით დაახლოებით ძვ.წ. XII საუკუნიდან მათ სამხრეთისაკენ უნდა დაეწყოთ მოძრაობა. ისინი შედიან და მკვიდრდებიან ჩრდილო შუამდინარეთში მდინარე ევფრატის ზემო წელში, სადაც ისინი ეჯახებიან ასურელებს. მიუხედავად მუშქთა არაერთი მარცხისა, ასურეთის მეფეებმა ვერ შეძლეს წინ აღდგომოდნენ მუშქთა უფრო სამხრეთით გაჭრას და მოგვიანებით მათი მონაწილეობით ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ძვ.წ. X ს. მუშქების მიერ შექმნილმა მუშქთა სამეფომ, რომელსაც ბერძნები ფრიგიის სამეფოს ეძახდნენ, ძვ.წ. 676 წლამდე იარსება, ვიდრე იგი ურარტუს მეფე რუსა II-მ კიმირიელთა დახმარებით არ გაანადგურა. მუშქთა სამეფოში დამპყრობთა ამ დამანგრეველი ლაშქრობის გაგების შემდეგ ფრიგიის ლეგენდარულ მეფე მითას (ბერძნები მას მიდასს უწოდებენ) თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე. სწორედ მუშქთა სამეფოს განადგურების შემდეგ დაიწყეს მუშქებმა ჩრდილოეთისკენ სვლა და საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. თავდაპირველად ისინი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე მკვიდრდებიან, სადაც ძვ.წ. IV საუკუნისათვის უნდა შეექმნათ პოლიტიკური გაერთიანება. ბერძენი გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. I-ახ.წ. I სს.) მას მოსხიკეს (მოსხთა ქვეყანას) უწოდებს. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ეს უნდა იყოს სწორედ ის გაერთიანება, რომელიც ,,მოქცევა ქართლისა”-სეულ არიან-ქართლს შეესაბამება. ამას გარდა, მესხები უფრო ჩრდილოეთითაც იწყებენ გავრცელებას და სახლდებიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. იმ ადგილებში სადაც მესხთა ანუ მუშქთა ტომი დამკვიდრდა, დღემდე შემორჩა მათი სახელის აღმნიშვნელი ტოპონიმები. მაგალითად, მესხეთი, სამცხე, მცხეთა (რაც მესხთა ქალაქს ნიშნავს). აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი გაერთანებების დასაწყისი და მშენებლობა სწორედ მესხების ტომთანაა დაკავშირებული. მათ სახელს უკავშირებს მეცნიერთა ნაწილი კლდეში ნაკვეთი ციხე-ქალაქების ქართლში გამოჩენასაც. პირველ რიგში ასეთ ქალაქთა შორის იგულისხმება უფლისციხე, რომელიც ქართლის ტერიტორიაზე არსებული გაერთიანების ცენტრი უნდა ყოფილიყო.

ამას გარდა, 625 წ. ირანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა მიდიის სამეფო, რომელმაც ქალდეურ ბაბილონთან ერთად 605 წ. გაანადგურა ასურეთის სამეფო. 590 წ. დაეცა ურარტუს სახელმწიფოც, რამაც განაპირობა ურარტუელთა გარკვეული ნაწილის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი ადგილობრივ მოსახლეობაში აითქვიფნენ და კვალად მხოლოდ ცალკეული სიტყვები დატოვეს (ყირამალა - ყირა მიწას ნიშნავს, ხოლო მალა – თავს; ივრი არალე, თარი არალე - არალე მოსავლისა და ნაყოფიერების ღვთაება იყო ძველ აღმოსავლეთში, ხოლო ივრი და თარი მისდამი ლოცვის მანიშნებელი სიტყვებია – უფალო არალე, მოგვეც არალე).

მაგრამ მიდიელთა ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ძვ.წ. 550-549 წ. სპარსეთის პროვინციის აქემენიდური დინასტიის წარმომადგენელმა კიროს II დიდმა (558-530 წწ.) შესძლო, დაამარცხა მიდიის მეფე და ბოლო მოუღო მიდიის სამეფოს. მის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ახალი აქემენიდური ირანი, რომლის ტერიტორია მალე გადაიჭიმა შავი ზღვიდან სპარსეთის ყურემდე.

ამ უზარმაზარი იმპერიის შემადგენლობაში, როგორც ჩანს, არ შესულა მთელი საქართველო. ირანის ბატონობის უღელი უფრო მეტად მძიმე იყო სამხრეთ ქართული ტომებისათვის, რომლებიც ირანის სამეფოს XVIII ადმინისტრაციულ ერთეულში, სატრაპიაში მოექცნენ და როგორც დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათაც დაეკისრათ განსაზღვრული რაოდენობის გადასახადი. ეს სატრაპია ქართულ წერილობით წყაროებში ,,არიან ქართლად” იწოდება. ჰეროდოტე მასში შემავალ ტომებს შორის ასახელებს მაკრონებს, ტიბარენებს, მოსინიკებს, მოსეხებს და მარებს (III,94). ძვ.წ. V ს. ბერძენი ისტორიკოსის ცნობით ჩანს, რომ თავად კოლხეთი სატრაპიად არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ იგი მაინც იხდიდა გარკვეულ გადასახადს, რაც გამოიხატებოდა ნებაყოფლობით საჩუქარში - კოლხები ირანელებს ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ მიართმევდნენ ას ჭაბუკსა და ას ქალწულს.

ამ პერიოდისთვის კოლხეთის სამეფოში, რომლის პოლიტიკური ცენტრი მდინარე ფაზისზე (თანამედროვე რიონი) უნდა ყოფილიყო, უკვე დაარსებულია ბერძნული ახალშენები. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ისევე, როგორც მის სხვა ნაწილებში, ბერძნული ქალაქების დაარსებაში მთავარ როლს თამაშობდა მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე წარმოშობილი ბერძნულ-იონური ქალაქი მილეტი. უკვე ძვ.წ. VIII ს. ბერძნული ახალშენები უნდა გაჩენილიყო სინოპში, ამისოში, ტრაპეზუნტში, კოტიორაში, კერასუნტში. შემდეგ კი თანდათან ახალშენები ჩნდება საქართველოს ტერიტორიაზეც. ასეთი ახალშენებიდან ცნობილია ფაზისი (დღევანდელი ფოთის მიდამოებში), გიენოსი (ოჩამჩირე), დიოსკურია (იგივე სებასტოპოლისი, სოხუმი). მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა ბერძნული ახალშენი ერთნაირი მნიშვნელობის ცენტრად ვერ იქცა. ჩვეულებრივ, ბერძნული ახალშენები ახერხებდნენ თავიანთი გავლენა გაევრცელებინათ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც გამოხატულებას ჰპოვებდა როგორც კულტურულ თუ რელიგიურ, ისე პოლიტიკურ სფეროშიც. ზოგჯერ ქმნიდნენ პოლიტიკურ გაერთიანებებსაც. მაგალითად, ასე მოხდა ჩრდილო შავიზღვისპირეთში, სადაც ბერძნულმა ახალშენებმა მალე ძლიერი სახელმწიფო - ბოსფორის სამეფო ჩამოაყალიბეს, დედაქალაქით პანტიკაპეაში. ამ სამეფოში ბერძნებს გარდა შედიოდნენ სკვითები, სარმატები, სინდები, მეოტები და სხვ.

მსგავს, თუმცა არა ასეთი მაშტაბის მქონე როლს თამაშობდნენ ბერძნები სამხრეთ-დასავლეთ შავიზღვისპირეთში, სადაც ასევე არსებობდა პოლიტიკური კავშირი სინოპის მეთაურობით.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიას, აქ ბერძნულმა ახალშენებმა მსგავსი ძალაუფლების ხელში აღება ვერ მოახერხეს, რაშიც დიდი როლი ითამაშა გარემო ფაქტორებმა. კოლხური მოსახლეობა გაცილებით მაღალი კულტურის, სოციალ-ეკონომიკური განვითარების საფეხურზე იდგა, თუნდაც იგივე ჩრდილო შავიზღვისპირა ტომებთან შედარებით. შორს იყო წასული ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური და ეთნიკური კონსოლიდაციაც. შავი ზღვის აღმოსვლეთ სანაპიროზე ბერძნების პირისპირ აღმოჩდნენ სახელმწიფოებრივი ცხოვრების ზღურბლზე მდგარი ქართველური ტომები, რომლებთანაც ელინებს ალბათ მძაფრი ბრძოლა უნდა გადაეტანათ. ასეთ ვითარებაში, როგორც მეცნიერები მიუთითებენ, კოლხეთში ახალშენების დაარსება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მაშინ თუ ეს კოლონიები ადგილობრივი მოსახლეობის საქალაქო ცენტრებად ჩამოყალიბდებოდნენ, რომელთა ცხოვრებაშიც ბერძნებს ნაკლები როლი დაეკისრებოდათ. მეორე მხრივ კი ადგილობრივ ტომობრივ არისტოკრატიას ასევე უნდა ჰქონოდა ბერძენთა კოლხეთში დასახლების ინტერესი, როგორც ვაჭრობის ხელშემწყობი საშუალებისა. ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ კოლხეთის საზღვაო ქალაქები შერეული ტიპის ქალაქებად ჩამოყალიბდა. ეს პოლისები თავიდანვე უნდა მოქცეულიყვნენ ადგილობრივ ტომთა გაერთიანების გავლენის ქვეშ და ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც კოლხეთის სამეფოს დამორჩილებოდნენ.  ისინი კოლხეთის სამეფოს საქალაქო ცენტრებად ჩამოყალიბდნენ, რომლებსაც ბერძნულ სავაჭრო ქალაქებთან მაკავშირებლის ფუნქცია ჰქონდათ.

ამ სავაჭრო ქალაქების გზით ხორციელდებოდა კოლხეთის მოსახლეობის ცხოველი სავაჭრო ურთიერთობები როგორც ბერძნულ სამყაროსთან, ისე სირიასთან, ეგვიპტესთან და ბოსფორის სამეფოსთან. რაც მთავარია, ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათის იყო. კოლხეთიდან გაჰქონდათ სახელგანთქმული სელი, თაფლი, ფისი, ცვილი, ხე-ტყე, რომელიც საუკეთესო იყო გემთმშენებლობისთვის, რკინა, ხოხობი (რომელმაც თავისი განსაკუთრებულობის გამო სახელიც კი ფაზისიდან მიიღო - ,,ფაზისური”). იმპორტის სახით კოლხეთში შემოდიოდა სხვადასხვა ფუფუნების საგნები - ძვირფასი ჭურჭელი, სამკაულები, ღვინო, ზეითუნის ზეთი, ნელსაცხებლები. ეს იმპორტული საქონელი მიმოქცევაში იყო არა მხოლოდ კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში, არამედ გადადიოდა იბერიაშიც (მაგალითად, შავლაკიანი ჭურჭელი). კოლხეთიდან გაჰყავდათ მონებიც. ანტიკურ წყაროებში არაერთხელ იჩენს თავს კოლხი მონების სახელდება. ბერლინში, მაგალითად, დაცულია ატიკაში ნაპოვნი ძვ.წ. VI ს. ჰიდრია – თიხის ჭურჭელი, რომელზე შესრულებული წარწერა ამბობს, რომ ,,კოლხმა გამაკეთა”-ო. მსგავსი შემთხვევა სხვა ჭურჭელზეც დაფიქსირდა, მაგალითად, ათენში აღმოჩენილ ამფორაზე შესრულებული წარწერა ამბობს, რომ ამფორა კოლხმა მოხატა.

კოლხეთისა და გარესამყაროს ამ ინტენსიურ ურთიერთობაზე მოწმობენ შავი ზღვის ბერძნულ ქალაქებში აღმოჩენილი კოლხური მონეტები – კოლხური თეთრი 9, ათენიდან, იონიიდან, სირიიდან, ეგვიპტიდან შემოტანილი ამფორები, შავლაკიანი კერამიკა, ფერადი მინისა და პასტის მძივები, ნელსაცხებლები და სხვ.

ძვ.წ. V ს. ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტეს მიხედვით კოლხეთის სამეფოს სათავეში მეფე მდგარა, რომელიც აიეტის შთამომავალი იყო. სამეფო, რომლის ცენტრი ქალაქი ქუთაისი გახლდათ, დაყოფილი უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - სკეპტუხიებად, რომელთაც არისტოკრატიული ფენის წარმომადგენლები მართავდნენ. სკეპტუხიების მთავარი ქალაქები შიდა პოლიტიკური და რელიგიური ცენტრები უნდა ყოფილიყო. ასეთ ქალაქთა შორის იყო ვანი და საირხე. წლების მანძილზე აქ წარმოებულმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად გაკეთებულმა აღმოჩენებმა კოლხეთის სამეფოს კულტურული, რელიგიური და სოციალური ცხოვრების ფურცლები დაწერეს.

ძვ.წ. IV ს. ბოლოს კოლხეთი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა.

ძვ.წ. IV ს. ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის აქემენიდური სამეფოს განადგურებამ ქართულ ტომებს თავისუფლება მოუტანა, მეორეს მხრივ კი ეს თავისუფლება ადგილობრივ ბელადებს სამემკვიდრეო მამულების გაფართოების შესაძლებლობას აძლევდა. ამ ბრძოლაში შესაძლოა მათ გამოეყენებინათ გარეშე ძალაც. ერთი მხრივ შინა ვითარების მომწიფებასა და მეორე მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე მომხდარ ცვლილებებს ერთგვარად უნდა დაეჩქარებინა ქართლის სამეფოს წარმოქმნა.

323 წ. ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს - დიადოხოსებს შორის დაიწყო ალექსანდრეს იმპერიის დანაწილება და ახალი ქვეყნების მიტაცება. ამ ბრძოლის შედეგად ძვ.წ. III ს. 80-იან წლებში სამი დიდი ელინისტური სახელმწიფო ჩამოყალიბდა: თრაკიის, რომელიც მოიცავდა ელინისტური სახელმწიფოს ევროპულ ნაწილსა და შავი ზღვის სამხრეთ ტერიტორიას, მას სათავეში ედგა ლისიმაქე; სირიის სელევკიდური სამეფო, რომელიც გადაჭიმული იყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან ირანამდე და მას მართავდა სელევკი; და ეგვიპტის სამეფო, რომელსაც სათავეში ედგა პტოლემაიოსი. დიადოხოსებს შორის ტერიტორიების გადანაწილების დროს ალქსანდრეს სახელით საქართველოში უნდა ელაშქრა ლისიმაქეს, რაც აისახა სწორედ “ქართლის ცხოვრებაში”. ქართული წყაროების მიხედვით ამ ლაშქრობას ტომთა ბელადების დიდი ნაწილი წინააღმდეგობით შეხვდა, ბევრი ბრძოლაშიც დაიღუპა (მაგალითად მცხეთის მამასახლისი სამარა და მისი ძმა), მაგრამ მეორე ნაწილი არიან-ქართლის მმართველის აზონის სახით მტრის მხარეზე გადავიდა და მის სამსახურში ჩადგა. სანაცვლოდ მან დაპყრობილი ქართლის მმართველობა მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ აზონი ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის ბელადი გახლდათ, მოსახლეობისთვის იგი მაინც დამპყრობელი იყო, რომელიც ძალისმიერი საშუალებით ცდილობდა ტახტის შენარჩუნებას. მაგალითად, ლეონტი მროველის მიხედვით აზომ ბრძანება გასცა ვისაც კი საჭურველს უპოვიდნენ ყველა მოეკლათ.

ასეთ ვითარებაში ქართლის განთავისუფლებისათვის ჯერ, და შემდეგ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნისთვის ბრძოლას იწყებს მცხეთის ყოფილი მამასახლისის სამარას ძმისშვილი ფარნავაზი, რომელიც ასპარეზზე გამოდის აზოსთან დაახლოებით და თავის გამოჩენით, როგორც კარგი მონადირე.

XI ს. ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრების” მიხედვით, ფარნავაზი 3 წლის იყო როცა დაობლებული დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. იგი კარგი მონადირე დადგა, და ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს (საერთოდ უნდა ითქვას, რომ ქართველთა ცხოვრებაში ნადირობა ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია და მთავარი გმირების, შესაბამისად საქართველოს ისტორიაშიც, რაღაცის სასრულად და საწყისად გვევლინება. ასე იყო ფარნავაზის შემთხვევაში, ასე იყო მირიანის, ვახტანგ გორგასლის და სხვათა შემთხვევაშიც. აქვე შეიძლება დასახელდეს ასურელი მამების ცხოვრებებიც) მან იპოვა განძი, რომელიც გამოიყენა ჯარის დასაქირავებლად და აზოს წინააღმდეგ კამპანიის წარსამართავად.

ალექსანდრე მაკედონელის დიადოხოსთა შორის ამტყდარი ომების უკანასკნელ ეტაპზე, ლისიმაქეს დამარცხების შემდეგ, ქართველ ტომებზე გავრცელდა თრაკიის სახელმწიფოში ჩამოყალიბებული პონტოს სამეფოს იურისდიქცია, ამდენად ფარნავაზის გამოსვლა აზოს წიმააღმდეგ პონტოსთან დაპირისპირებასაც ნიშნავდა. ამიტომ ფარნავაზმა, ჯერ კავშირი გააბა ეგრისის მმართველთან ქუჯისთან, რომელმაც მას არათუ დახმარება აღუთქვა ბრძოლაში, არამედ აღიარა კიდეც იგი, როგორც უპირატესი და ქართლის სამეფოს მომავალი მეფე. ფარნავაზისა და ქუჯის მოწოდებას ქვეყნის სხვა კუთხეებმაც დაუჭირეს მხარი. ფარნავაზმა და ქუჯიმ ლეკებისა და ოსების სახით დამხმარე ძალა  გადმოიყვანეს ჩრდილო კავკასიიდანაც. ამას დაემატა აზონის მომხრეებში განხეთქილების ჩამოგდება, რის შედეგადაც აზოს ჩამოსცილდა 1000 მებრძოლი და ფარნავაზს მიემხრო. აზო მიხვდა, რომ ბრძოლას ვერ შეძლებდა, კლარჯეთში - თავის სამემკვიდრეო მამულში გადავიდა დად ა აქედან გააგრძელა მზადება ძალაუფლების შენარჩუნებისათვის.

ფარნავაზი მცხეთაში შევიდა და მთელი ქართლი დაიკავა. მან კარგად იცოდა, რომ ომი ჯერ არ დამთავრებულიყო. აზოსთან, როგორც პონტოს სამეფოს მომხრესთან დაპირისპირებისთვის მას სჭირდებოდა ასეთივე დიდი მოკავშირე, რომელიც თავისი მორალური დახმარებითაც კი დიდ სამსახურს გაუწევდა ქართველებს. ასეთ მოკავშირედ ფარნავაზმა “აირჩია” დიადოხოსების ომიდან ტრიუმფით გამოსული სელევკიდების სამეფო. ფარნავაზმა წარავლინა მოციქული ანტიოქოს I-თან, აღუთქვა მას მორჩილება და დახმარება სთხოვა მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში. ცხადია, ქართველი დიდებულის ,,მსახურება” ანრიოქოს I-ს გავლენის სფეროს გაფართოების საშუალებას აძლევდა, ამიტომ ბუნებრივია სირიის მეფემ სიხარულით ,,შეიწყნარა” ფარნავაზის თხოვნა და თანხმობის ნიშნად მას სამეფო ინსიგნიები გამოუგზავნა, ხოლო სომხეთის ერისთავებს ქართველთა დახმარება უბრძანა. ქართული წყაროს თანახმად, სომხების ერთმა ნაწილმა მართლაც მიიღო მონაწილეობა ბრძოლაში, მაგრამ ფარნავაზისთვის მთავარი მაინც სელევკიდური სამეფოს, როგორც მისი მოკავშირის ფიგურირება იყო.

გადამწყვეტ შეტაკებაში, რომელიც ერთი წლის შემდეგ არტაანთან მოხდა, აზო ბრძოლის ველზე დაიღუპა და კლარჯეთიც ფარნავაზს დაექვემდებარა. პონტოს მეფე მითრიდატე, რომელსაც რომაელებიც პრობლემად ქცეოდნენ, იძულებული გახდა ეცნო ქართული მიწების დაკარგვა.

გამარჯვების შემდეგ ფარნავაზმა ერთგულება დაუფასა იმ 1000 ქართველ მებრძოლს, რომლებიც აზოს გადაუდგნენ და ფარნავაზის მოკავშირენი გახდნენ და ისინი აზნაურობამდე აამაღლა.

ქართლის განთავისუფლების შემდეგ 27 წლის მეფე ფარნავაზი ქვეყნის გაძლიერებას შეუდგა, რისთვისაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება მოუხდა:

1. ადმინისტრაციული რეფორმა: XIს. ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით, მეფემ ქართლის სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - საერისთავოებად. სულ შვიდი საერისთავო იყო: 1. ეგრის-სვანეთის (რომელსაც ქუჯი მართავდა); 2. არგვეთის; 3. კუხეთი და კახეთი; 4. გარდაბანი; 5. ტაშირი და აბოცი; 6. ჯავახეთი, კოლა და არტაანი; 7. სამცხე და აჭარა; 8. კლარჯეთი. ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად იყო გამოყოფილი შიდა ქართლის ტერიტორია, რომელიც საგამგებლოდ გადაცემული ჰქონდა საქართველოს ჯარების მეთაურს - სპასპეტს. საერისთავო წარმოადგენდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ და სამხედრო ერთეულს, რომლის სათავეშიც მეფის მოხელე – ერისთავი იდგა. ისინი ექვემდეარებოდნენ ქართლის გამგებელს – სპასპეტს. თავის მხრივ ერისთავების ხელქვეითნი იყვნენ სპასალარნი და ათასისთავნი, რომელთა მეშვეობითაც ქართლის სამეფოში იკრიბებოდა სამეფო და საერისთავო გადასახადი.

2. რელიგიური რეფორმა: ერთიანი სახელმწიდო ერთ მთავარ კულტს საჭიროებდა, რომელიც ადგილობრვი მრავალი ღვთაების გვერდით იარსებებდა, მაგრამ იმავ დროს იქნებოდა ყველაზე აღმატებული და უმთავრესი. ასეთ ღმერთად მეფემ არმაზი გამოაცხადა, რომელიც ლეონტი მროველის სიტყვებით, სპარსულად ფარნავაზს ნიშნავდა. არმაზი გახლდათ მთვარის ღვთაება, რომლის თაყვანცემა ქართველ ტომებში მიწათმოქმედების განვითარების კვალდაკვალ ჩაისახა და გავრცელდა. ღვთაებათა ანთროპომორფიზაციის შედეგად მთვარის ღვთაება ქართველებში მამაკაცის სახით ჩამოყალიბდა. ასეთივე გარეგნობა ჰქონდა არმაზის ღვთაებასაც: იგი გახლდათ ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მეომრის გამოსახულება, რომელსაც ოქროს აბჯარი და მუზარადი ჰქონდა, ხელში ხმალი ეჭირა, ხოლო თვალებად ლალისა და ზურმუხტის თვლები ჰონდა ჩადგმული. რაც შეეხება სიტყვა არმაზს, იგი საქართველოში უნდა შემოეტანათ ხეთურ კულტურას ზიარებულ მესხურ ტომებს. სწორედ ხეთურ პანთეონში იყო ცნობილი ასეთივე მთვარის ღვთაება (ხეთურად Aრმას მთვარის ღვთაებას ნიშნავს). ფარნავაზმა მთავარი ღვთაება ქართლის უმთავრეს მთაზე, მცხეთის მოპირდაპირედ, ქართლის ქედზე აღმართა, რომელსაც ამიერიდან არმაზის მთა ეწოდა.

3. კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა: ლეონტი მროველის გადმოცემით მეფე ფარნავაზმა შექმნა დამწერლობა ქართული, განავრცო ენა ქართული ,,და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული ენა გახდა სახელმწიფო ენა.
ფარნავაზმა გაამაგრა და გააშენა მცხეთა. ქართლის მთის ძირში ააგო ახალი რეზიდენცია არმაზციხე, რომელიც ერთი მხრიდან “მოზღუდული” იყო მთებით, ხოლო მეორე მხრივ - მდინარე მტკვრით.

მეფის თავდაცვითი სისტემის მშენებლობა ამით არ დასრულებულა. მის დროს აიგო შორაპანი და დიმნა, რომელნიც, მეფის პოზიციების განმტკიცების გარანტნი უნდა ყოფილიყვნენ დასავლეთ საქართველოში. ამავე დროს ქუჯის მიერ აშენდა, შემდეგში ეგრისის ცენტრად ქცეული, ციხეგოჯი (იგივე ნოქალაქევი, ბერძნების მიერ არქეოპოლისად წოდებული).

გარდა ამისა, როგორც ჩანს, მეფე დიდ ყურადღებას აქცევდა დინასტიურ ქორწინებასაც, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩრდილო კავკასიელებთან კავშირისთვის მან ცოლად შეირთო დურძუკთა ბელადის ასული, ერთი და მიათხოვა ოსთა ბელადს, ხოლო მეორე ეგრისის ერისთავის, ქუჯის მეუღლე გახდა.

ლეონტი მროველის მიხედვით ფარნავაზმა 65 წელი იმეფა. 92 წლის გარდაცვლილი მეფე არმაზის ფეხებთან დაკრძალეს.

ფარნავაზის შემდეგ ქართლის მეფე გახდა მისი ვაჟი საურმაგი, რომელმაც გააგრძელა მამის საგარეო პოლიტიკა და ,,მსახურებდა მეფესა ასურასტანისასა (სელევკიდებს)”, თუმცა პრობლემები შეექმნა ქვეყნის შიგნით. ქართლის ერისთავთა ერთ ჯგუფს, როგორც ჩანს, ძალაუფლების გაზრდისათვის, გადაეწყვიტა მისი თავიდან მოცილება. ამ მოძრაობას იმდენად ფართო ხასიათი მიუღია, რომ საურმაგს გაცლა უმჯობინებია. მაგრამ მისთვის დახმარება შეუთავაზებიათ იმ გააზნაურებულ დიდებულებს, რომლებიც აზოს განუდგნენ და ფარნავაზის მხარეს დადგნენ, ხოლო ფარნავაზმა იმით დაუფასა თავდადება, რომ მათ პატივი და წოდება მისცა. იმედმიცემულმა საურმაგმა შემოიერთა ჩრდილოკავკასიელებიც და ერთიანი ლაშქრით აჯანყებულები დაამარცხა. საურმაგმა გარკვეულ პოლიტიკას მიმართა, იმისთვის რომ მომავალში შეემცირებინა ასეთი შემთხვვების ალბათობა, და ასევე დასაყრდენის გაზრდისათვის საქართველოში გადმოასახლა ჩრდილო კავკასიელთა ერთი ნაწილი (დურძუკები), რომელთა მოკავშირეობა დამყარებული იყო ნათესაურ კავშირზე (ლეონტი მროველი ამ საყრდენად ასახელებს იმას, რომ საურმაგის დედა თავად დურძუკი იყო).

ფარნავაზის და მისი მემკვიდრეების საურმაგისა და მირიან I-ის დროს ქართლის სამეფოს ტერიტორია მოიცავდა საკუთრივ ისტორიულ ქართლს, კახეთის დიდ ნაწილს, სამცხეს, ჯავახეთს, კოლა-არტაანს, კლარჯეთს, აჭარას, არგვეთს, ეგრისსა და სვანეთს, მაგრამ უკვე ძვ.წ. II საუკუნიდან ვითარება შეიცვალა.

ძვ.წ. II საუკუნის დასაწყისში ძირეული ცვლილება მოხდა წინა აზიაში. 190 წ. მაგნეზიასთან ბრძოლაში რომის ლაშქარმა სელევკიდების არმია დაამარცხა და სამეფოსაც ბოლო მოუღო. დასუსტებულ სირიას პირველი სომხეთი ჩამოსცილდა, სადაც ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის თქმით ანტიოქოსის სარდლები არტაქსია და ზარიადნე გამეფდნენ. მემატიანეთა გადმოცემით, ქართველებსა და სომხებს შორის (მირიან მეფესა და არტაშეს I-ს შორის) სამოყვრო კავშირი დამყარებულა, მაგრამ, უკვე მირიანის მომდევნო მეფის - ფარნაჯომის დროს ურთიერთობა სომხებთან ძირეულად შეცვლილია. იმდენად, რომ ქართლში სომხები ლაშქრობენ. ლეონტი მროველის თქმით, ფარნაჯომმა დაივიწყა ქართული პანთეონი და მაზდეანობის თაყვანცემა დაიწყო. ამისთვის განუდგნენ მას ქართველი დიდებულები და სომხეთის მეფეს მის წინააღმდეგ დახმარება სთხოვეს. სანაცვლოდ ფარნაჯომმა დახმარება სპარსელებს – პართიას  სთხოვა. ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა, მეფე დამარცხდა და ბრძოლის ველზე დაიღუპა. ქართლის ტახტზე ავიდა სომხეთის მეფის ძე არშაკი. შემდგომი ისტორია ქართლის სამეფოსი უფერულია და უღიმღამოდაა მოთხრობილი მატიანეებში, რაც საერაშორისო ასპარეზზე მომხდარი ცვლილებებითაც უნდა ყოფილიყო განპირობებული.

ძვ.წ. IIს. ბოლოსათვის აღზევებას და ექსპანსიას იწყებს პონტოს სამეფო, რომლის დაპყრობებს ვერც ქართული სამყარო აიცდენდა თავიდან.

პონტოს სამეფო შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ჯერ კიდევ თრაკიის სამეფოს ფარგლებში ჩამოყალიბდა, რომლის სათავეში მითრიდატიდების დინასტია იდგა. ამ დინასტიის დამფუძნებელი იყო სპარსეთის მეფის დარიოს III-ის სატრაპი მითრიდატე. ძვ.წ. 301 წ. ამ მითრიდატეს ვაჟმა, ასევე მითრიდატემ, პონტოს სამეფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მეფის ტიტული მიიღო. ძვ.წ. 111 წ. პონტოს მეფე ხდება ძლევამოსილი მითრიდატე VI ევპატორი, რომელმაც მოახერხა და თავის სამეფოს შეუერთა ბოსფორის სამეფო, კოლხეთის ზღვისპირა ზოლი და ,,მცირე არმენია”. ამის შემდეგ მითრიდატეს გაუჩნდა სურვილი მთელი მცირე აზიის დაუფლებისა. წამოწყებულ ბრძოლაში მისი მოკავშირე გახდა დიდი არმენიის მეფე ტიგრან II, რომელმაც ამ კავშირით ისარგებლა და ადრე დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა. რაც შეეხება მითრიდატეს, მან მოახერხა მცირე აზიის დაკავება, მაგრამ მისი სამეფოს ძლიერება და დაპყრობილი ხალხის მორჩლება იარაღზე იყო დამყარებული, ამიტომ, როგორც კი დამორჩილებული ხალხები დამპყრობლის შეცდომას იგრძნობდნენ, მაშინვე ცდილობდნენ განთავისუფლებას. ასე აჯანყდნენ რომთან პონტოს პირველი მარცხის შემდეგ კოლხებიც (ეს ომი ძვ.წ. 89-84 წწ. მიმდინარეობდა), მაგრამ შემდეგ მითრიდატეს სადამსჯელო ექსპედიციას მოლაპარაკება ამჯობინეს. კოლხების მოთხოვნა კი იმაში გამოიხატა, რომ მითრიდატეს თავისი შვილის კოლხეთში გამეფება სთხოვეს. მითრიდატემ დააკმაყოფილა მოთხოვნა, მაგრამ უმცროსი მითრიდატეს მეფობა მალე დასრულდა. მეფემ იეჭვა რომ ეს აჯანყება თავად მითრიდატე უმცროსის ინსპირირებული იყო მეფობის მისაღებად, ამიტომ იგი ჯერ დააპატიმრა, ხოლო შემდეგ მოაკვლევინა.

პონტოს აღზევებას დაემთხვა რომის ინტერესების ზრდა აღმოსავლეთისკენ, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა მათ შორის დაპირისპირება და ასეც მოხდა. პონტოსა და რომს შორის ამტყდარი ომის ტალღამ, ბუნებრივია, მეზობელ ქვეყნებსაც გადაუარა. მათ შორის იყო იბერიაც.

მიუხედავად იმისა, რომ ძვ.წ. I ს. ქართლი დამოუკიდებელი სამეფოა, მასაც უნდა განეცადა პონტოს დაწოლა. რომთან ომში, ქართლი, ალბანეთსა და სომხეთთან ერთად პონტოს მოკავშირეა. ყოველ შემთხვევაში, რომაელი ისტორიკოსის პლუტარქეს ცნობით, როდესაც რომაელებმა ალყა შემოარტყეს სომხეთის დედაქალაქ არტაშატს, იბერიელი მშვილდოსნები სომხების გვერდიგვერდ იბრძოდნენ, და რაც მთავარია, ტიგრან II-ს მათი ერთგულების იმედი სხვებზე მეტად ჰქონდა.

ძვ.წ. 66 წ. პონტოს მეფის მითრიდატეს წინააღმდეგ გამოიგზავნა რომის სარდალი გნეუს პომპეუსი. მითრიდატეს ამ დროისთვის ბრძოლის რესურსები აღარ გააჩნდა და ამიტომ ,,მცირე არმენიაში” მომხდარ ბრძოლაში დამარცხდა. ევპატორმა პონტო მიატოვა და მცირე ამალით კოლხეთის მიწას შეაფარა თავი. აქ მას დიოსკურიაში მოუხდა გამოზამთრება, რადგან, ბოსფორის სამეფო, საითკენაც მეფე მიდიოდა, მისმა ვაჟმა, მახარემ, მიისაკუთრა. მართალია მეორე წელს მითრიდატემ ბოსფორი დაიბრუნა, მაგრამ მისი მეორე ვაჟის, ფარნაკის მიერ ძვ.წ. 63წ. მოწყობილი აჯანყების შედეგად ძალაუფლება დაკარგა და სხვა გამოსავალი რომ ვერ ნახა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

“მცირე არმენიაში” მითრიდატეს დამარცხების შემდეგ პომპეუსი არმენიაში შევიდა და ტიგრან II დაიმორჩილა. ამ ლაშქრობის შემდეგ ტიგრან II-ის მიერ შექმნილი არმენიის ვრცელი იმპერია დაიშალა და ამიერიდან კარგა ხნით იქცა მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ, რომელიც რომსა და პართიას შორის ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენდა.

არმენიიდან პომპეუსმა გეზი ქართლის დედაქალაქის მცხეთისკენ აიღო. გარდა იმისა, რომ ქართლი ამ ომში პონტოს მოკავშირედ გამოვიდა და ამდენად საჭირო იყო მისი, როგორც მტრის დამორჩილება, რომს კარგად უნდა სცოდნოდა ქართლის, როგორც სტრატეგიული ქვეყნის როლიც, რომელიც აკონტროლებდა ჩრდილოეთის ბუნებრივი მცველის - კავკასიონის გადასასვლელებს. ამ მხრივაც ქართლი საინტერესო ხდებოდა რომისთვის.

უკვე ძვ.წ. 65 წ. იდგა.

რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის მონათხრობით, ქართლის მეფე არტაგი ერთგვარ დიპლომატიურ თამაშს თამაშობდა პომპეუსის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ სომხეთში მყოფს ელჩების პირით მეგობრობას აღუთქვამდა, პარალელურად კი თავდასხმისთვის ემზადებოდა. მაგრამ რომაელი სარდალი მიუხვდა ჩანაფიქრს და ქართლში შემოვიდა. როგორც ჩანს, ეს თავდასმა მოულოდნელი იყო მაინც, მეფემ მომზადება ვერ მოასწრო, დატოვა მცხეთის მთავარი ციტადელი - არმაზციხე, გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე და შემდეგ მცხეთის ხიდიც დაწვა. პომპეუსმა მიტოვებული არმაზციხე აიღო, და დაიწყო მზადება მტკვარზე გადასასვლელად. არტაგმა ისევ მოითხოვა დაზავება, ამასთან მეფემ აღადგენინა ხიდიც, მაგრამ, როცა პომპეუსი ხიდზე გადავიდა, მეფე ისევ გაიქცა და თავი არაგვის ხეობას შეაფარა. დიონ კასიუსის თქმით არაგვის ხეობაში პომპეუსს ქართველებმა არნახული მამაცობით გაუწიეს წინააღმდეგობა, ქალები და ბავშვებიც კი იბრძოდნენ ხის ტოტებში შეფარებულნი. რომაელი ისტორიკოსის პლუტარქეს გადმოცემით, ამ ომში ქართველებმა 9000 მოკლულის და 10000 ტყვის სახით ადამიანი დაკარგეს. მალე პომპეუსის უპირატესობა აშკარა გახდა. მეფემ ისევ ითხოვა ზავი და საჩუქრებიც მიართვა, მაგრამ პომპეუსმა არტაგს მძევლად შვილები მოსთხოვა. ბოლოსდაბოლოს მეფე იძულებული გახდა შვილები მძევლად გაეგზავნა და ზავიც დაედო. ამ ზავის თანახმად იბერია ცხადდებოდა რომის მოკავშირედ და მეგობრად, რომელსაც ევალებოდა დახმარება მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. სამაგიეროდ, არანაირი ვალდებულება არ დაკისრებია რომს, რის გამოც ხელშეკრულება არათანასწორუფლებიან დოკუმენტს წარმოადგენდა. თუმცა, იბერიამ მაინც შეძლო გარკვეული უპირატესობის შენარჩუნება: თავისი მდებარეობის გამოყენებით იგი ხშირად ახერხებდა-ხოლმე თავი აერიდებინა რომის მორჩილებისგან და მხოლოდ ფორმალურად ეცნო თავი რომის მეგობრად და მოკავშირედ.

ზავის დადების შემდეგ პომპეუსი კოლხეთში გადავიდა. აქ მას მითრიდატე VI ეგულებოდა, მაგრამ იგი უკვე ბოსფორში იყო. ფაზისში პომპეუსმა თავისი მოხელე, როგორც ჩანს, ადგილობრივი სკეპტუხი, არისტარქე დატოვა და თავად სომხეთის გავლით ალბანეთზე გაილაშქრა. რაც შეეხება არისტარქეს, მისი დამოკიდებულება რომზე მალევე უნდა შესუსტებულიყო, მაშინ როცა პომპეუსსა და კეისარს შორის ომი დაიწყო. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის, რომ არისტარქე საკუთარ მონეტასაც კი ჭრის.

ძვ.წ. 49წ. დაიწყო სამოქალაქო ომი იულიუს კეისარსა და გნეუს პომპეუსს შორის, რომელშიც პომპეუსი დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა. აქ იგი მოკლეს და მალევე ეგვიპტეში ჩამოსულ კეისარს, საჩუქარივით დაახვედრეს მისი მოკვეთილი თავი. აქ, ალექსანდრიაში მყოფ და ეგვიპტურ პარტიულ ხრიკებში ჩართულ კეისარს ამბავი მიუვიდა, რომ მცირე აზიაში ბოსფორის მეფე ფარნაკი შეჭრილიყო.
ფარნაკი გახლდათ მითრიდატე VI-ის ვაჟი, რომელიც ძვ.წ. 63 წ. მითრიდატე VI-ის დაღუპვის შემდეგ, პომპეუსმა გაამეფა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ბოსფორის სამეფოში. ახლა რომში მიმდინარე სამოქალაქო ომი ფარნაკმა ხელსაყრელად მიიჩნია ტერიტორიების დასაბრუნებლად და მოახერხა კიდეც ხელში ჩაეგდო კოლხეთი, არმენია, კაპადოკიის ნაწილი და ბითვინიის რამდენიმე ქალაქი. ძვ.წ. 47 წ. თავად კეისარი და ფარნაკი შეხვდნენ ერთმანეთს საბრძოლო ველზე. ფარნაკი დამარცხდა და ბოსფორში გაიქცა, სადაც ტახტისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ჩვენთვის ამ ომში საინტერესო ისაა, რომ ძვ.წ. 48 წ. კოლხეთში ფარნაკის შემოჭრამ არისტარქეს მმართველობას მოუღო ბოლო. ჯერ მისი, ხოლო მომდევნო წელს კეისრის სარდლის მითრიდატე პერგამონელის ლაშქრობას ბოსფორზე კოლხეთის ნგრევა მოჰყვა. კოლხეთზე გავლისა და მორბევის დროს დანგრეულა ლევკოთეას ტაძარი, ქალაქი ვანი.

ძვ.წ. 40 წ. ახლო ხანებში კოლხეთი ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მის მეზობლად ჩამოყალიბდა პონტოს ახალი სამეფო, რომლის მეფედ რომის მმართველმა ანტონიუსმა დანიშნა პოლემონ ლოადიკიელი და კოლხეთი პოლემონის პონტოს შემადგენლობაში შევიდა. რომზე ვასალური დამოკიდებულება ამერიდან კარგა ხნის მანძილზე სწორედ ამ ქვეყნის საშუალებით ხორციელდებოდა.

მოამზადა - ქეთი დიღმელაშვილმა

1.
ოქროს სასმისი
ოქროს სასმისი. ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრული. თრიალეთის #5 ყორღანი. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სასმისი დამზადებულია სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისგან. აქვს ორმაგი კედელი, რომელიც ძირისკენ თანდათან ვიწროვდება და დაბალ ქუსლში გადადის. სასმისის გარეთა კედელი შემკულია წვრილი გრეხილი მავთულის სპირალებით, რომელშიც ჩასმული სერდოლიკის, ლაჟვარდისა და კერამიკული მასის მრგვალი თვლები. ასეთივე თვლების ერთი მწკრივი დაუყვება სასმისის პირს, ხოლო ორი – ქუსლს. ქუსლის ძირი დაფანჯრულია – გამოხატულია მალტური ჯვარი.

2.
ვერცხლის სასმისი

ვერცხლის სასმისი. ძვ.წ. III ათასწლეულის დასასრული. თრიალეთის #5 ყორღანი. დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ზომები: სიმაღლე - 10.8 სმ, პირის დიამეტრიც – 9.9სმ. სარიტუალო სასმისი გაკეთებულია მთლიანი ფურცლისგან, ცილინდრული მოყვანილობისაა და მირჩილული აქვს შემაღლებული ფეხი. ზედაპირი სამ სარტყლადაა გაყოფილი. ზემოდან პირველი სარტყელი ერთმანეთის მომიჯნავე ჩვიდმეტ მართკუთხედს გამოსახავს. შუალა სარტყელში ორ იარუსად დაბალი რელიეფური სიუჟეტია მოცემული. გამოსახულებათა ზომების სიზუსტე და სიმეტრიულობა იმაზე მიანიშნებს, რომ ნაკეთობათა საბოლოოდ დამუშავებისას გამოყენებული უნდა ყოფილიყო შემოჭიმვა, დაუთოება და ხეხვა. სიუჟეტი ქვემოდან ზემოთ იკითხება. მის ცენტრს წარმოადგენს სიცოცხლისა და ნაყოფიერების ხე, რომელთანაც ზურგიან სკამზე დაბრძანებულია მამაკაცი (ღვთაება). მის წინ დგას მაღალფეხიანი საკურთხეველი (სასმისი?), რომელსაც ორი მწოლიარე ცხოველი დარაჯობს. ამავე ზედა იარუსზე ერთმანეთის უკან გამოსახულია საკურთხევლისკენ მიმართული 22 მამაკაცის ფიგურა. მსგავსად ტახტზე მჯდომისა მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ, ხელში კი სასმისები უპყრიათ. გამოსახულების ქვედა იარუსზე მოცემულია ხარ-ირმები, რომლებიც ასევე საკურთხევლისკენ არიან მიმართულნი. ქვედა ფრიზს წარმოადგენს დაბალი ქუსლგამოყვანილი ფეხი, რომელიც ორმაგი კონტურით ამოკვეთილ, ვარდულით შემკულ კონუსურ ნაწილში ზემოთ მოქცეული კანელურების წვეროების სახით იშლება. სიუჟეტის თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი იყო გამოთქმული. მეცნიერთა ნაწილი მასში ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებულ რელიგიურ რიტუალს ხედავდა. ბოლო დროს გამოითქვა მოსაზრება, რომლის თანახმადაც თასზე წარმოდგენილია მითიურ სამოსში გახვეული სინამდვილე. ასახულია ადგილობრივი თრიალეთური კულტურის მატარებეი სოციუმის ყოფა, რომლის მეფე-ღვთაებასთან მისალოცად მიდიან ქვეყნის ცალკეული კუთხის მმართველები. ამ ხალხის შეჯახება მომხდურ ინდოევროპულ მოდგმის ჯგუფთან უნდა ასახულიყო თრიალეთის ვერცხლის სასმისის მსგავს ყარაშამბის თასის რელიეფში.

იხ.: სადრაძე ვ., ხოხობაშვილი თ., კახიანი კ., ღლიღვაშვილი ე., სადრაძე თ., წინაპართა გზავნილი. თბ., 2009.

3.
კოლხური ცული
კოლხური ცული. ძვ,წ, II ათასწლეულის ბოლო – I ათასწლეულის დასაწყისი. ამ ტიპის ცულებისთვის დამახასიათებელია ოვალური სატარე ნახვრეტი, რომელიც უზრუნველყოფს ტარის უძრაობას და დაწახნაგებული ტანი. ზოგიერთი ცული ორჯერაა მოხრილი. ამ ტიპის ცულების დიდი ნაწილი შემკულია ჩამოსხმის შემდეგ ამოკვეთილ-ამოჭრილი გეომეტრიული ორნამენტით, რომელსაც ხშირად ემატება ცხოველთა (ირემი, ხარი, ფანტასტიკური არსებები) ქვეწარმავალთა, თევზებისა და ასტრალურ ნიშანთა გამოსახულებები, რომლებიც ნაყოფიერების ქალღვთაების სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებულად ხშირად გამოსახავდნენ ირმებს, რომელთა რქები სიცოცხლის ხის განსახიერება იყო. გარდა ამ გრაფიკული ორნამენტისა, ზოგირეთი ცულის ყუაზე დასმულია ამათუიმ ცხოველის ქანდაკება. მათში ხშირად განირჩევა დათვის, მგელ-ძაღლის ფიგურები. აღნიშნულ ცულს სხვა ცულებისაგან ის გამოარჩევს, რომ მას ბრინჯაოსავე მთლიანად გრავირებული ტანი აქვს. უმეტესობა ამ ცულებისა საკულტო-სარიტუალო დანიშნულების გახლდათ, თუმცა მათი ნაწილი საბრძოლო და სამუშაო (ხე-ტყის საჭრელი) ფუნქციასაც ატარებდა.

4.
ბრინჯაოს სარტყელი
ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნა. მცხეთა. იგი წარმოადგენდა სარიტუალო ინსიგნიას. დამზადებულია ბრინჯაოს თხელი ფირფიტისგან, რომელიც დაკრული უნდა ყოფილიყო ტყავზე. სარტყლის მთელი ზედაპირი დაფარულია რელიგიური სიუჟეტით, რომელიც ჩასმულია გეომეტრიულ ჩარჩოში. სიუჟეტი წარმოდგენილია: ირმებზე ნადირობის სცენები. ხშირ შემთხვევაში ზედაპირი გრავირებული იყო სხვადასხვა რთული სიუჟეტებით, რომლებიც ასახავდნენ ნადირობის, საწესო, მითოლოგიურ ანდა მიწის დამუშავების სცენებს. გამოისახებოდა კოსმოგონიური სამყაროც - ზესკნელი, სკნელი, ქვესკნელი,რომელიც ქართველთა რელიგიურ წარმოდგენებს შეესაბამებოდა. საერთო ჯამში ეს სარტყლები ნაყოფიერების ღვთაებისადმი შეწირულ ნივთებს წარმოადგენდნენ.
5.
ხეთების სამეფო

ხეთების სამეფო მცირე აზიის ტერიტორიაზე მაცხოვრებელმა ტომებმა ძვ.წ. XVIIIს. შექმნეს. ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისისათვის მცირე აზიაში არსებობდა პროტოხეთებისა და ინდოევროპელების თანაარსებობის შედეგად წარმოშობილი რამდენიმე დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო, რომელთაგან დაწინაურდა ქუსარა. მისმა მმართველმა (ერთი ტრადიციის მიხედვით ეს იყო ანითა) ძვ.წ. XVIIIს. შუა ხანებისთვის (მეორე ტრადიციის მიხედვით ეს პიროვნება იყო ლაბარნა I, რომელიც ძვ.წ. XVIIს. II ნახევარში ცხოვრობდა) მოახერხა დანარჩენი ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და ერთიანი ხეთური სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ხეთების სამეფოს ისტორია სამ პერიოდად იყოფა: ძველი შუა და ახალი სამეფოები. ძველი სამეფოს დროს (ძვ.წ. XVIIს. II ნახევარი) ხეთები მნიშვნელოვან ძალად გადაიქცნენ წინა აზიაში. ამ პერიოდში ხათის დედაქალაქმა ქუსარადან ხათუსაში გადაინაცვლა, რომელიც მის ცენტრად დარჩა ქვეყნის დაცემამდე. აღნიშნულ პერიოდში ხათის მეფეებმა დაპყრობითი ლაშქრობები განახორციელეს ჩრდილო სირიაში, ბაბილონსა და ხურის სამეფოში, რისი წყალობითაც ხათი ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე გადაიჭიმა. შუა სამეფოს ხანაში (ძვ.წ. XVIს.-XVს. I ნახევარი) ხათის სამეფო განაგრძობდა დაპყრობით პოლიტიკას და ზოგჯერ წარმატებასაც აღწევდა, მაგრამ ხათი მაინც დასუსტების გზას ადგა. იგი იმდენად შეავიწროვეს მეზობელმა ხალხებმა, რომ ხათუსას გადაწვაც კი შეძლეს. ახალი სამეფოს პერიოდში (ძვ.წ. XVს. II ნახევარი-XIIIს.) ხათი გაძლიერებას ახერხებს და ანადგურებს მითანს. ამას გარდა აღიდგენს გავლენას ჩრდილო სირიაზე, რაც გამოიწვევს ეგვიპტის სამეფოსთან დაპირისპირებას და ძვ.წ. 1312წ. კადეშის ველზე საბრძოლო შეტაკებას. ძვ.წ. XIIIს-იდან თანდათან დაიწყო ხათის დასუსტება. გაუთავებელმა ომება დაღი დაასვა ეკონომიკას. შექმნილი რთული ვითარების გამო ხათმა ვერ შეძლო გამკლავებოდა ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან მოსულ ,,ზღვის ხალხებს” და დაახლ. ძვ.წ. 1200წ., სუფილულიუმა II-ის მეფობის დროს საბოლოოდ დაეცა.
პროტოხეთებისა და ინდოევროპული ტომების შერევამ საფუძველი ჩაუყარა ხეთურ კულტურას, რომელსაც პროტოხეთური კულტურული ელემენტების სიჭარბე ახასიათებდა. ხეთები იყენებდნენ ჩრდილო სირიაში გავრცელებულ ძველ აქადურ ლურსმულ დამწერლობას, რომელზედაც მათი არაერთი ძეგლი შეიქმნა. ხეთური რელიგია წარმოადგენდა იმ რელიგიების ნაზავს, რომლებთანაც ურთიერთობა უხდებოდათ ხეთებს.
http://annals.xlegio.ru/i_hett.htm
http://www.hittites.info

6.
ასურეთი

ასურეთის სახელმწიფო მდებარეობდა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. იგი ძვ.წ. III ათასწლეულში ჩამოყალიბდა. ამ პერიოდიდან ასურის საქალაქო-თემ-სახელმწიფოს სათავეში ედგა პირი, რომელიც მეფედ არ იწოდებოდა. ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისის ჩათვლით ასურეთის ქალაქები ბაბილონის ძლიერ ხელისუფალთ ემორჩილებოდნენ. ძვ.წ. XVIIIს. კი ასურეთში სამეფო ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის ასურეთის მეზობლად, შუამდინარეთშივე ჩამოყალიბდა ხურიტების სამეფო – მითანი, რომელმაც მოახერხა და ასურეთი დაიპყრო. ძვ.წ. XVს. ასურეთმა თავი დაიხსნა მისგან და შეტევაზე გადავიდა. ასურეთი განსაკუთრებით გაძლიერდა XIIს. ტიგლათფილესერ I (1115-1077წწ.) დროს, რომელმაც ლაშქრობების გზით ჩრდილოეთის ზღვამდე მიაღწია. ძვ.წ. XI-IXსს. ასურეთი დასუსტებულია. დროდადრო იგი ახერხებდა ცალკეული ლაშქრობების მოწყობას, მაგრამ ურარტუს დარტყმებმა მას არ მისცა გაძლიერების საშუალება. ურარტუს მეფეებმა ასურეთს გადაუჭრეს სირიისა და მცირე აზიისკენ მიმავალი გზები, რითიც მოსწყვიტეს რკინის საბადოების მხარეს. ასურეთი ხელახლა გაძლიერდა ტიგლათფილესერ III დროს (VIIIს. II ნახ.), რომლის რეფორმებმა ხელი შეუწყო ქვეყნის გაძლიერებას (მაგალითად, მან სამხედრო რეფორმის შედეგად შექმნა მუდმივი ჯარი). თუ აქამდე ასურეთის მეფეები დამორჩილებულ ხალხს ჟლეტდნენ, ახლა მათ ასახლებდნენ დაAსამეფოს მიმართ ვალდებულ მიწათმოქმედებად აქცევდნენ. გაძლიერებულმა ასურეთმა მოახერხა და დაიპყრო ეგვიპტე, დაამარცხა ურარტუც, რომელსაც ტერიტორიები წაართვა, მაგრამ ძვ.წ. VIIს. ასურეთს უხდება სკვითებისაგან თავდაცვა, აჯანყებული ბაბილონელების მოგერიება, კარგავს ეგვიპტესაც. საბოლოოდ დასუსტებულმა ასურეთმა ვეღარ გაუძლო მიდიისა და ბაბილონის კოალიციურ შემოტევას და 605წ. არსებობა შეწყვიტა. სახელმწიფოს განადგურების შემდეგ ასურელები არამეულ ტომებში აითქვიფნენ.
http://www.third-millennium-ibrary.com/readinghall/UniversalHistory/THE_OLD_WORLD/ASSYRIA/Door.html

7.
ურარტუ
ურარტუ მდებარეობდა ვანისა და ურმიის ტბის მიდამოებში, სადაც უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ურარტუს სამეფოს შემქმნელი ხურიტული ტომები. მათ ძვ.წ. IX ს. შექმნეს ძლიერი სახელმწიფო, რომლის დედაქალაქი გახლდათ ქ. ტუშპა. ძვ.წ. IX ს. დასასრულსა და ძვ.წ. VIII ს. ურარტუს მეფეების იშფუინის, მენუას, არგიშთი I და სარდურ II მიერ წარმოებული ბრძოლების შედეგად სახელმწიფოს ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა. ურარტუ დაეუფლა ჩრდილოეთ მესოპოტამიას, ჩრდილოეთ სირიას, დაიკავა არარატის ველი, სევანის ტბის მიდამოები, სადაც ურარტუელებმა დააარსეს თავიანთი ქალაქები (მათ შორის იყო თეიშებაინი, დღევანდელი კარმირ-ბლური).
590 წ. ირანის ტერიტორიაზე წარმოშობილმა მიდიის სამეფომ, როგორც ჩანს სკვითების აქტიური დახმარების შედეგად, ბოლო მოუღო ურარტუს და მისი ცენტრალური ნაწილი მიისაკუთრა. მიწების დაკავება დაიწყეს სხვა მეზობლებმაც. მათ შორის იყვნენ სომხური ტომები, რომლებიც აქამდე ურარტუს დასავლეთ პერიფერიაზე ცხოვრობდნენ. მათ მიერ ურარტუს მიწების დაკავების შემდეგ ურარტელთა ნაწილი სომხებში გაითქვიფა, ნაწილმა კი უფრო ჩრდილოეთით აიწია, ქართული ტომების ჰეგემონობის ქვეშ მოექცა და მათ შეერწყა.
http://annals.xlegio.ru/i_urart.htm
http://www.livius.org/arl-arz/armenia/urartu.html

8.
მითი არგონავტებზე
კონკრეტულად როდის უნდა შექმნილიყო მითი ოქროს საწმისის შესახებ უცნობია. მხოლოდ ვიცით, რომ მასში მოთხრობილი ჰეროიკული ისტორია ძვ.წ. XIIIს. უნდა მომხდარიყო. მითი საგუძვლად დაედო ძვ.წ. Vს. ბერძენი ტრაგიკოსის ევრიპიდეს პიესას ,,მედეა”, ხოლო ძვ.წ. IIIს. ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის თხზულებას ,,ატგონავტიკა”-ს.
მითის სიუჟეტი ასეთია: თესალიის ქალაქ იოლკოსს განაგებდა მეფე ესონი, რომელსაც მისმა ნახევარძმა პელიასმა ტახტი წაართვა. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მან თავისი ძმისშვილის იასონის მოკვლაც განიზრახა, მაგრამ შეშინებულმა მამამ ხმა გაავრცელა, თითქოს ბავშვი მკვდარი დაიბადა და იასონი მთებში გახიზნა, სადაც აღსაზრდელად კენტავრს მიაბარა. სიჭაბუკეში შესული იასონი, რომელმაც არაფერი იცოდა თავისი წარმომავლობის შესახებ, თავგადასავლების საძიებრად გაემართა. გზად მან უშველა მოხუცი ქალბატონის სახით წარმომდგარ ქალღმერთ ჰერას მდინარის გადალახვაში, რის დროსაც დაკარგა ცალი სანდალი.
მალე იასონი ქალაქ იოლკოსს მიადგა, სადაც მეფე და ქურუმები მსხვერპლშეწირვის რიტუალს ასრულებდნენ. პელიასმა უკვე იცოდა, რომ გამოჩნდებოდა უცხო კაცი ცალი სანდლით, რომელიც მისთვის საშიში იქნებოდა.
მეფემ მალე შენიშნა ხალხში მდგარი უცხო ახალგაზრდა, რომელსაც ერთი სანდალი ეცვა. იასონმა პირდაპირ განუცხადა პელიასს ვინ იყო და რას აპირებდა. მან მამის ტახტი მოითხოვა. პელიასმა ტახტის დაბრუნება აღუთქვა თუ იოლკოსში დააბრუნებდა ოქროს საწმისს. მეფე დარწმუნებული იყო, რომ იასონი დავალებას ვერ შეასრულებდა.
მაინც რა იყო ასეთი ეს ოქროს საწმისი?
ძველად, ბეოტიის ქალაქ ორქომენოს მეფე ათამასს ღრუბლის ღვთაება ნეფელესაგან შეეძინა ფრიქსოსი და ჰელე. მაგრამ მეფის მეორე ცოლმა გერების დაღუპვა განიზრახა. მან შეძლო და ხელოვნურად გამოიწვია მოუსავლიანობა, რისგან თავდაღწევისათვის ღმერთებმა ვითომდა ფრიქსესა და ჰელეს მსხვერპლად შეწირვა ითხოვეს. და-ძმას ჰერმესმა მხსნელად ოქროს ვერძი მოუვლინა, რომელმაც ბავშვები კოლხეთისკენ გააფრინა. ევროპისა და აზიის გზაშესაყართან ჰელემ თავი ვერ შეიმაგრა, წყალში ჩავარდა და დაიღუპა. მას შემდეგ იმ ადგილს ჰელესპონტი ანუ ,,ჰელეს ზღვა” ეწოდა. ფრიქსოსი კოლხეთში ჩავიდა და იქ დასახლდა. მაშინ კოლხეთს განაგებდა ჰელიოსის ძე აიეტი. ფრიქსოსმა შეასრულა ვერძის დარიგება, იგი ზევსს შესწირა, ოქროს ტყავი კი არესის ჭალაში მუხის ხეზე დაკიდა და დარაჯად გველი დაუყენა.
იასონმა მშვიდად მიიღო დავალება და მისი შესრულებისთვის მზადებას შეუდგა. იასონის მიწვევას თავგადასავლის საძიებლად არაერთი ბერძენი გმირი გამოეხმაურა, მათ შორის იყვნენ ჰერაკლე, თესევსი და სხვ.
აიგო ორმოცდაათნიჩბიანი გემი არგო (სწრაფმავალი), რომელსაც თავად ათენა მფარველობდა.
არგონავტები ჯერ კუნძულ ლემნოსს მიადგნენ, სადაც მათ 2 წელი დაჰყვეს. ლემნოსის დედოფალზე შეყვარებულ იასონს აღარც კი ახსოვდა ოქროს საწმისი, მაგრამ ჰერაკლემ მას ძველი სული გაუღვიძა.
არაერთი განსაცდელის გადატანის შემდეგ ისინი შავი ზღვის ნაპირებს მიადგნენ. მდინარე ფაზისის ნაპირზე მათ ხომალდი ლერწმის ჭაობში შეაცურეს და ღუზა ჩაუშვეს. აქედან ისინი ფეხით აუყვნენ გზას, ვიდრე კოლხეთის ქალაქ კვიტაიამდე არ მივიდნენ. გმირების წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა, რომელსაც გაოცებულნი შეჰყურებდნენ არგონავტები. აიეტის სასახლეს გარშემო ფართო ჭიშკრებითა და სვეტებით დამშვენებული გალავანი ერტყა. სპილენძის ქონგურებზე კოშკი იდგა. სასახლის შესასვლელში აყვავებული ვაზის ხეივანი ამართულიყო. ეზოში ოთხი წყარო მოდიოდა: რძის, ღვინის, სურნელოვანი ზეთისა და ანკარა წყაროსი, რომელიც ზამთარში თბილი იყო, ხოლო ზაფხულში - ყინულივით ცივი. სასახლე ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთში თავად მეფე და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, ხოლო მეორე მის ვაჟს, ტახტის მემკვიდრე აფსირტეს ეკავა.
მეფე აიეტმა თავაზიანად მიიღო სტუმრები და მას შემდეგ რაც მათი მოსვლის მიზეზი გაიგო, თქვა: კეთილი, მივცემ იასონს ოქროს საწმისს, მაგრამ იცოდეთ, იგი ჩემი ქვეყნის ბედმნიერების თილისმაა. ვიდრე ამ საწმისს წაიღებდეს თქვენი რჩეული, თავის ძალაში დამარწმუნოს. მყავს ორი ხარი - ჰეფესტოსგან ძღვნად მიღებული. მათ სპილენძის ფეხები აქვთ და ნესტოებიდან ცეცხლს აფრქვევენ. იასონმა ეს ხარები უღელში უნდა შეაბას, არესის ველი გადახნას, ხნულებში პურის თესლის ნაცვლად გველეშაპის კბილები ჩაყაროს და აქედან აღმოცენებული იარაღასხმული მეომრები გაანადგუროს. ამის შემდეგ კი მიმართოს დრაკონს, რომელიც იცავს ოქროს საწმისს.
მეორე დილით ყველამ არესის ველს მიაშურა. მოედანზე ძლივს აკავებდნენ ჰეფესტოს ხარებს, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდნენ ალმასის ნესტოებიდან. იასონი უშფოთველად მიუახლოვდა ხარებს, უღელში შეაბა და სხვა დავალებებიც დაუბრკოლებლად შეასრულა. აიეტი მიხვდა, რომ იასონს თავისი გრძნეული ასული მედეა ეხმარებოდა და მართალიც იყო. რადგან იასონს ღმერთები მფარველობდნენ, მათი ნებით ეროსმა ისარი სტყორცნა მედეას და იასონის სიყვარულით აავსო. შეყვარებული ქალი წინა ღამით შეხვდა იასონს და წამალი გადასცა, რომლის ძალითაც მას ვერანაირი იარაღი ვერ მიეკარებოდა. სამაგიეროდ, ბერძენი გმირი დაპირდა, რომ მედეას თან წაიყვანდა, ცოლად შეირთავდა და სიკვდილამდე მასთან იქნებოდა.
აიეტმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა დაეცვა ოქროს საწმისი, ამიტომ მან ბერძნების დაღუპვა გადაწყვიტა. გმირებს მხსნელად ისევ მედეა გამოუჩნდა. მან იასონი არესის ჭალაში წაიყვანა და წამლების ძალით გველი მიაძინა. ამასობაში იასონმა ოქროს საწმისი აიღო და მედეასთან ერთად არგოსკენ გასწია. გაქცეულ ბერძნებს, რომელთაც თან მიჰქონდათ ოქროს საწმისი და მიჰყავდათ მედეა, მეფის ფლოტი დაედევნა. ხანგრძლივი დევნის შემდეგ გემების ერთმა ნაწილმა აიეტის მემკვიდრის აფსირტეს მეთაურობით გზა გადაუჭრა ბერძნებს და წინ დაუხვდა. მდევრების თავიდან მოსაშორებლად მედეამ ისევ ხრიკს მიმართა: აფსირტე არტემიდეს ტაძარში მოსალაპარაკებლად მიიწვია, სადაც იგი ვერაგულად მოკლა იასონმა. მითის ერთი ვარიანტის მიხედვით მედეამ მოკლული ძმის სხეული აკუწა და ზღვაში გადაყარა. აიეტმა ხომალდები შეაჩერა შვილის ნაწილების შესაგროვებლად, რითიც ისარგებლეს ბერძნებმა და სწრაფად გაშორდნენ ცოდვილ ადგილს.
მედეას ამ საზარელი ქმედების გამო ზევსმა მიატოვა გმირები. არგოს ხეტიალის დრო დაუდგა, გზა კოლხეთიდან საბერძნეთამდე მრავალწლიანი და ფათერაკებით სავსე აღმოჩნდა.
შინ მისულ იასონს მამა მომაკვდავი დაუხვდა. მაშინ მედეამ თავისი ძალა გამოიყენა და სასწაული მოახდინა: მოხუცი ახალგაზრდად აქცია. მედეას ამ ძალის შესახებ ხმამ მეფე პელიასამდეც მიაღწია. იგი მოხუცი იყო უკვე და მისმა ქალიშვილებმა მედეას მამის გაახალგაზრდავება სთხოვეს. მედეამ იცოდა რა ტკივილი მიაყენა პელიასმა იასონს და შურისგება განიზრახა. მან მოამზადა წამლები და პელიასის ქალიშვილებს მამის აკუწვა უბრძანა. როცა მისი ბრძანება შესრულდა, მედეამ ნაწილები ქვაბში ჩაყარა და წავიდა. შეძრწუნებულმა მოსახლეობამ იასონი აიძულა მედეასთან ერთად იოლკოსს გასცლოდა.
დევნილები კორინთოს მეფე კრეონმა შეიფარა, სადაც მედეამ და იასონმა ათი წელი დაჰყვეს. მათ სამი შვილი შეეძინათ, მაგრამ შემდეგ იასონმა უღალატა მედეასათვის მიცემულ ფიცს. იასონს მედეასთან დარჩენა კარგ მომავალს არ უქადდა, რადგან ბერძნებისთვის იგი ბარბაროსი იყო, მიუხედავად მეფური და ღვთაებრივი წარმომავლობისა. ამიტომ, იასონმა გადაწყვიტა კრეონის ასულზე დაქორწინებით მიეღო მეფობა.
როცა მედეამ ქმრის გადაწყვეტილება შეიტყო, გააფთრდა, ზევსს მიმართა ვედრებით აღედგინათ სამართალი.
მალე ერთ უბედურებას მეორეც დაერთო: კრეონმა უბრძანა მედეას დაუყოვნებლივ დაეტოვებინა ქალაქი. მედეამ კრეონი დაითანხმა, ერთი დღით დარჩენილიყო კორინთოში, რათა მგზავრობისთვის მომზადებულიყო. ეს დრო კი მედეამ შურისგებისთვის გამოიყენა. მან იასონს შესთავაზა სათანადო ძღვენით მოემადლიერებინათ კრეუსა, რათა მათი შვილების მიმართ კეთილგანწყობილი ყოფილიყო. მედეამ შვილების ხელით კრეუსას მოსასხამი და გვირგვინი გაუგზავნა. ქალმა სიხარულით მიიღო ძღვენი და მარტო რომ დარჩა საჩუქრები სარკის წინ მოირგო. მოსასხამი და გვირგვინი ქალის სხეულს მიეკრო და შხამმა დადაგა იგი. შვილის ძახილზე ოთახში შესული კრეონი შეეცადა მოსასხამი აეგლიჯა სხეულიდან, მაგრამ ალი მასაც მოედო. მამა-შვილი ტანჯვით გარდაიცვალა.
მედეას კი დრო აღარ რჩებოდა იმისთვის, რომ ქალაქი შვილებთან ერთად უვნებლად დაეტოვებინა. მისმა სიამაყემ და მეფურმა ბუნებამ არ მისცა ნება შვილები ბედის ანაბარას მიეტოვებინა კორინთოში, ამიტომ დიდი ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა თავად გამოესალმებინა შვილები სიცოცხლეს, რათა დაცინვას და შეურაცხყოფას გადაერჩინა ისინიც და თავისი თავიც. მახვილით განგმირვის შემდეგ მედეამ ცხედრები წაიღო და ქალაქს გაეცალა (ეს ვერსია ევრიპიდეს ეკუთვნის. მეორე ვერსიის თანახმად კი კრეონის სიკვდილის შემდეგ დევნილმა მედეამ თავი შეაფარა ჰერას საკურთხეველს, სადაც ბერძენმა ქალებმა ზედ საკურთხეველზე დაუხოცეს შვილები).
მედეა ჩავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგეოსს და მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. მაგრამ შემდეგ, როცა მან ამაოდ სცადა მოეკლა ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი, მედეა იძულებული გახდა შვილთან ერთად დაეტოვებინა ათენი და კოლხეთში დაბრუნებულიყო. იგი შეურიგდა მამას, რომელიც უკვე აღარ მართავდა კოლხეთს, დაეხმარა მას მეფობის დაბრუნებაში. მამის სიკვდილის შემდეგ მან შეძლო თავისი შვილი მედოსი გაემეფებინა კოლხეთში.
ამბობენ, გარდაცვალების შემდეგ მედეას სული აქილევსის სულს გაჰყვაო ცოლად.
იხ.:
1. აპოლონიოს როდოსელი. არგონავტიკა. თარგმანი და შესავალი წერილი ა. გელოვანისა. გამომცემლობა: ,,მეცნიერება”. თბილისი, 1975.
2. ევრიპიდე. მედეა. თარგმანი ძველი ბერძნულიდან პ. ბერაძისა. გამომცემლობა: ,,საბჭოთა საქართველო”. თბილისი, 1969.
3. კიკნაძე ზ., ტონია ნ. მითოლოგია. გამომცემლობა: ,,ლოგოს პრესი”, თბილისი, 2001.

9.
კოლხური თეთრი
კოლხური თეთრი მცირე ზომის ვერცხლის მონეტაა, რომელიც კოლხეთის შავიზღვისპირა ქალაქებში უნდა მოჭრილიყო ძვ.წ. VI-IVსს. კოლხური თეთრის ცალკეული შემთხვევები თუ განძები აღმოჩენილია როგორც კოლხეთის ზღვისპირა ქალაქებში, კოლხეთის ცენტრალურ რაიონებსა თუ ქართლის ზოგიერთ წერტილებში, ისე ზოგადად შავიზღვისპირა ბერძნულ ქალაქებში, რაც მის ფართო მიმოქცევაზე მიანიშნებს. დღესდღეობით, მისი 7 ნომინალია ცნობილი: 1. ოთხდრაქმიანი, რომლის შუბლზე მოცემულია ლომის თავი, ზურგზე კი - კვადრატში ჩასმული ფრთოსანი ცხენი; 2. ორდრაქმიანი, რომლის ავერსზე გამოსახულია ლომი, ხოლო რევერსზე - ოთხკუთხედში ჩასმული მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანი; 3. ორდრაქმიანი. მის ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი პროფილში, რევერსზე - ოთხკუთხედებში ჩასმული ადამიანების თავები ერთმანეთის პირისპირ; 4. ერთდრაქმიანი. მის შუბლზე მოცემულია ლომის თავი, ხოლო ზურგზე - ოთხკუთხედში ჩასმული ლომის თავი; 5. ნახევარდრაქმიანი, რომლის ავერსზე გამოსახულია ადამიანის თავი პროფილში, ხოლო რევერსზე - ხარის თავი; 6. ნახევარდრაქმიანი. მის შუბლზე მოცემულია ლომის თავი პროფილში, ხოლო ზურგზე ასევე ლომია ოთხკუთხედში ჩასმული; 7. უმცირესი დრაქმა, რომლის ავერსზე მოცემულია ადამიანის თავი პროფილში, რევერსზე კი - ფრინველი.
მონეტებს წარწერები არ ახლავს, მხოლოდ ზოგიერთზე გვხვდება ბერძნული ასოები MO, A, O, Ф.
რა სემანტიკის მატარებელი იყო კოლხურ თეთრზე მოცემული გამოსახულებები? მეცნიერები თანხმდებიან, რომ გამოსახულებები ღვთაებათა და წმინდა ცხოველთა ფიგურებია, მაგრამ კონკრეტულად რომელი ღვთაების, ამაზე უკვე მოსაზრებები განსხვავებულია. ერთი ნაწილის მოსაზრებით კოლხურ ნომინალებზე გამოსახული ადამიანი კოლხთა ნაყოფიერების ღვთაებაა, რომლის წმინდა ცხოველს ხარი წარმოადგენდა. მეორე ნაწილის აზრით კოლხურ თეთრზე მოცემული ღვთაება შესაძლოა აპოლონი იყოს ოღონდ ადგილობრივ მზის ღვთაებასთან შერწყმული. ო. ლორთქიფანიძის მოსაზრებით კოლხურ ნომინალზე გამოსახული მუხლმოდრეკილი მამაკაცი ხარის თავით მდინარე-ღვთაების, ფასისის, გამოსახულება უნდა იყოს (მკვლევარი ამ მოსაზრებას ამყარებდა იმაზე, რომ მსგავსი გამოსახულებები ბერძნულ იკონოგრაფიაში სწორედ მდინარე-ღვთაებას გამოსახავდა).
კოლხური მონეტის მოჭრა ძვ.წ. IVს. ბოლოს უნდა შემწყდარიყო, როცა მას ჩაენაცვლა ალექსანდრე მაკედონელისა და მისი ერთ-ერთი მემკვიდრის, თრაკია-მაკედონიის მეფის ლისიმაქეს სტატერები.


მოამზადა - ქეთი დიღმელაშვილმა

1-9 of 9