ძველი სენაკის საჯარო სკოლის ისტორია

                 1874     წელს     აკაკი     წერეთლის   შუამდგომლობით      და     ძველ    სენაკელთა    მონდომებით   გაიხსნა   ერთკლასიანი    სათავადაზნაურო სკოლა. სწავლების პირველ წელს ძველი სენაკის სკოლაში 21 მოსწავლე ირიცხებოდა.
             1884 წლის 25 ოქტომბერს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ქართული სკოლა. მის კურთხევაზე სიტყვა წარმოუთქვამს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით აკაკი წერეთელს.  სკოლას  არაერთხელ  სწვევია  პედაგოგ-განმანათლებელი იაკობ გოგებაშვილი. ამ სკოლის პირველი ბრძენი ხელმძღვანელი ყოფილა სამსონ ყიფიანი, შემდეგ არსენ წითლიძე.  
                 სკოლამ დიდი როლი შეასრულა მრავალი თაობის აღზრდის საქმეში. სწორედ აქ ეზიარნენ ცოდნას და შემდეგ დიდ გზაზე გავიდნენ საქვეყნოდ ცნობილი აკადემიკოსები:  კონსტანტინე გამსახურდია, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, პეტრე ქავთარაძე, ვარლამ თოფურია. საქართველოში იშვიათია სკოლა, რომელიც ხუთი აკადემიკოსის აღმზრდელი იყოს.
                  1964  წლის ოქტომბერში სკოლამ იზეიმა  ქართული სკოლის დაარსების 80  წლისთავი. ზეიმს უამრავი სტუმარი  დაეწრო. მათ შორის კონსტანტინე გამსახურდია. ზეიმის მოწყობის ინციატორი ყოფილა  აწგანსვენებული, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი, საკავშირო გამოფენების მრავალგზის მონაწილე, სკოლის დირექტორი  იონა  მიქაძე.
                   სკოლამ 1987 წლის 5 დეკემბერს აღნიშნა დაარსების 100 წლისთავი. ღონისძიებაზე ჩამოვიდა განათლების იმჟამინდელი მინისტრი  გურამ  ენუქიძე.  ზეიმი  ჩატარდა  რესპუბლიკურ დონეზე.  სკოლა  განათლების  მინისტრმა დააჯილდოვა პედაგოგიურ მეცნიერებათა   აკადემიის   დიპლომით   მასზედ,   რომ   ის   არის   “პედაგოგიურ  მეცნიერებათა  აკადემიის   კოლექტიური  წევრი”, რომელსაც   ხელს   აწერდა   აკადემიის პრეზიდენტი ნათელა ვასაძე და აკადემიის მდივანი ვლადიმერ გაგუა. ეს უდიდესი ჯილდო წილად ხვდა საქართველოს რაიონების სკოლებს შორის ძველი სენაკის საჯარო სკოლას, მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეში მოპოვებული წარმატებებისათვის. 
                1998 წლის ოქტომბერში სკოლამ იზეიმა აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 100 წლისთავი. სკოლის ეზოში დაიდგა არნოლდ    ჩიქობავას    ბიუსტი.    გაიხსნა   არნოლდ    ჩიქობავას   მუზეუმი.   2004     წლის   25   ოქტომბერს    სკოლას   შეუსრულდა დაარსებიდან 130 წელი.  ძველი   სენაკის  საჯარო  სკოლის  დირექტორებად   თავის   დროზე   მუშაობდნენ:  ვლადიმერ  დავითაია,    ალექსანდრე   ქუჩულორია,  აპოლონ  ქავთარაძე,   ოთარ   ცეკვაშვილი,  იონა  მიქაძე,  მიტუშა ძიძიგური. 

                                                                                           
SelectionFile type iconFile nameDescriptionSizeRevisionTimeUser
ą

Просмотр Скачать
  2459 кб версия 1 13 апр. 2011 г., 12:21 Vakhtangi Janjgava
ą

Просмотр Скачать
  605 кб версия 1 13 апр. 2011 г., 12:02 Vakhtangi Janjgava
ą

Просмотр Скачать
  379 кб версия 1 13 апр. 2011 г., 12:01 Vakhtangi Janjgava
ą

Просмотр Скачать
  2509 кб версия 1 13 апр. 2011 г., 12:04 Vakhtangi Janjgava
Comments