ბერძნული ხელნაწერები საქართველოში
                                            ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი





28 ივნისს,

19:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და თსუს კლასიკური     ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით, ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით -  ბერძნული ხელნაწერები“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ცენტრში დაცული ბერძნული ხელნაწერები, ფრაგმენტები, კონსპექტური ტიპის ჩანაწერები, რომლებიც ქრონოლოგიურად V-XVIII საუკუნეებით თარიღდება. ასევე გამოიფინა ცენტრში დაცული უძველესი პაპირუსები, ცნობილი მკვლევარის, გრიგოლ წერეთლის კოლექციიდან, რომელიც 200-მდე ფურცელს მოიცავს.

საგამოფენოდ შერჩეული ექსპონატები მნიშვნელოვანია, როგორც ბიზანტიური მწიგნობრული ტრადიციის განვითარების ისტორიისა და პოსტბიზანტიური ეპოქის ხელნაწერი წიგნის კვლევის, ასვე ქართულ-ბერძნული კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისით.

გამოფენა 2 ივლისამდე გაგრძელდა.