გული


გული (ლათ. cor; ბერძ. cardia) – ფიბროზულკუნთოვანი ღრუ ორგანო, რომელიც არსულებს ტუმბოს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის მოძრაობას სისხლის მიმოქცევის სისტემაში.

ფუნქციონალური ანატომია. გული მდებარეობს წინა შუასაყარში და პერიკარდიუმში მედიასტინური პლევრის ფურცლებს შორის. მას გააჩნია ფუძით ზემოთ, ხოლო მწვერვალით ქვემოთ, მარცხივ და წინ მიმართული არასწორი კონუსის ფორმა. გულის ზომები ინდივიდუალურია. ზრდასრული ადამიანის გულის სიგრძე შეადგენს 10–15 სმ (უხშირესად 12–13 სმ), სიგანე ფუძის არეში შეადგენს 8–11 სმ (უხშირესად 9–10 სმ), ხოლო წინაუკანა ზომა 6–8,5 სმ (უხშირესად 6,5–7 სმ). საშუალოდ, გულის მასა მამაკაცებში შეადგენს 332 გრ (274–დან 385 გრმდე), ხოლო ქალებში – 253 გრ (203–დან 302 გრმდე).

ადამიანი სხეულის შუა ხაზის მიმართ გული განლაგებულია ასიმეტრიულად  (დაახლოებით 2/3 შუა ხაზის მარცხნივ, 1/3 – მარჯვნივ). გულის სიგრძივი ღერძის (მისი ფუძის შუა წერტილიდან მწვერვალამდე) პროექციის მიმართულებიდან გამომდინარე გულმკერდის წინა კედელზე განასხვავებენ გული სიგრძივ, ირიბ და ვერტიკალურ მდებარეობას. გული ვერტიკალური მდებარეობა ხშირად გვხვდება ვიწრო და გრძელი გულმკერდის მქონე პირებში, განივიფართო და მოკლე გულმკერდის მქონე პირებში.
გული შედგება ოთხი საკნისგან: ორი (მარჯვენა და მარცხენა) წინაგულისგან და ორი (მარჯვენა და მარცხენა) პარკუჭისგან.
წინაგულები მდებარეობენ გულის ფუძეში. გულის წინა მხრიდან გამოდიან  აორტა და ფილტვის ღერო, მის   მარჯვენა ნაწილში ჩაედინება ზედა  ღრუ ვენა, უკანაქვედა  ნაწილშიქვემო ღრუ ვენა, უკანამარცხენა ნაწილშიფილტვის  მარცხენა ვენები, ხოლო მათგან  ოდნავ მარჯვნივფილტვის  მარჯვენა ვენები.

განასხვავებენ  გული წინა (გულლმკერდნეკნების), ქვედა (დიაფრაგმული),  რომელსაც კლინიკაში ხშირად  უწოდებენ უკანას, და მარცხენა გვერდით (ფილტვისმიერი) ზედაპირებს. აგრეთვე გამოყოფენ გულის მარჯვენა კიდეს, რომელიც ძირითადად წარმოქმნილია მარჯვენა წინაგულით და ესაზღვრება მარჯვენა ფილტვს. წინა ზედაპირი, რომელიც ესაზღვრება გულმკერდს და მარცხენა III–IV ნეკნების ხრტილებს, უმეტესად წარმოდგენილია მარჯვენა პარკუჭით, ხოლო მცირე ნაწილითმარცხენა პარკუჭით და წინაგულით.
პარკუჭებს შორის საზღვარს შეესაბამება წინა პარკუჭთაშუა ღარი, ხოლო

პარკუჭებს და წინაგულებს შორის საზღვარსგვირგვინოვანი ღარი.

პარკუჭთაშუა წინა ღარში მდებარეობს მარცხება გვირგვინოვანი არტერიის პარკუჭთაშუა ტოტი, გულის დიდი ვენა, ნერვული წნული და გამომტანი ლიმფური სადინრები; გვირგვინოვან ღარშიმარჯვენა გვირგვინოვანი არტერია, ნერვული წნული და ლიმფური სადინრები. გულის დიაფრაგმული ზედაპირი მიმართულია ქვემოთ და ესაზღვრება დიაფრაგმას. იგი წარმოქმნილია მარცხენა პარკუჭისგან, ნაწილობრივ მარჯვენა პარკუჭისგან და მარჯვენა და მარცხენა წინაგულების უბნებისგან. დიაფრაგმულ ზედაპირზე ორივე პარკუჭი ერთმანეთს ესაზღვრება პარკუჭთაშორის უკანა ღარით, სადაც გადის მარჯვენა გვირგვინოვანი არტერიის უკანა პარკუჭთაშუა ტოტი, გულის შუა ვენა, ნერვები და ლიმფური სადინრები. გულის მწვერვალის სიახლოვეს პაკუჭთაშუა უკანა ღარი უერთდება წინას და წარმოქმნის გულის მწვერვალის სუკს. გულმკერდის წინა კედელზე გულის ფრონტალური პროექციის სილუეტს გაჩნია მარჯვენა, ქვედა და მარცხენა საზღვრები. მარჯვენა საზღვარი წარმოიქმნება ზემოთ (II – III ნეკნი) – ზემო ღრუ ვენის კიდით, ქვემოთ (III-IV ნეკნი) – მარჯვენა წინაგულის კიდით. V ნეკნის დონეზე მარჯვენა საზღვარი გადადის ქვედაში, რომელიც წარმოქმნილია მარჯვენა და ნაწილობრივ მარცხენა პარკუჭების კიდეებით და მიემართება ირიბად ქვემოთ და მარცხნივ, მკერდის ძვალს კვეთს მახვილისებრი მორჩის ფუძესთან, მიემართება ნეკნთაშუა სივრცისკენ მარცხნივ, კვეთს VI ნეკნის ხრტილს და აღწევს V ნეკნთაშუა სივრცეს ლავიწშუა ხაზიდან 1,5 სმით შიგნით. მარცხენა საზღვარი წარმოქმნილია აორტის რკალით, ფილტვის ღეროთი, გულის მარცხენა ყურით და მარცხენა პარკუჭით. აორტის და ფილტვის ღეროს გამოსვლის ადგილი პროეცირდება III ნეკნთაშუა სივრცეში: აორტის შესართავიგულმკერდის მარცხენა ნახევრის უკან, ხოლო ფილტვის ღეროს შესართავიმის მარცხენა კიდესთან.
გულის საკნების სტრუქტურა შეესაბამება მისი, როგორც ტუმბოს ფუნქციას. მარჯვენა წინაგული მარჯვენა პარკუჭს უკავშირდება მარჯვენა წინაგულპარკუჭოვანი ხვრელით, ხოლო მარცხენა წინაგული მარცხენა პარკუჭსმარცხენა წინაგულპარკუჭოვანი ხვრელით, ორივე ხვრელში მოთავსებულია სარქვლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის დინება წინაგულებიდან პარკუჭებში ამ უკანასკნელთა დიასტოლის დროს და ეწინააღმდეგებიან სისხლის უკუდინება პარკუჭების სისტოლის დროს. პარკუჭთა ღრუები არტერიებთან დაკავშირებულია სარქვლებით, რომლებიც განლაგებულნი არიან აორტის და ფილტვის არტერიების შესართავებში. მარჯვენა წინაგულპარკუჭოვან სარქველს ეწოდება სამკარიანი (ტრიკუსპიდალური), ხოლო მარცხენასორკარიანი ანუ მიტრალური.

მარჯვენა წინაგულს გააჩნია არასწორი კუბის ფორმა; მოზრდილ ადამიანში მისი მოცულობა შეადგენს 100–140 მლ, კედლის სისქე – 2–3 მმ. მარჯვნივ

წინაგული წარმოქმნის ღრუ დანამატსმარჯვენა ყურს. მისი შიგნითა ზედაპირს გააჩნია რამდენიმე ქიმი, რომლებიც წარმოქმნილია სავარცხლისებრი კუნთების ბოჭკოებისგან. აღნიშნული კუნთები მთავრდებიან წინაგულის ლატერალურ კედელზე და წარმოქმნიან შემაღლებასმოსაზღვრე ქიმი (crista terminalis), რომელსაც გარეთა ზედაპირზე შეესაბამება მოსაზღვრე ღარი (sulcus terminalis). წინაგულის მედიალურ კედელსწინაგულთაშუა ძგიდესცენტრში გააჩნია ოვალური ფოსო, რომლის ფუძეც, როგორც წესი, წარმოქმნილია ენდოკარდიუმის ორი ფურცლისგან. ფოსოს სიმაღლე შეადგენს 18–22 მმ, სიგანე – 17–21 მმ. ნაყოფში ოვალური ფოსოს ადგილას არის ოვალური ხვრელი, რომელიც აერთებს წინაგულების ღრუებს. ზოგჯერ, დაბადების შემდეგაც, აღნიშნული ხვრელი არ იხურება, რაც განაპირობებს არტერიული და ვენური სისხლის შერევას. მარჯვენა წინაგულში, ზემოთ და უკან ჩაედინება ზემო და ქვემო ღრუ ვენები. ქვემო ღრუ ვენის შესართავი შემოსაზღვრულია 10 მმდე სიგანის ენდოკარდიუმის ნაოჭით, რომელიც ახალშობილის შემთხვევაში უზრუველყოფს სისხლის მოძრაობას ოვალური ხვრელისკენ. ღრუ ვენების შესართავებს შორის მარჯვენა წინაგულის კედელი წამოწეულია და წარმოქმნის ღრუ ვენების სინუსს. წინაგულების უკანაქვედა ნაწილში ჩაედინება გულის გვირგვინოვანი სინუსი, რომელსაც გააჩნია აფრები.
ფორმის მიხედვით მარჯვენა პარკუჭი ჰგავს სამწახნაგოვან პირამიდას

(ფუძით ზემოთ მიმართული), რომლის მედიალური კედელიც შედის პარკუჭთაშორის ძგიდს შემადგენლობაში. მოზრდილებში მარჯვენა პარკუჭის მოცულობა შეადგენს 150–240 მლ, კედლის სისქე – 5–7 მმ, წონა – 64–74 გრ. მარჯვენა პარკუჭში გამოყოფენ ორ ნაწილს: საკუთრივ პარკუჭი და არტერიული კონუსი, რომელიც მდებარეობს პარკუჭის ზემოთა მარცხენა ნაწილში და გადადის ფილტვის ღეროში. ფილტვის ღეროს ხვრელის დიამეტრი შეადგენს 17–21 მმ. მისი სარქველი შედგება 3 ნახევარმთვარისებრი აფრისგან: წინა, მარჯვენა და მარცხენა. თითოეული ნახევარმთვარისებრი აფრის შუაში წარმოდგენილია შესქელება (კვანძები), რომლებიც ხელს უწყობენ სარქვლების უფრო მეტად ჰერმეტულ დახურვას. პარკუჭის შიგნითა ზედაპირი არათანაბარია, რაც განპირობებულია სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი ტრაბეკულების არსებობით, რომლებიც ნაკლებად არიან გამოხატულნი პარკუჭთაშუა ძგიდეზე. პარკუჭის ზემო ნაწილში (ფილტვის ღეროს ხვრელის მარჯვნივ და უკან) განლაგებულ მარჯვენა წინაგულპარკუჭოვან (ატრიოვენტრიკულური) ხვრელს გააჩნია ოვალური ფორმა; მისი სიგრძივი ზომა შეადგენს 29–48 მმ, განივი – 21–46 მმ. აღნიშნული ხვრელის სარქველი, ისევე როგორც მიტრალური ხვრელის, შედგება ფიბროზული რგოლისგან; აფრებისგან, რომლებიც თავიანთი ფუძით მიმაგრებულნი არიან ფიბროზულ რგოლზე (აფრების თავისუფალი ბოლოები მიმართულია პარკუჭის ღრუსკენ); ხრტილოვანი ქორდისგან, რომელიც აფრების თავისუფალი ბოლოებიდან მიემართება პარკუჭის კედლისკენ, დვრილისებრი კუნთებისკენ ან ტრაბეკულებისკენ; დვრილისებური კუნთებისგან, რომლებიც წარმოქმნილნი არიან პარკუჭების მოიკარდიუმის შიგნითა შრისგან. სარქვლის აფრების რაოდენობა ნახევარზე მეტ შემთხვევაში, შეესაბამება მის დასახელებას – ”სამკარიანი”; საერთოდ მათი რიცხვი მერყეობს 2–დან 6–მდე, ამასთან რაც უფრო დიდია ატრიოვენტრიკულური ხვრელის ზომა, მით უფრო მეტია აფრების რაოდენობა. მიმაგრების ადგილის მიხედვით განასხვავებენ წინა, უკანა და ძგიდის აფრებს და მათ შესაბამის დვრილისებრ კუნთებს, რომელთა მწვერვალებთანაც აფრები მიმაგებულია ხრტილოვანი ქორდებით. აფრების მომატებული რაოდენობის შემთხვევაში ვლინდება დვრილისებრი კუნთების რაოდენობის გაზრდაც.


დაახლოებით ცილინდრული ფორმის, მარცხენა წინაგული წარმოქმის მარცხენა ყურს. მარცხენა წინაგულის მოცულობა შეადგენს 90–153 მლ, კედლის სისქე – 2–3მმ. წინაგულის კედლების შიგნითა ზედაპირი გლუვია, ყურის კედლების გარდა, სადაც აღინიშნება სავარცხლისებრი კუნთების კონები, მარცხენა წინაგულის უკანა კედელზე განლაგებულია ფილტვების ვენების შესართავი (ორი მარჯვნივ და მარცხნივ). წინაგულთაშუა ძგიდეზე მარცხენა წინაგულის მხარეს მოჩანს ძგიდესთან შეხორცებული ოვალური ხვრელი (valvula foraminis ovalis). მარცხენა ყური მარჯვენასთან შედარებით უფრო ვიწრო და გრძელია, იგი წინაგულისგან შემოსაზღვრულია კარგად გამოხატული საწელურით.
მარცხენა პარკუჭს გააჩნია კონუსური ფორმა. მისი მოცულობა შეადგენს 130–220 მლ, კედლის სისქე – 11–14მმ, მასა– 130–150 გრ. გულისმარცხენა კიდის მომრგვალებული ფორმის გამო, მარცხენა პარკუჭის წინა და უკანა კედლები არც თუ მკვეთრადაა გამოყოფილი, მედიალური კედელი შეესაბამედა პარკუჭთაშუა ძგიდეს. მარცხენა პარკუჭის, აორტასთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაწილს ეწოდება არტერიული კონუსი. პარკუჭის შიგნითა ზედაპირს, ძგიდის გარდა, გააჩნია მრავალრიცხვოვანი სქელი ტრაბეკულები. მარცხენა პარკუჭის ზედა ნაწილში განლაგებულია ორი ხვრელი: მარცხნივ და წინოვალური ფორმის, მარცხენა წინაგულოვანპარკუჭოვანი ხვრელი (მისი სიგრძივი ზომა შეადგენს 23–37 მმ, განივი – 17–33 მმ), მარჯვნის და ქვევითაორტის ხვრელი. მარცხენა წინაგულოვანპარკუჭოვან (მიტრალურ) ხვრელს, უხშირესად, გააჩნია ორი აფრა და შესაბამისად ორი დვრილისებრი კუნთიწინა და უკანა. აორტის სარქველი წარმოქმნილია სამი ნახევარმთვარისებრი აფრითუკანა, მარჯვენა და მარცხენა. აორტის საწყისი ნაწილი და სარქვლის ადგილი გაფართოებულია (მისი დიამეტრი შეადგენს 22–30 მმ.) და გააჩნია სამი ფოსოაორტის სინუსები.
გულის კედლები წარმოდგენილია სამი გარსით: გარეთაეპიკარდიუმი, შიგნითაენდოკარდიუმი და მათ შორის მოთავსებული კუნთოვანი გარსიმიოკარდიუმი. ეპიკარდიუმიპერიკარდიუმის ვისცერალური ფურცელიწარმოადგენს სეროზულ გარსს. იგი შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ქსოვილის თხელი ფირფიტისგან ელასტიური და კოლაგენური ბოჭკოების სხვადასხვა განლაგებით, რომელიც ზემოდან დაფარულია მეზოთელიუმით. მიოკარდიუმი შეადგენს გულის კედლის ძირითად მასას. პარკუჭების მიოკარდიუმი წინაგულების მიოკარდიუმისგან გამოყოფილია ფიბროზული რგოლებით, რომლებიდანაც იწყება მიოკარდიუმის ბოჭკოების კონები. პარკუჭების მიოკარდიუმში პირობითად შეიძლება გამოვყოთ გარეთა, შუა და შიგნითა (ღრმა) შრეები. პარკუჭების მიოკარდიუმის გარეთა შრეები საერთოა. გარეთა და შიგნითა შრეების ბოჭკოებს გააჩნიათ იშვიათი სპირალის ფორმა; მიოკარდიუმის კონების შიგნითა შრე ცირკულატორულია. ჰისტოლოგიურად მიოკარდიუმის ქსოვილი, ჩონჩხის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან განსხვავდება რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, მიოკარდიუმის უჯრედების (კარდიომიოციტები) და სარკომერების მცირე ზომებით, უჯრედებში ერთი ბირთვის არსებობით, ერთმანეთის მიყოლებითბოლობოლოსთანპრინციპით ჩასმული დისკების მეშვეობით კარდიომიოციტების შეერთებით და სხ. კარდიომიოციტების მოცულობის დაახლოებით 30–40% უკავია მიტოქონდრიებს. მიტოქონდრიებით კარდიომიოციტების განსაკუთრებული გაჯერება განაპირობებს ქსოვილის (რომელსაც გააჩნია განუწყვეტელი აქტივობის უნარი) მეტაბოლიზმის მაღალ დონეს.
მიოკარდიუმში წარმოდგენილია ბოჭკოების განსაკუთრებული სისტემა, რომლებსაც გააჩნიათ იმპულსების გატარების უნარი გულის ყველა კუნთოვან შრეში, აგრეთვე გულის საკნების კედლების თანმიმდევრული შეკუმშვის კოორდინირების უნარი. აღნიშნული სპეციალიზირებული კუნთოვანი ბოჭკოები შეადგენენ გულის გამტარ სისტემას. ეს უკანასკნელი შედგება სინუსურწინაგულოვანი და წინაგულოვანპარკუჭოვანი კვანძებისგან და კონებისგან (წინაგულოვანი, კვანძთაშუა შემაერთებელი, წინაგულოვანპარკუჭოვანი და მისი ტოტები და სხ.). გულის გამტარი სისტემის ქსოვილებში, რომლებიც უფრო მეტადაა ადაპტირებული ანაერობული მეტაბოლიზმისადმი, ვიდრე კუმშვადი მიოკარდიუმი, მიტოქონდრიებს უკავიათ უჯრედული მოცულობის დაახლოებით 10%, ხოლო მიოფიბრილებსდაახლოებით 20%. ენდოკარდიუმი, რომლითაც ამოფენილია გულის ღრუ, მოიცავს დვრილისებრ კუნთებს, ხრტილოვან ქორდებს, ტრაბეკულებს და სარქვლებს. პარკუჭებში ენდოკარდიუმი უფრო თხელია, ვიდრე წინაგულებში. იგი, ისევე, როგორც ეპიკარდიუმი, შედგება ორი შრისგან: სუბენდოთელური და კოლაგენურელასტიური, რომელიც დაფარულია ენდოთელიუმით. გულის სარქვლის აფრა წარმოადგენს ენდოკარდიუმის ნაოჭს, რომელშიც წარმოდგენილია შემაერთებელქსოვილოვანი ფენა.
გულის ინერვაცია ხორციელდება ეპიკარდიუმის ქვეშ (უპირატესად წინაგულების კედლებში) განლაგებული გულის ნერვული წნულისგან. ეს უკანასკნელი წარმოქმნილია გულმკერდის აორტული წნულის ტოტებისგან, აგრეთვე გააჩნია გულის განგლიები, რომლებიც შეიცავენ პრედა პოსტგანგლიური პარასიმპათიკური ნერვული ბოჭკოების სინაფსებს. გულმკერდის აორტული წნულის შემადგენლობაში გულისკენ მიემართებიან პოსტგანგლიური სიმპათიკური, პრეგანგლიური პარასიმპათიკური მგრძნობელობითი ნერვული ბოჭკოები. გულის წნულის ბოჭკოები ქმნიან მეორად ინტრამურულ წნულს მგრძნობიარე და მამოძრავებელი ბოჭკოებით.
გულის სისხლმომარაგება, ჩვეულებრივ, ხორციელდება აორტის ბოლქვიდან გამომავალი მარჯვენა და მარცხენა გვირგვინოვანი არტერიებით. გულის სისხლით უზრუნველყოფის კუთხით რომელიმე ზემოთჩამოთვლილი არტერიის უპირატესი მნიშვნელობიდან გამომდინარე განასხვავებენ სისხლმომარაგების მარჯვენა გვირგვინოვან, მარცხენა გვირგვინოვან და შერეულ ტიპებს.


მარცხენა გვირგვინოვანი არტერია იყოფა შემომხვევ და პარკუჭთაშუა წინა ტოტებად. შემომხვევი არტერიიდან გამოდის რამდენიმე ტოტი, მათ შორის

წინა ანასტომოზური, წინაგულპარკუჭოვანი, მარცხენა კიდითი, შუალედური წინაგულოვანი, მარცხენა პარკუჭის უკანა, აგრეთვე სინუსურწინაგულოვანი და წინაგულოვანპარკუჭოვანი კვანძების და წინაგულების ტოტები. პარკუჭთაშუა წინა არტერიიდან გამოდიან არტერიული კონუსის, ლატერალური და ძგიდის პარკუჭთაშუა ტოტები. მარჯვენა გვირგვინოვანი არტერიიდან გამოდიან არტერიული კონუსის, სინუსურწინაგულოვანი და წინაგულპარკუჭოვანი კვანძების, წინაგულების და შუალედური წინაგულოვანი, მარჯვენა კიდითი, მარჯვენა პარკუჭთაშუა (მისგან გამოდიან ძგიდის პარკუჭთაშუა ტოტები) და მარჯვენა უკანალატერალური ტოტები. გულის არტერიები იტოტებიან მის ყველა გარსში. ანასტომოზების არსებობის გამო გულში შესაძლებელია აღინიშნებოდეს კოლატერალური სისხლის მიმოქცევა. გულის კედლების ვენებიდან ვენური სისხლი ძირითადად ჩაედინება გვირგვინოვან სინუსში, რომელიც უერთდება მარჯვენა წინაგულს. გარდა ამისას, ვენური სისხლი გულის წინა ვენების მეშვეობით უშუალოდ ჩაედინება მარჯვენა წინაგულში.
ლიმფის უკუდინება ხორციელდება ენდოკარდიუმის ლიმფოკაპილარული ქსელიდან მიოკარდიუმის სადინრებში, ხოლო მიოკარდიუმის და ეპიკარდიუმის ლიმფური ქსელიდანსუბეპიკარდიულ ლიმფურ სადინრებში. მათგან ყალიბდება მარჯვენა და მარცხენა ძირითადი ლიმფური სადინრები, რომლებიც ჩაედინებიან შუასაყრის ლიმფურ კვანძებში.

ფიზიოლოგია. გული მუშაობს ტუმბოს პრინციპით. იგი პარკუჭების შეკუმშვის, ანუ სისტოლის მომენტში ახდენს სისხლის გადასროლას არტერიებში, ამავე დროს, მოდუნების ანუ დიასტოლის დროს ხდება ვენებიდან სისხლის გადმოსროლა წინაგულებში. ტუმბოს პრინციპით გულის მუშაობა წარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დიდ და მცირე წრეებში სისხლის მოძრაობის მექანიკური ენერგიის წყაროს, რის გამოც ხდება ნივთიერებათა და ენერგიის ცვლის უწყვეტობის უზრუნველყოფა ორგანიზმში. აღნიშნული მუშაობის ენერგეტიკული უზრუნველყოფა დამოკიდებულია ჟანგვითი ფოსფორილირების პროცესში ატფის გამომუშავებაზე, რაც მიმდინარეობს მიტოქონდრიებში და მოითხოვს მოლეკულური ჟანგბადის არსებობას (ჯანგბადის მიწოდების შეწყვეტა იწვევს მიოკარდიუმის კუმშვადი ფუნქციის სწრაფ დაქვეითებას. გულის აერობული მეტაბოლიზმისთვის ძირითად ენერგეტიკულ სუბსტრატს წარმოადგენენ ცხიმოვანი მჟავები, გლუკოზა, ლაქტატი, პირუვატი და კეტოსხეულები,რომლებიც კარდიომიოციტებში ხვდებიან სისხლის პლაზმიდან, აგრეთვე შედარებით ნაკლებადანიმომჟავები. ცხიმოვანი მჟავების და ნახშირწყლების არსებობისას, გულისთვის უპირატეს ენერგეტიკულ სუბსტრატს წარმოადგენენ ცხიმოვანი მჟავები, რომელთა დაჟანგვაზეც იხარჯება გულის მიერ მოხმარებული ჟანგბადის დაახლოებით 70%. კარდიომიოციტებში გლუკოზის კონცეტრაცია მატულობს გლუკოზის დონის მატების, ინსულინის, კატექოლამინების არსებობის დროს, აგრეთვე ჰიპოქსიის პირობებში, ხოლო მცირდება ცხიმოვანი მჟავების კონცეტრაციის მატებისას. სისხლის პლაზმიდან კარდიომიოციტებში აღწევს მხოლოდ თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები (თცმ). გულის ენერგეტიკულ ცვლაში