რა არის გენური ინჟინერია?

   

გენური ინჟინერია არის ახალი ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს გენებით მანიპულირებას. მეცნიერებს შეუძლიათ ერთი სახეობიდან გენები გადაიტანონ მეორე, საერთოდ არამონათესავე სახეობაში.ეს შესაძლებელია გენეტიკური კოდის უნივერსალობის გამო,იგი ერთია ყველა ცოცხალისთვის , იქნება ეს ცხოველი , მცენარე თუ მიკროორგანიზმი.მაგალითად ,შესაძლებელია გენების გადატანა თევზიდან პომიდორში,იმისათვის რომ გავხადოთ პომიდორი უფრო ყინვაგამძლე .გენეტიკურად მოდიფიცირებული პომიდორი მასში ჩაშენებული თევზის გენის საშუალებით უკვე იწყებს თევზისათვის დამახასიათებელი ცილების გადამუშავებას და შესაბამისად ხდება უფრო ყინვაგამძლეც.

გენეტიკური ინჟინერიის მომხრეები ხშირად ამტკიცებენ,რომ ისინი იგივე საქმიანობას ეწევიან ,რასაც ჩვეულებრივ სელექციონერები,მხოლოდ უფრო სწრაფად და მეტი სიზუსტით.მართლაც, სელექციის დროსაც შეიძლება მოხდეს მოხდეს გადაცემა , მაგრამ მხოლოდ ერთი სახეობის ინდივიდებს,ანდა ძალიან მონათესავე სახეობებს შორის.სელექციის დროს ბრინჯი შეიძლება შეუჯვარდეს მხოლოდ ბრინჯის სხვა ჯიშებს, მაგრამ ვერასოდეს შეუჯვარდება მიწისთხილს ან  ვაშლს.გენური ინჟინერიის შემთხვევაში კი ასეთი ბარიერი არ არსებობს. მისი საშუალებით შესაძლებელია ბუნების მიერ მილიონობით წლების განმავლობაში დაწესებული სახეობათაშორისი საზღვრების დაარღვევა.აქამდე არასოდეს ყოფილა შესაძლებელი ცხოველიდან მცენარეში , ან ბაქტერიიდან ადამიანში გენის გადატანა . იმ შემთხვევაშიც კი თუ ნათესაურად ახლომდგომი სახეობების შეჯვარება მოხდა, მიიღება   უნაყოფო შთამომავლობა , როთაც ბუნება ინარჩუნებს სახეობათა მრავალფეროვნებას.გენური ინჟინერიის შემთხვევაში  კი არამონათესავე სახეობების გენების კომბინირებისა და მაათი გენეტიკური მატერიალის შეცვლის შედეგად იქმნება ახალი ცოცხალი ორგანიზმები , რომელთაც აქვთ გამრავლებისა და შთამომავლობის მოცემის უნარი.რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ასეთი ორგანიზმების ბუნებაში გამოთავისუფლებას?დღეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არავის შეუძლია .ყველაზე გამოცდილ მეცნიერსაც კი არ ძალუძს იმის განსაზღვრა , თუ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანსა და ბუნებას ამგვარად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ბუნებაში გავრცელებამ.

საერთოს გენური იჟინერია წარმოადგენს ინდუსტრიული სოფლის მეურნეობის  ახალ მიმართულება და კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული მონოკულტურებზე, რითაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შემცირებას.

   

ზოგიერთის აზრით, ბუნებრივი გაგრძელებაა იმ ბიოტექნოლოგიური პროცესების, რომლებსაც ადამიანი დასაბამიდან იყენებდაღვინის დაყენებისა და პურის ცხობიდან დაწყებული, მცენარეთა და ცხოველთა სელექციით დამთავრებული. მართალია, დღეისათვის საკვებად გამოყენებული მარცვლეული ძნელად თუ წააგავს იმ ველურ წინაპარს, რომლისგანაც ის ადამიანმა ხელოვნური შერჩევის გზით მიიღო, მაგრამ ასეთი გადარჩევის ტრადიციული ფორმა თვისობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება გენური ინჟინერიისაგან.
ბუნებაში გენეტიკური მრავალფეროვნება გარკვეული საზღვრების პირობებში ყალიბდება, ანუვარდი შესაძლებელია შეჯვარებული იყოს განსხვავებული ჯიშის ვარდთან, მაგრამ მას ვერასოდეს შევაჯვარებთ კომბოსტოსთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სახეობები ახლონათესაურ კავშირში არიან და მათი შეჯვარება ხერხდება, შთამომავლობა, როგორც წესი, უნაყოფოა. მაგალითად, ცხენი შეიძლება შეეჯვაროს ვირს, მაგრამ მათი შთამომავალი ჯორი შთამომავლობას ვერ იძლევა. გენური ინჟინერია კი ასეთ ბარიერებს არღვევს. დღეისათვის გენური ინჟინერიის გზით შესაძლებელია გენების აღება და გადატანა ერთმანეთისაგან ძალიან დაშორებულ სახეობებს შორისაც კი; მაგალითად, მცენარეებში შეიძლება გენები გადავიტანოთ ბაქტერიებიდან, ვირუსებიდან, მწერებიდან, ცხოველებიდან და ადამიანებიდანაც კი.
მოლეკულური ბიოლოგიის დარგის მეცნიერების აზრით, სახეობის ცნებაში არაფერია განსაკუთრებით ხელშეუხებელი. ისინი ვერ ხედავენ ეთიკურ პრობლემას სახეობიდან სხვა სახეობის მემკვიდრულ აპარატში ერთი, ხუთი და თუნდაც ასი გენის გადატანაში. მათ მიაჩნიათ, რომ ამით ისინი მხოლოდ გენის ქიმიურ კოდს ცვლიან და არა განსაზღვრული ცხოველის მთლიან სპეციფიკას.~ (ჟერემყ ღიფკინ, 1998). ხშირად დავობენ, რომ შესაჯვარებელი სახეობების გენების ურთიერთჩანაცვლება მეცნიერული აღმოჩენა არ არის, რადგან ევოლუციის პროცესში ბაქტერიები და ვირუსები ხშირად ახდენენ გენების ჩანაცვლებას სახეობებს შორის. ამჟამად მცენარეებში და ადამიანში აღმოჩენილია შესაბამისად 25 და 27 ათასი გენი, რომლის თუნდაც ერთი გენის შეცვლა ან ჩანაცვლება იწვევს სერიოზულ ცვლილებებს. გენური ინჟინერია მხოლოდ ბუნებრივ პროცესს აჩქარებს.
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 2006 წლის 1 იანვრისათვის გამოქვეყნებულია გმო- 16 მცენარის 68 ჯიშ-პოპულაცია, რომელთა წარმოება და გამოყენება ნებადართულია. ამ ჩამონათვალში ძირითადად ლიდერობენ: სოია, სიმინდი, ბამბა, პომიდორი, რაფსი, შაქრის ჭარხალი.
საერთაშორისო კომპანია `მონსანტო-“ ჰერბიციდი რაუნდაპი მსოფლიოში ყველაზე კარგი გასაღების ბაზრის მქონე პრეპარატია. კომპანიის 9 მილიარდ აშშ დოლარიანი წლიური შემოსავლის 17%, სწორედ მის წილზე მოდის. თუმცა აშშ-ის პატენტს ჰერბიციდ რაუნდაპზე 2000 წლის ბოლოს ვადა გაუვიდა, მონსანტომ შეძლო ეფექტურად გაეფართოვებინა მისი მოქმედების ვადა და მონოპოლია. კერძოდ, აშშ- ფერმერები, რომლებსაც მონსანტოს გენური ინჟინერიით მიღებული სოია მოჰყავთ, ხელს აწერენ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც სხვა ჰერბიციდების გამოყენების შემთხვევაში ისინი კანონით დაისჯებიან.
პირველი სერიოზული ნეგატიური რეაქცია ევროპაში გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურების მარცვლეულზე 1996 წელს მოხდა, როცა ამსტერდამში აშშ-დან შევიდა გემი 200 000 სოიას მარცვლით ევროკავშირის ქვეყნებისათვის. მაშინ `გრინფის~-ის 400-ზე მეტი აქტივისტი გამოვიდა ჰამბურგში მოთხოვნით – `ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ლაბორატორიის სასინჯი კურდღლები, შეიტანეთ გენურად შეცვლილი სოია თქვენს საკვებში~.
            ასეთი გამოსვლები ინტენსიურად მიმდინარეობდა გერმანიაში. მაქს პლანქის ინსტიტუტის გენეტიკურად მოდიფიცირებული რაფსის ნათესები 14-ჯერ დაარბიეს. ამ დღიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მეცნიერთა, ფერმერთა და მომხმარებელთა აზრი ორ ჯგუფად გაიყო. ერთნი შეშფოთებას გამოთქვამდნენ, რომ გენურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად მოქმედებდნენ იმ ცოცხალ ორგანიზმებზე. მეცნიერთა მეორე ჯგუფი ამტკიცებდა, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურები უარყოფითად არ მოქმედებენ ადამიანის და პირუტყვის ორგანიზმზე.
ამ მოვლენის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საკითხიუფრო მეტი დამაჯერებლობით დაესაბუთებინათ ან უარეყოთ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ზიანი ან უვნებლობა, ვინაიდან ევროპის ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) სუპერმარკეტებმა და ჰიპერმარკეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება არ ევაჭრათ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტებით, ვინაიდან მათი მეხსიერებიდან ჯერ კიდევ არ გამქრალიყო ბრიტანული .. `გიჟი ძროხების~ კრიზისი და მასთან დაკავშირებული უზარმაზარი ეკონომიური ზარალი.
           ანალოგიური აჟიოტაჟი ატყდა ცხრა წლის წინ, საქართველოში, როცა ამერიკული ორგანიზაცია ADI-VOA- შემოიტანა გენური ინჟინერიით გამოყვანილი კოლორადოს ხოჭოს მიმართ რეზისტენტული კარტოფილი. მაშინ ეს საკითხი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საგანგებო განხილვის საგანიც კი გახდა. ჩვენი ქვეყნის მეცნიერების და პრაქტიკოსების აზრიც აქ ორად გაიყო.
         ბაქტერიული გენით მიღებული ტრანსგენური კულტურების მოსავლიანობა 30-35%-ით მაღალია და 40%-ით უფრო რენტაბელური, ვიდრე ჩვეულებრივი კულტურების ტრადიციული აგროტექნიკის პირობების შემთხვევაში. ოპონენტებს ხშირად მოჰყავთ `დუსტის~ შემთხვევა, რომლის მავნეობაზე დღეს არავინ კამათობს, მაგრამ თავის დროზე მისი გამოყენება სასიცოცხლო ინტერესებით იყო განპირობებულიკერძოდ, დუსტმა კაცობრიობა ტოტალური შიმშილისაგან იხსნა და მრავალ ქვეყანას შეუნარჩუნა გენოფონდი და ბიომრავალფეროვნება განადგურებისგან გადაარჩინა.
     
  მსოფლიოში
ყოველწლიურად იზრდება გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოება და შესაბამისად, მსოფლიო ბაზარზე გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების რაოდენობა მატულობს, რომელთა შორისაა მოსახლეობის კვებაში და .. საქართველოს მოსახლეობის კვებაშიც ფართოდ მოხმარებული პროდუქტებიც. მაგალითად, მოსკოვშიგრინფისისმიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, ბავშვთა კვების და ხორცპროდუქტების 30%-ში არსებობდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ცხიმები, თანაც ამის თაობაზე არ იყო მარკირება (ეტიკეტირება). ცხადია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გენების მოდიფიცირება მათ ანიჭებს მდგრადობას სხვადასხვა პესტიციდების, დაავადებების, მღრღნელების მიმართ, ზრდის შენახვის ვადებს, მაგრამ სასურველია გენების გამოხატვის გაუთვალისწინებელი ეფექტების, მაგ. პროდუქტების კვებითი ღირებულების შეცვლის, ალერგიული ან ტოქსიკური რეაქციებისა და შორეული შედეგების შეფასების ჩატარება, რაც საკმაოდ გართულებულია. მედიკოსების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომსაუკუნის დაავადების”-ალერგიის ძირითადი მიზეზი, სწორედ გმო- გავრცელებაა. (ჰტტპ://რესისტ.რუ/ნოთN/ანალყსის/ტგპ3/).
        საქართველოში მოედინება უამრავი მცენარეული და მიკრობული საკვები და მედიკამენტები, გაჯერებული გმო-ით ან მისი ინგრედიენტებით. ამის კარგი მაგალითია საქართველოს ბაზარზე მეტად პოპულარული ბანანები, რომელთა ტრანსგენობას მათი თითქმის 2-ჯერ დიდი ზომაც ამტკიცებს.
      პროფ.ავთანდილ კორახაშვილის აზრით, საქართველოში საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კონტროლის სისტემის გარდა, აუცილებელია შეიქმნას რისკის შეფასების ეროვნული პროცედურა და შემუშავდეს გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემა, და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ გმო- პროდუცენტები დაინტერესებულნი არიან გმო- უკონტროლო გავრცელებით: მაგალითად, გმო- პიონერმა ფირმამმონსანტო”- დაამუშავა ტექნოლოგიატერმინატორი”, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელი ხდება მოსავლის ნაწილის სათესლე მასალად გამოყენება, და ყოველწლიურად აუცილებელი ხდება ფირმის წარმომადგენლებზე გასვლა და ნებართვის აღება. ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში გამოცხადებულია მორატორიუმი გმო პროდუქტებზე, ხოლო საკვებში მისი 0,9%-ის არსებობის შემთხვევაში (ძირითადად ინგრედიენტების ხარჯზე), ევრორეგულიაციებით სავალდებულოა მისი პროდუქტის ეტიკეტზე აღნიშვნა.
       
ამჟამად
, საქართველოში მიმდინარეობს ბიოტექნოლოგიის იმ მეთოდების ათვისება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩვეულებრივ და გენეტიკურად მოდიფიცირებულ კულტურებს შორის განსხვავება დადგინდეს. მას საფუძვლად უდევს მოლეკულური კლონინგის ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდიკა აგარის ჟელეზე ელექტროფორეზის გამოყენებით. ეს პირველ რიგში საჭიროა იმისათვის, რომ კონტროლი დავაწესოთ ჩვენს ქვეყანაში გენური ინჟინერიის პროდუქციის იმპორტზე, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ექსპორტიორი ქვეყნების თვალში საქართველოს იმიჯს და არ მისცემს მათ საშუალებას მიკვლევადობის გარეშე აწარმოონ ასეთი პროდუქციის საქართველოში ექსპორტი.
Comments