აღსაყდრება


        
                             



1921 წლის 1-5 სექტემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მესამე საეკლესიო კრებამ გელათში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია აირჩია.

აღსაყდრება სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა.

“მორწმუნენო და მამულისშვილნო, ორივე, ეკლესიაც და სამშობლოც, ტკბილია, ორივე წმიდათა წმიდაა. შევიგნოთ ისტორიული გაკვეთილების ძალა, შევისწავლოთ ხალხის მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების ნაყოფი, ხალხის ფსიქოლოგია, და ის გვასწავლის და გვეტყვის, რომ საჭიროა შემოვკრბეთ ეროვნული ეკლესიის გარშემო, პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე. ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ეს მოგვცემს ძალას შევანახვინოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც".

    კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის მიერ წარმოთქმული სიტყვა აღსაყდრების დროს




Comments