წყალდიდობები

                                                                                       სამდინარე წყალდიდობები

წყალდიდობა არის ტერიტორიის მნიშვნელოვანი დატბორვა მდინარეში,ტბაში, ზღვაში, წყლის დონის აწევის შედეგად,რაც გამოწვეულია წყლის უხვი მოდინებით, თოვლის დნობით,თავსხმა წვიმებით ან ქარებისგან წყლის მორეკვით,მდინარის ჩახერგვით და სხვა მოვლენებით. ხმელეთი შეიძლება დაიტბოტროს მდინარეებით ან ზღვით,ამიტომ გამოყოფენ სამდინარე და საზღვაო წყალდიდობებს. წყალდიდობა საშიშროებას უქმნის დედამიწის ¾ ნაწილს. წყალდიდობების შედეგად იღუპება ათასობით ადამიანი,ხოლო მისგან მიყენებული მატერიალური ზარალი უფრო მნიშვნელოვანია სხვა კატასტროფებთან შედარებით.კერძოდ: დანგრეული დასახლებული პინქტები, დამხრჩვალი საქონელი,ეროზირებული და დასილული მიწები,სხვადასხვა სახის ავადმყოფობა და შიმშილი.
ადამიანებს მდინარის კალაპოტი ხშირად ეშლებათ მდინარის ხეობაშ.კალაპოტი ეს არის მდინარის ბუნებრივი ღარტაფი,რომელშიც წყალი მიედინება წლის დიდ ოერიოდში. მდინარის ხეობაში კი შედის მისი კალაპოტი და ფართო ჭალა. ჭალა ეწოდება მდინარის მიერ დატბორილ ან დაჭაობებული ხეობის ნაწილს.როცა კალაპოტს აქვს რამდენიმე ათეული ან ასეული მეტრის სიგანე,ხეობის სიგანე აღწევს ათობით კილომეტრს. მდინარის კალაპოტში წყლის დონე იცვლება წელიწადის სეზონისა და ამინდის მიხედვით. პერიოდულად მდინარეები გადმოდიან ნაპირებიდან და ტბორავენ ჭალებს,რასაც ეწოდება წყლის მოვარდნა.
როცა დატბორილ ტერიტორიაზე წყლის სიმაღლე მიაღწევს 1 მეტრს,ხოლო წყლის მოდენის სიჩქარე გადააჭარბებს 1 მ/წმ-ში ადამიანებს ემუქრება საშიშროება. წყლის აწევა 3 მეტრის სიმაძლეზე უკვე იწვევს სახლების ნგრევას. წყალდიდობის დროს წყლის ნაკადის სიჩქარე აღწევს 5 მ/წმ-ში.მდინარეების სათავეებთან ახლოს ნაკადის სიჩქარე გაცილებით მეტია. წყლის დონის დავარდნის შემდეგ წყალი ჭალებში ტოვებს ყველაფერს,რაც მას მოჰქონდა.

                                                                                        ტიგროსი და ევფრატი(ერაყი)

1954 წლის აპრილში ერაყში მოხდა უდიდესი წყალდიდობა. თურქეთის და ირანის მთებში თოვლის დნობას თან დაერთო ხანგრძლივი თავსხმა წვიმები. ისე ადიდდა მდინარეები ტიგროსი და ევფრატი,რომ წყლის დონემ აიწია 10,5 მეტრით.სამხრეთ ერაყში დაიტბორა მიწები 16 000 კვადრატულ კილომეტრზე.


                                                                                                   არნო(იტალია)

მდინარე არნო აპენინის მთებიდან მიედინება იტალიის ქალაქ ფლორენცასთან ახლოს და იშლება ფართო ხეობაში.ფლორენციამ მრავალჯერ განიცადა წყალდიდობა, განსაკუთრებით აღსანიშნავია 1966 წლის 3-4 ნოემბერს მომხდარი წყალდიდობა,როდესაც მოვიდა 600 მმ ნალექი,რაც უტოლდება ნახევარი წლის ნორმას. ჩრდილო იტალიაში დაიტბორა 750 დასახლებული პუნქტი,რის შედეგადაც დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი. წყალმა დატბორა ქალაქ ფლორენციის ქუჩები,სადაც მიაგორებდა ავტომობილებს. ზოგიერთ ქუჩაში წყლის დონემ მიაღწია 6 მეტრს. როდესაც წყალმა დაიწია მან დატოვა ნახევარი მეტრი სისქის ნანგრევების და ტალახის ფენა.

                                                                                                  ხუანხე(ჩინეთი)

ჩინეთის მდინარე ხუანხეს („ყვითელი მდინარე“) სინდისზეა მრავალი ასეული ადამიანის სიცოცხლე,ვიდრე მსოფლიოს ყველა მდინარისა.ხუანხეს წყლის აუზს აქვს ვეებერთელა 1 250 000 კვადრატული კილომეტრი ფართობი. მდინარე სათავიდან ჯერ ზეგანზე მიედინება,სადაც რეცხავს ლიოსს,შემდეგ მიედინება ფართო დაბლობზე, სადაც ლექავს წვრილ გამორეცხილ ლამს,რის შედეგად მდინარის კალაპოტი თანდათნ მაღლდება და მდებარეობს 12-15  მეტრით მაღლა მის გარშემო მდებარე ხეობის ზედაპირთან შედარებით.ჯებირის ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში მდინარე მაშინვე დატბორავს ხოლმე ასეული კვადრატული კილომეტრის ფართობს. უდიდესი წყალდიდობის დროს მდინარე საერთოდ ტოვებს ძველ კალაპოტს და ზოგიერთ მონაკვეთზე იკეთებს ახალს. ხუანხეს დაბლობში ცხოვრობს 80 მილიონი ადამიანი. 1931 წელს მოხდა უდიდესი წყალდიდობა,როცა წყლის ხარჯმა მიაღწია 830 000 კუბურ მეტრს წამში და ხეობაშ დალექა დაახლოებით 20 000 მილიონი კუბური მეტრი ლამი და ტალახი. ჯებირებს მუდმივად ამაღლებენ და მათზე გაჰყავთ გზები.


                                                                                                    მისისიპი(აშშ)

ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიის 40%-ს წყლით ჟღენთავს მდინარე მისისიპი. 1927 წელს მომხდარი წყალდიდობა იყო ნაციონალური კატასტროფა, სწორედ ამ დროიდან წყალდიდობებისგა თავდაცვა გახდა საერთო სახელმწიფო საქმე. უდიდესი წყალდიდობა მოხდა 1973 წელს,როდესაც დაიტბორა 53 000 კვადრატული კილომეტრი ფართობი. ამ წყალდიდობას ხელი შეუწყო მთებში თოვლის სწრაფმა გადნობამ.მდინარეში წყლის დონემ აიწია 16 მეტრის სიმაღლეზე.

                         
                                                                                          წყალსაცავი საფრანგეთში

საფრანგეთში1959 წელს მალპასეთში ააგეს წყალსაცავი,მაგრამ წყალსაცავის საყრდენ კედელში წარმოიქმნა ნაპრალი,რამაც გამოიწვია კატასტროფული წყალდიდობა. 1959 წლის 15 ნოემბერს მორიგემ შეამჩნია წყალსაცავის კედლის ქვეშ წყლის გაჟონვა. 1960 წლის 2 დეკემბერს საღამოს 9 საათზე ბეტონის კედელი წაიქცა,ამის მხილველი არავინ აღმოჩნდა. მორიგემ,რომელიც წყალსაცავიდან 1,5 კმ მანძილზე იმყოფებოდა,გაიგონა საშინელი ხმაური,უეცრად ჩაიმსხვრა მინები და ჩამოვარდა კარები.წყალსაცავი  დაინგრა უეცრად და გადმოიღვარა დიდი რაოდენობით წყალი,რის შედეგადაც დაიღუპა 412 ადამიანი.


                                                                                         წყალდიდობა ვენესუელაში 

2000 წლის იანვარში ვენესუელაში მოვიდა ხანგრძლივი წვიმა,რამაც გამოიწვია ძლიერი წყალდიდობა. ტალახიანი წყლის ნაკადები და ადიდებული მდინარეები თვის გზაზე ანგრევდა ყველაფერს. დაიტბორა დიდი ფართობის ტერიტორიები, სოფლები,ქალაქები,სახნავ-სათესი ველები.ტელევიზიით,თითქმის ორი კვირის მანძილზე უჩვენებდნენ ამ საშინელ სტიქიურ მოვლენას.ოფიციალური წყაროების გადმოცემით,ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში და მის გარეუბნებში დაიღუპა მრავალი ადამიანი,ხოლო ათი ათასობით ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. მატერიალურმა ზარალმა მიაღწია რამდენიმე მილიონ დოლარს.





                                                                             სამდინარე წყალდიდობებისგან თავდაცვა

წყალდიდობის წინასწარმეტყველების საფუძველში ჩადებულია წყალშემცავი აუზების ან ფართო ტერიტორიის მასალების სტატისტიკური დამუშავება. ანგარიშობენ ერთწლიან,ათწლიან და ასწლიან წყალდიდობებს.პროგნოზების დროს ითვალისწინებენ ნალექების რაოდენობას,თოვლის დნობას,მცენარეულ საფარს,მორფოლოგიურ და გეოლოგიურ ფაქტორებს. არსებობს აგრეთვე ემპირიკული პროგნოზი,როდესაც ფორმულების გამოყენებით ანგარიშობენ წყლის მაქსიმალუს დონეს და წყლის ხარკს/ყველა მნიშვნელოვანი ფაქტორი არის გამოყენებული ჰიდროგეოლოგ როსტომოვის ფორმულაშ: Qm=16,67 CBSARR
სადაც Qm არის წყლის მაქსიმალური ხარჯი; C-წყლის მოდენის კოეფიციენტი; B-ატმოსფერული ნალექების განაწილების კოეფიციენტი;S-აუზის ფორმის კოეფიციენტი;A-აუზის ფართობი;R-ნალექების რაოდენობა;R-ნალექების მოსვლის ხანგრძლივობა.
არსებობს წყალდიდობისგან თავდაცვის უშუალო და პრევენციული ზომები. აქედან მეორე ხორციელდება საერთო-სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ,რადგან ითვალისწინებს დასახლებული პუნქტების დაგეგმვას,მიწათსარგებლობის წესების დაცვას.,ხანგრძლივი პერიოდის ღონისძიებების გატარებას. მაგალითად- ფერდობებზე ტყის გაშენებას, 3-10 მეტრი სიმაღლის ჯებირების მოწყობას მდინარის კალაპოტის რეგულირებასმის გაფართოებასა ადა გაღრმავებას,არხების მოწყობას, რომელთა საშუალებით ხდება ჭების წყლის მოცილება. წყალსაცავებისა და კაშხალების მოწყობას. ასეთი ნაგებობების სისტემა პრაქტიკულად გამორიცხავს წყალდიდობის საშიშროებას.
წყალდიდობის დაწყებამდე: საჭიროა სილით სავსე ტომრების,ხეების მომზადება, საკანალიზაციო სისტემის გაწმენდა,ენერგიის სათადარიგო წყაროებით მომარაგება, ასევე პირველადი დახმარების საშუალებების ,მომარაგება,ავტომობილების საწვავი ავზების ავსება,ტრანზისტორული მიმღების და სასიგნალო ელექტროფანარის მომზადება. ყველაფერი რისი წაღებაც შეუძლია წყალს,უნდა დაამაგროთ. წინასწარ უნდა ამოარჩიოთ თავის გადასარჩენი მშრალი და უსაფრთხო ადგილი.
წყალდიდობის შემდეგ: არ გამოიყენოთ წყლისგან დასველებული საკვები პროდუქტები,არ დალიოთ წყალი შემოწმების გარეშე.ყოველი ჭა უნდა ამოირეცხოს,ხოლო წყალი შემოწმდეს. არ უნდა შეხვიდეთ დატბორილ ადგილებში, ელექტრო ხელსაწყოები უნდა გამოშრეს,არ გამოიყენოთ ღა ცეცხლი. არ უნდა გაიაროთ მდინარეების ნაპირთან ახლოს,შეიძლება ჩაინგრეს ძირგამოთხრილი მიწა, რომელიც ზემოდან არ ჩანს. თუ არ იცით ცურვა,არ უნდა ჩახვიდეთ წყალში საბანაოდ,ასევე არ უნდა ჩაჯდეთ ნავში სასეირნოდ,შიძლება ნავი ამოტრიალდეს, ასევე საშიშა ზღვის ნაპირზე წყალშ შესვლაც.
განსაკუთრებით საშიშა საქართველოს მდინარეები: ენგური,რიონი,ჭოროხი, ყვირილა,ლიახვი,არაგვი,ალაზანი. მათ კალაპოტში წყალი სწრაფად მიედინება. ასევე სწრაფად დიდდება წყალი,რადგან ისინი სათავეს იღებენ მაღლ მთაში,სადაც ხშირია წვიმები  და თოვლი,ხოლო გაზაფხულზე სითბოსგან თოვლი სწრაფად დნება. აღსანიშნავია მდინარე მტკვრის წყალდიდობა 1982 წლის აპრილში, როდესაც მან გადალახა ჯებირები თბიისში,დატბორა სარდაფები,სანაპირო,ზემოდან გადაევლო ორთაჭალის ხიდს,მაშინ დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.




                                                                                     საზღვაო წყალდიდობები

როდესაც ზღვა დატბორავს სანაპიროს ან ზღვისპირა ტერიტორიებს,ლაპარაკია საზღვაო წყალდიდობაზე.ზღვების ასტრონომიული მოქცევა და უკუქცევა დაკავშირებულია მთვარის და მზის მოძრაობასთან.როდესაც მათი მიზიდულობა დაემთხვევა,მაშინ ადგილი აქვს მოქცევას,რასაც ეწოდება საზიგინური მოქცევა ასეთი მოვლენები არ წარმოადგენს კატასტროფას,ყველა ზღვისპირა დასახლებული ადგილი შენდება ზღვის მოქცევის გათალისწინებით. ზღვის მოქცევა უფრო იზრდება ქარების გავლენით,ქარები ზღვის ზედაპირზე წარმოქმნის ტალღებს.როცა ქარი ზღვიდან უბერავს ხმელეთისკენ ზღვის ტალღები მაღლდება და ტბორავს სანაპირო ტერიტორიებს. თუ ამოვარდება ურაგანი ან ციკლონი,ზღვის ტალღების სიმაღლე კიდევ უფრო გაიზრდება.
ზღვის მოქცევა ითვლება შტორმულად,როცა ზღვის ნორმალური დონე ამაღლდება არანაკლები 1 მეტრით.შტორმული მოქცევა შეიძლება ნორმალური ასტრონომიული უკუქცევის დროსაც,ასევე მაშნაც კი,როცა არც მოქცევაა და არც უკუქცევა.შტორმული მოქცევა წარმოიქმნება ქარებისგან და არაფერი საერთი არ აქვს ასტრონომიულ მოქცევასთან.კატასტროფულად ითვლება შტორმული მოქცევა და ცუნამი.
შტორმული მოქცევის ანგარიშზეა მრავალი ადამიანის სიცოცხლე.ისტორიულ პერიოდში იუნესკოს მონაცემებით შტორმული მოქცევების შედეგად არის დაღუპული 1 მილიონი ადამიანი. მრავალი ზღვისპირა ტერიტორიის აბსოლიტური სიმაღლე არის უმნიშვნელო,ზოგიერთ ადგილებშ კი ზღვის დონეზე უფრო დაბლა მდებარეობს. მაგალითად ჰლანდია,გერმანიის ჩრდილოეთი ნაწილი,სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დიდი ნაწილი,ამერიკაშ ატლანტიკის ოკეანისპირა სანაპირო, კასპიის ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო.


                                                                                             ვენეცია(იტალია)

ზღაპრულად ლამაზია იტალიის ქალაქი ვენეცია,მაგრამ ეს ქალაქი ყოველწლიურად წყალშ იძირება 12 მილიმეტრით. რავალტონიან გემებს აკრძალული აქვთ ნავსდგურში შესვლა,რადგან მათგან წარმოქმნილი წყლის ტალღები დიდი ზიანს აყენებს ქალაქს. ვენეციის დატბორვის მიზეზია ქარი,რომელიც უბერავს ხმელეთისაკენ. ქალაქი 70% მდებარეობს წყლის დონიდან 120 სანტიმეტრით მაღლა. მიმდინარე საუკუნის დასაწყისში ყოველ 5 წელიწადში ხდებოდა ქარების შტორმული მორეკვა, ბოლო დროს კი ყოველ წელიწადს,ხოლო 1960 წელს ვენეცია დაიტბორა 3-ჯერ. ყველაზე საშნელი წყალდიდოაბ მოხდა 1966 წლის 4 ნოემბერს. წყლის დონემ აიწია 2 მეტრით. წყალი ქალაქში შევიდა არხებიდან და ქუჩბიდან.წმინდა მარკოსის მოედნის წყლით დატბორვა ახლა არავის უკვირს.წყალმა დატბორა ვენეციის სახლების პირველი სართულის 15 000 ბინა.განდგურდა მაღაზიები,სახელოსნოები,წყალში ჩაიქცა აუარებელი ნავთობი,წყალმა წაიღო ათასობით წიგნი,გააფუჭა და წალეკა ავეჯი, გაანდგურა საწარმოთ ტექნიკური დოკუმენტაცია.მწყობრიდან გამოვიდა კომუნიკაციები. სანაპიროზე მდებარე მრავალი ნაგებობა განადგურდა.1951 წელს ვენეციაში ცხოვრობდა 200 000 მოსახლე,20 წლის შემდეგ დარჩა თითქმინ ნახევარი.მისი შენარჩუნება შეუძლებელია და ის ალბათ ისეთივე უკაცრიელი ქალაქი გახდება,როგორიც პომპეია.

                                                                                                მადაგასკარი

1959 წლის გაზაფხულზე მადაგასკარს თავს დაატყდა კატასტროფა.წყლის ქვეშ ჩანდა გადარჩენილი ხეები და ნახევრად დატბორილი სახლები.ქარმა შემორეკა ზღვიდან წყლის მასები,მისი სიჩქარე იყო 40 კმ/სთ-ში.ამტვრევდა ხეებს და ანგრევდა მსუბუქ სახლებს.ტალღები ისეთი მძიმე იყო,რომ გეგონებოდათ მთელი ზღვა გადმოიღვარა კუნძულზე.მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან.მადაგასკარის 6 პროვინციიდან დაზარალდა 5,დაიღუპა რამდენიმე ათასი ადამიანი,ათიათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

Comments