მითოლოგია


 

    ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლების მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება.

    თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკაპოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

    ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი.

    უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მიგვითხრობს. ტროის ომი, ლეგენდის თანახმად, წარმოებდა მცირე აზიაში ქალაქ ტროის წინააღმდეგ აქეველთა მიერ, ტროელი პარისის მიერ სპარტის მეფის მენელაოსის ცოლის – უმშვენიერესი ელენეს მოტაცების გამო. ეს ომი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ბერძნულ მითოლოგიაში და აღწერილია ეპიკურ პოემათა ციკლში, რომელთა შორის ჩვენამდე მხოლოდ ორმა - ჰომეროსის ილიადამ და ოდისემ მოაღწია - მოაღწია.

ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ჰომეროსის მიერ აღწერილი მოვლენები სინამდვილეს შეესაბამებოდა. მათი მოსაზრებით ეს ომი ძვ.წ. მე-13 ან მე-12 საუკუნეში უნდა მომხდარიყო და რომ ტროა მდებარეობდა დარდანელის სრუტის მიდამოებში, რაც ამჟამად თურქეთში ჰაინრიხ შლიმანმა ამ მიდამოებში გათხრები აწარმოა და მითოლოგიური ქალაქის გარკვეულ მინიშნებებს მიაკვლია. მიუხედავად ამისა, არ არსებობს რაიმე დოკუმენტური ნივთმტკიცება, რაც ჰომეროსის ტროის ან იქ მომხდარი ომის არსებობას დაასაბუთებდა.ტროას ომძე გადაღებულია შესანიშნავი ფილმი,რომლის ფრაგმენტები ქვემოტაა წარმოდგენილ

http://www.youtube.com/watch?v=xF6vuSh7L2w&feature=related


http://www.youtube.com/watch?v=cCg8Ku7C5eI



Embedding disabled by request

  

ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.

       ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.

   იმ დროისათვის ძალზე პოპულარულია იყო სამ ძმას-ზევსს,პოსეიდონსა და ჰადესს შორის სამი სკნელის განაწილებაზე-ზეცისა და ადამიანებით დასახლებული სამყაროსი,ზღვისა და მიწისქვეშეთის.ამ დროს უნდა ეკუთვნოდეს ლიმპოს მთაზე დამკვიდრებულ ღმერთთა შესახებ წარმოდგენები და რწმენა თორმეტი ოლიმპიური ღმერთისა.ტითოეულს განმგეობის თავისი სფერო შეესაბამებოდა.ზევს(ლათ.იუპიტერი)-კანონიერება,ჰერას(იუნო)-ქორწინებები და ბავშვთა გაჩენა,პოსეიდინს(ნეპტუნი-ზღვის სტიქია და მიწის რყევა,დემეტრეს(კერესი)-დედამიწის ნაყოფიერება,აპოლონს(აპოლონი)-ხელობნება და მედიცინა,მზის სინათლე,ერტემისს(დიანა)-ნადირობა,ჰეფესტოს(ვულკანუსი)-ცეცხლი და მჭედლობა,ათენა პალადას(მინერვა)-სიბრძნე,არესს(მარსი)-ომი,აფროდიტეს(ვენუსი)-სილამაზ და სიყვარული,ჰერმესს(მერკურიუსი)-ღმერთთა შიკრიკობა,მოგზაურობა,სულთა თანხლება და ა.შ.ჰესტიას(ვესტა)-ოჯახური კერა.ზოგი მათ უმატებდა მეცამეტე ღმერტს ჰადესს-გარდაცვლილთა სულების სამკვიდრებლის გამგებელს.ეკვდავ ღმერთთა რაოდენბ ბერძნულ მითოლოგიაში ძალზე დიდია.თუმცა არსებობს თქმულებები,რომლებიც ქმნიან ციკლებს გარკვეული მოვლენის გარშემო.ამ მხრივ გამოიყოფა სამი ციკლი: 1.თებეს ციკლი,მოიცავს კოდმოსის მიერ დაარსებულ  ბეოტოს მთავარი ქალაქის ტრაგიზმით აღსავსე  ამბებს. 2.არგონავტების ციკლის ამბები მოიცავს ბერძენთა მიერ უკვე ქვეყნის გარეთ ჩატარებულ შორეულ   საზღვაო ექსპედიციების აღწერას. 3.ყველაზე პოპულარული თქმულებათა სორის მაინც ტროას ციკლი იყო.ტვისთავად,ბერძნული ტერმინი ,,მითი" სხვა ს არას ნისნავს თუ არა ,,სიტყვას".თანამედროვ ენაში ამ სიტყვით ავღნიშნავთ მთელ კომპლექსს რმერთთა და გმირთა შესახებ არსებული თქმულებებისა,რომელშიც გადმოცემულია ხალხის მიერ ნაწილობრივ რელიგიურად,ნაწილობრივ კი ისტორიულ-ქრონიკულად აღქმული შორეული,ლეგენდარული წარსული.

    ,,ბნელ წლებში",ერთი შეხედვით დიდი დაქვეითების ეპოქა იყო,მაგრამ ამ პერიოდში შემზადდა საფუზველი ახალი აღმავლობისათვის,რომელიც საბერძნეთში გეომეტრიული ეპოქის რენესანსით დაიწყო..სწორედ ამ დროს დაიწყო ახალი ერა კაცობიობის ისტორიაში,რომელსაც ბერძენთა დიდი აღმავლობის ერაც შეგვიძლია ვუწოოტ.მათ უძლიერდებათ ლტოლვა იდუმალებით მოცული მიკენური წარსულისაკენ,რომელიც მათი დიდების ძეგლად წარმოუდგენიათ.ეს არის ეპოქა სახელოვანი მიენური ნამყოს დასასრულისა სა ახალი კლასიკური ბერძნული კულტურის განვიტარების დასაწყისისა.

      ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი არის პოლისი,რომელსაც, როგორც სახელმწიფო ორგანიზმის  ორგანიზაციის  ახალ ფორმას სწორედ ამ ეპოქაში ეყრება საფუძველი.პოლისის სრულუფლებიანი წევრობის საფუძველს წარმოადგენდა მიწის საკუთრება.შესაბამისად,პოლისი გადაიქცეოდა სრულუფლებიან ევრტა არამრავალრიცხოვან სახელმწიფო გაერთიანებად.

        ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. წ. VIII-Vი სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.ბერძნული კოლონიზაცია  იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორთაგანია,რომელმაც ხელი შეუწყო ელინისტური ცივილიზაციის სემდგომ განვითარებას და ფორმირებას.ამასთანავე,უდიდესი მნისვნელობა ჰქონდა საერთო ელინური ხასიათის მიცემას ლიმპიური თამაშებისათვის. ოლიმპიური თამაშები უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრებაა ძველ საბერძნეთში.

 http://s59.radikal.ru/i164/0912/94/dea5f0d4a041.jpg
Comments