ახალი სასწავლო მოდელის აღწერა

2024-25 სასწავლო წლიდან მე-10 კლასში საგნობრივი სწავლების (მათემატიკა, ბიოლოგია, ქართული და ა.შ.) ნაცვლად შევქმენით ორგანიზაცულ პროექტზე დაფუძნებული სასწავლო მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები შექმნიან არაფორმალურ საგანმანათლებლო სკოლას და ამ გზით განივითარებენ შესაბამის საგნობრივ კომპეტენციებს. 


პირველ სემესტრში მოწავლეები შეისწავლიან თუ როგორ უნდა ააწყონ ორგანიზაციული სისტემა და ისწავლიან ფინანსებს, ორგანიზაციულ მენეჯმენტს, ბიზნეს სამართალს, საგანმანათლებლო ფილოსოფიას, მარკეტინგს და კურიკულუმის დაგეგმვას, ხოლო მეორე სემესტრში, როცა მოსწავლეები თავად ხდებიან მასწავლებლები, გამოაცხადებენ გარე დაინტერესებული მოსწავლეების მიღებას და არაფორმალური სკოლის მოსწავლეებს დაუგეგმავენ და ჩაუტარებენ გაკვეთილებს, რომელიც დაფუძნებული იქნება ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაზე, მაგალითად, საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნების შემცველი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება: სავალ ნაწილზე სიჩქარის ლიმიტის განსაზღვრა; ფოლკლორული ექსპედიცია; ურბანული მწვანე სივრცეები.  


ორგანიზაციული სისტემის აწყობის პროცესში შესასწავლი თემები და კავშირი ესგ-სთან 

(მცირე ჩამონათვალი)