ქართული სამზარეულოს დღეები მსოფლიოში

ახლახან იტალიაში, ბარის პროვინციის ქალაქ ტურში გაიმართა ქართული სამზარეულოს წესით დამზადებული საკვების პრეზენტაცია. ამ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა იტალიელი ქალბატონი მარია პია ლენატო (MARIA PIA LENATO). ის არის ვიცე-პრეზიდენტი ორგანიზაციისა „ASOCIARIONE GUMANITA SOLIDALE GLOCAL DITURI“. ქალბატონი მარია ქართველებს უსასყიდლოდ ასწავლის იტალიურ ენას. მას დიდი გამოცდილება აქვს ემიგრანტული ცხოვრებისა: იყო ალბანეთში, ინდოეთში, იცის, რა არის ემიგრანტობა და ტურში მცხოვრებ ქართველებს შეძლებისდაგვარად ეხმარება.

ქალაქ ტურში, დაახლოებით, 40 ქართველი ემიგრანტი იმყოფება. ღონისძიებაში ჩვენც, იქ მცხოვრებმა ქართველებმაც მივიღეთ მონაწილეობა. ეს დღე ჩვენთვის საზეიმო იყო, რადგან იყიდებოდა ქართული წესით დამზადებული საკვები და ჩვენ, ყველანი, იმ წუთებში საკუთარ ოჯახებთან და საქართველოსთან ვიყავით თითქოს. ღონისძიებას ქალაქ ტურის პრესის სამსახურიც ესწრებოდა. მარია პიამ ერთ-ერთ ჟურნალში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მე კათოლიკე ვარ, დახმარება გაჭირვებულთათვის და ემიგრანტებისთვის ჩემი მოვალეობაა. ქართველები განსაკუთრებული ხალხი ხართ, თბილი, ნიჭიერი, კეთილშობილნი. სურვილი დამებადა, ვნახო საქართველო. გავიცნო სხვადასხვა ერი, ვიცოდე მათი ქვეყნის ტრადიციები - ეს ჩემი ცხოვრების მისიაა. მინდა ჩემი შესაძლებლობებით მიღებული მატერიალური სიკეთე უსასყიდლოდ გადავცე გაჭირვებულებს. ამას სიყვარული მაკეთებინებს, ჩემი რწმენისა და ადამიანების სიყვარული.“

იმ დღეს 8 სახეობის საკვები გაიყიდა. განსაკუთრებით მოეწონათ აჭარული ხაჭაპური და ნიგვზიანი კერძები. აღებული თანხა აფრიკაში გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხა.
                               
 დიპლომატიური დაძაბულობის მიუხედავად, მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქართული სამზარეულოს კერძებს მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანთან ახლოს მდებარე კაფეში, სახელწოდებით „ხაჭაპური“, ახალგაზრდა მოსკოველები სიამოვნებით მიირთმევენ ქათმის ჩახოხბილს, ცხარე ლობიოს და ახლადგამომცხვარ ყველიან პურს „ხაჭაპურს“, რომლის სახელიც ამ დაწესებულებას დაარქვეს.

ეს ეგზოტიკური ქართული კერძები აბსოლუტურად განსხვავდება უმარილო და არაცხარე რუსული კერძებისგან, მათი სახელწოდებებიც კი რომლებშიც უამრავი თანხმოვანია, სლავური ყურისთვის უჩვეულოა. ქართული სამზარეულო, რომელიც ფაქტობრივად, ყველაზე გემრიელია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამზარეულოებიდან, დიდი ხანია რაც რუსეთში პოპულარობით სარგებლობს და რადგან დედაქალაქში ბევრი ახალი რესტორანი იხსნება, მისი პოპულარობა მხოლოდ იზრდება.

ამ მხიარულ ატმოსფეროში რუსეთის და მისი პატარა სამხრეთელი მეზობლის ურთიერთობებში (რაც 2008 წლის აგვისტოში სასტიკ ომში გადაიზარდა) არსებულ სირთულეებზე, მხოლოდ სუსტი მინიშნებები არსებობს. პირველი – ღვინოების რუქაა. რუსული ტრადიციით ქართული კერძის მირთმევა იგივეა, რაც ბრიტანელისთვის „ინდურის დაგემოვნება“, თუმცა ლუდი „კობრა”-ს ნაცვლად, რომელსაც ცხარე ინდურ კერძებთან ერთად მიირთმევენ ხოლმე, ქართულ კერძებთან ერთად ტკბილი ქართული ღვინო ისმევა. საბჭოთა დროში, ქვეყნის ყველა მოქალაქეს – ვილნიუსიდან დაწყებული ვლადივოსტოკით დამთავრებული – საშუალება ჰქონდა ერთი ბოთლი ქართული წითელი ღვინო გაესინჯა.


Comments