სტატისტიკური მონაცემები და გამომწვევი მიზეზები


რატომ უნდა დავეხმაროთ აფრიკას?   

 გაეროს სურსათისა (The UN's Food) და სამეურნეო ორგანიზაციის (FAO) კვლევებზე დაყრდნობით აფრიკის სამხრეთ ნაწილში განლაგებულ 27 ქვეყანას ესაჭიროება საკვები პროდუქტებით  დახმარება. ისეთ ქვეყნებში , როგორიცაა სომალი, მალავი , ნიგერია, კენია და ზიმბაბვე  სისტემურ პრობლემას წარმოადგენს შიმშილობა, რასაც ადგილობრივ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტები და ბუნებრივი კატასტროფები ამძაფრებს. მსოფლიოს მაშტაბით 925 მშიერი ადამიანია, დაახლოებით მათ 26%-ს კი აფრიკის საჰარის სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობა შეადგენს - 239 მილიონი ადამიანი. 

     გამომდინარე იქედან რომ აფრიკის სამურნეო სისტემა სავალალო მდგომარეობაშია . საერთაშორისო სასურსათო პოლიტიკის ინსტიტუტის კვლევებზე დაყრდნობით კი 200 მილიონი ადამიანი დარჩა საკვების გარეშე სამეურნეო კრიზისის გამო.  თუმცა აღსანიშნავია, რომ  აფრიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომებმა შიმშილობის დონის უფრო აწევა მოახდინა, ვიდრე ეს ბუნებრივი კატასტროფების დროს ხდება ხოლმე.
          
                 
     ქვემოთ წარმოდგენილია 1969 - 2010 წლების სტატისტიკური მონაცემი მსოფლიოში არსებულ შიმშილობასთან დაკავშირებით. მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მარტო აფრიკის სამხრეთ ნაწილში 2008 - 2009 წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა ადამიანთა რაოდენობა რომლებიც საკვების ნაკლებობას განიცდიდნენ. ხოლო რაც შეეხება 2010 წელს მათი რაოდენობა შედარებით შემცირდა. 
                    
 

YouTube Video

                                               
                            ვიდეო მასალის წყარო 1

  
                                                გამომწვევი მიზეზები
                 
      თუ რა არის შიმშილის გამომწვევი მიზეზები , ეს ფუნდამენტური კითხვაა, რომელსაც სხვადასხვა პასუხი აქვს. 
   
      შიმშილი კომპექსურადა დაკავშირებული სოციალურ ასპექტებთან, რაზეც მოქმედებს გლობალური ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ძალოვანი სტრუქტურები, განვითარება და მოსახლეობის მოთხოვნის დინამიკა,  რასობრივი საფუძვლები, ეთნიკური წარმომავლობა, სქესი და ასაკი.  
       I მიზეზი - სიღარიბე  და  უძლურობა

     ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შიმშილობისა სიღარიბეა - არასაკმარისი მსყიდველობითი უნარი და რესურსები. მსოფლიოს მასშტაბით 1,3 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს 1$ ამერიკულ დოლარზე დღის განმავლობაში. დაახლოებით ერთი მესამედი განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისა ღარიბია, ციფრები იზრდება 70- 80% - მდე  მაშინ, როდესაც აფრიკის სამხრეთ ნაწილის მოსახლეობა განისაზღვრება.

       II მიზეზი - მოსახლეობა , მოხმარება და გარემო

      მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა 2020 წლისათვის 5,5 მილიარდიდან 8 მილიარდამდეა მოსალოდნელი, ამ ზრდის  93%-ზე მეტი ნაკლებ შემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. მწვავე დებატები მიდის იმის თაობაზე , შეძლებს თუ არა დედამიწა გაუძლოს მოსახლეობის ასეთი ზრდით მძიმე ეკოლოგიურ კატასტროფებს . მიუხედავად იმისა დარეგულირდება თუ არა 21-ე საუკუნეში მოსახლეობის ზრდა, საკვები რესურსების რაოდენობა მაინც უნდა გაორმაგდეს. პესიმისტები გამოსავალ დედამიწის გართ ეძებენ , ხოლო ოპტიმისტები საკვებთან დაკავშირებული  ინოვაციებით შემოიფარგლებიან.

          III მიზეზი - ძალადობა და შეიარაღება
  
      ახალი და განგრძობითი სამოქალაქო არეულობები არის ადამიანი  კატასტროფების წყაროა ავღანეთში, ბურმაში, მოზამბიკში, რვანდაში, სომალიაში, შრილანკაში, სუდანში იუგოსლავიაში და სხვა ბევრგან. ამ ყველაფრის მსხვერპლი კი უმეტესად მხოლოდ უდანაშაულო ადამიანებია. ომი ანელებს და აჩერებს საკვების წარმოებას და გაყიდვას, იძარცვება ყველანაირი საკვების წყარო მემცენარეობა და მეცხოველეობა და ზარალდება მომავალი თაობა. 
              
          IV მიზეზი - რასიზმი და ეთნიკური წმენდა                    

      რასობრივი დისკრიმინაცია და ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებამ შიმშილობა წარმოშვა.( არასაკმარისი საკვების მიღება) და რესურსების ჩამორთმევა სამხრეთ აფრიკის მოსახლეობისათვის, ლათინური ამერიკის მცხოვრებლებთათვის, შრი ლანკას მცხოვრებლებთათვი. ორივე მხარე საკვებს იარაღად იყენებს, რის შედეგადაც იზრდება საკვების ნაკლებობის პროცენტული მნიშვნელობა - 80% ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა. გასულ წლებში 1,3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა შიმშილითა და დაავადებებით.
      ზიმბაბვემ მოახერხა სერიოზული რასობრივი არეულობის გარეშე ინტეგრაცია. ცდილობს შიმშილობის დონის დაწევას.
 
          V მიზეზი  - გენდერული თანასწორობა

      იმის გამო რომ ქალი აჩენს და წრდის შვილებს, მას აქვს სპეციალური კვებითი მოთხოვნილებები. მამაკაცთან შედარებით მას არაპროპორციული კვების ნაკლებობის განაკვეთები აქვს. დედები რომლებიც არასაკმარის საკვებს იღებენ უარყოფით გავლენას ახდენენ შვილებზე.   

          VI მიზეზი - მოხუცებისა და ბავშვების დაუცველობა 
    
 
       ბავშვის არასრულფასოვანი კვება მის მომავალ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას, და შეიძლება თაობებსაც გადაეცეს. არასრულფასოვანი კვების ფაქტორით 13 მილიონი ბავშვი გარდაიცვალა წლიურად 5 წლის ქვემოთ.
     
     
     წყარო  
       
Comments