როდესაც უცნობ ადამიანს შევხვდებით ან მასთან გასაუბრებას გადავწყვეტთ, აუცილებლად უნდა მივესალმოთ. ქუჩაში მისალმება საჭიროა, არა მხოლოდ ნაცნობებთან, არამედ მეზობლებთანაც, ან იმ ადამიანებთან, რომლებიც იმავე გზით ან ტრანსპორტით მიდიან, რომლითაც თქვენ. ესალმებიან მათაც, ვინც რაიმე სამსახური გაგიწიათ ან მათ აღმოუჩინეთ დახმარება.
დამკვიდრებული წესის თანახმად: პირველი ესალმება მამაკაცი - მანდილოსანს, უმცროსი - უფროსს, თანამშრომელი - ხელმძღვანელს. ახალგაზრდა გოგონა ან ქალბატონი - ასაკოვან მამაკაცს პირველი მიესალმება.
არ არის მიღებული, როდესაც მანდილოსანი პირველი მიესალმება მის თოლ ან მასზე ახალგაზრდა მამაკაც ხელმძღვანელს.
უცნობ ადამიანს, მიუხედავად ასაკისა და სქესისა, ჯერ უნდა მიესალმოთ, შემდეგ კი მიმართოთ.
როდესაც რომელიმე თქვენი ნაცნობი მამაკაცი, თუგინდ თქვენზე ახალგაზრდა ან თქვენი ხელქვეითი იმყოფება ერთი ან რამდენიმე მანდილოსნის წრეში მიუხედავად ყველაფრისა პირველი თქვენ ესალმებით.
თუ გგონიათ, რომ შემხვედრი ნაცნობია მაგრამ არ ხართ დარწმუნებული უმჯობესია მიესალმოთ.
როდესაც თქვენთვის უცნობი პიროვნება გესალმებათ, თქვენც სალმით უპასუხეთ და გამოაჩინეთ კეთოლგანწყობა.
სოფლად დამკვიდრებულია წესი ნებისმიერ უცნობთან მისალმებისა, ამიტომ ნუ გაიკვირვებთ და ნურც პასუხს დააყოვნებთ. არაფერი არ გიშლით ხელს თქვენც ყველა სემხვედრს მიესალმოთ.
ურიგო არ იქნება მიესალმოთ უცნობ ადამიანებს ლიფტის კაბინაში ან თქვენი სახლის სადარბაზოში ან კიბის მონაკვეთზე.
როდესაც განმეორებით ხვდებით ადამიანს, რომელსაც ცოტახნის წინ მიესალმეთ, საკმარისია მისაღები ჟესტით, მოძრაობით ან მიმიკით აგრძნობინოთ მას, რომ უყურადღებოდ არ ხართ მის მიმართ, თუ მასთან საუბარი გსურთ, შეგიძლიათ განმეორებით მიესალმოთ.
ნაცნობებს ესალმებიან, არამარტო მაშინ როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ ის თქვენ გხედავთ, არამედ მაშინაც, თუ თქვენ ის ვერ გამჩნევთ. არაუშავს თუ თქვენს სალამზე პასუხს ვერ მიიღებთ.
როდესაც შეამჩნევთ, რომ შემხვედრი თვალს გარიდებთ, შეგიძლიათ არ მიესალმოთ, ვინაიდან როგორც ჩანს მას ეს არ სურს. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნაცნობი გვიან შეამჩნიოთ და ვერ მიესალმოთ, ამიტომ უახლოესი სეხვედრისთანავე მას ბოდიში უნდამოუხადოთ.
ნაცნობს რომელსაც თქვენ ქუჩიდან ფანჯარაში ან აივანზე დაინახავთ, მიესალმეთ მოკრძალებულად, არ არის მიღებული მისასალმებლად ხმამაღალი შეძახილი ან ხანგრძლივი საუბარის გაბმა. თუ თქვენი ფანჯრიდან ქუჩაში მიმავალ ნაცნობს შეამჩნევთ და ის გამოგესაუბრებათ, ან მიიპატიჟეთ ან თავად გამოდით და ისე განაგრძეთ საუბარი.
როდესაც თავშეყრილ ადამიანებს მიუახლოვდებით, თქვენ უნდა მიესალმოთ. თუ მაგიდასთან მსხდომთ შეუერთდებით, არ არის საჭირო სათითაოდ მისალმება, საკმარისია ყველას გასაგონად წარმოთქვათ საერთო სალამი. მაგიდის უახლოეს მეზობელს ან გვერდით მჯდომებს შეიძლება პერსონალურადაც მივესალმოთ.
ქალბატონი, რომელიც მოგვიანებით შეუერთდება სუფრას, პირველ რიგში ესალმება მანდილოსნებს, შემდეგ მამაკაცებს. თუ სტუმართა შორის იმყოფება მისი ქმარი მას ბოლოს ესალმება.
მამაკაცი იგივე სიტუაციაში თავდაპირველად მიესალმება მანდილოსნებს, შემდეგ მეუღლეს, ბოლოს კი მამაკაცებს.
როდესაც სუფრას ესწრება რომელიმე ღრმადპატივსაცემი პიროვნება, პირველ რიგში მას ესალმებიან.
როდესაც რესტორანში ყველა მაგიდა დაკავებულია და თავისუფალია მხოლოდ ცალკეული ადგილები, სანამ ადგილს დაიჭერდეთ - ჯერ მიესალმებიან, შემდეგ ნებართვას აიღებენ და ამის შემდეგ შეიძლება დავიკავოთ თავისუფალი ადგილი საერთო მაგიდასთან. სუფრის დატოვების შემთხვევაში დამშვიდობების მიზნით საკმარისია თავის მსუბუქი დაკვრა.
თეატრის ლოჟაში ან საკონცერტო დარბაზში დაჯდომამდე მისალმება უნდა გამოვხატოთ მეზობლებისადმი თავის მსუბუქი დაქნევით.
თუ კიბის უჯრედზე ან დერეფანში ვინმეს უნდა გადავუსწროთ არ დაგვავიწყდეს მისალმება (ბოდიშის მოხდის გამოხატვით). თუ თქვენ გისწრებენ და გესალმებიან სალამზე პასუხისას უნდა შევბრუნდეთ ვინც გვესალმება მისკენ.
არაეთიკურია გამომწვევად ან სხვა რაიმე დემონსტრაციული ფორმით დაველოდოთ როდის მოგვესალმებიან.
მამაკაცი რომელიც ქუჩაში ვინმესთან ერთად მიდის, სალმით უნდა უპასუხოს ვინც მის თანამგზავრს მიესალმება იმისდამიუხედავათ იცნობს თუ არა შემხვედრს. მანდილოსანი ამ შემთხვევაში სალამს პასუხობს მაშინ როდესაც უშუალოდ მას ესალმებიან.
თუ ადამიანი რომელთან ერთადაც თქვენ მიდიხართ, ვინმეს მიესალმება, მიუხედავად ნაცნობობისა მას თქვენც ესალმებით.
მეუღლეები ერთდროულად ესალმებიან შემხვედრ წყვილს.
ერთად მიმავალი მეგობრები ერთდროულად ესალმებიან შემხვედრს, როდესაც მას მხოლოდ ერთი იცნობს.
სტუმრად მისული ჯერ დიასახლისს ვესალმებით, შემდეგ მასპინძელ მამაკაცს. სხვა ქალბატონებს შესაძლებლობისდა მიხედვით ყველაზე ხანდაზმულიდან დაწყებული, შემდეგ მამაკაცებს ასევე ხანდაზმულობის მიხედვით. ბავშვებს მივესალმოთ ხელის ჩამორთმევით და მსუბუქად გამოველაპარაკოთ.
ღვაწლმოსილ ადამიანს ყოველთვის პირველი ესალმებიან. ოთახში შესვლისას, სადაც მაგიდას უკვე უსხედან, პირველ რიგში ვესალმებით დიასახლისს, შემდეგ მასპინძელ მამაკაცს, შემდეგ სუფრის წევრებს იმ თანმიმდევრობით როგორც სხედან, განურჩევლად სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობისა.
საზოგადო მოღვაწეს ან ცნობილ პიროვნებას შეუძლია მიესალმოს ისიც კი ვინც მისთვის არ წარუდგენიათ (არ გაუცვნიათ). ეს მისალმება პატივისცემას გამოხატავს.
ეს წესები უნდა დავიცვათ არა ფორმალობის მიზნით, არამედ ადამიანების მიმართ პატივისცემისათვის.
=======================
ფრანგები მისალმებისას წარმოთქვამენ "Comment ca va", - რაც შეიძლება ასე ითარგმნოს: ”ეს ვინ მოდის (ეს როგორ მოდის?)”
იტალიელები წარმოთქვამენ: "Come sta", - ”როგორ დგახარ?”.
არაბები იტყოდნენ "Salaam alei-kun!" - ”მშვიდობა თქვენდა!”
ინგლისელი იკითხავდა: "How do you do?", - პირდაპირი თარგმანით ნიშნავს: ”როგორ აკეთებთ თქვენ?”
ინდოეთში დილით შეიძლება ასეც კი მოგმართონ: ”ძალიან ხომ არ შეუწუხებიხართ ღამით კოღოებს?”
გერმანიაში - 12 საათამდე ერთმანეთს უსურვებენ ”დილა მშვიდობისა”, 12-დან 17 სთ-დე ”მშვიდობის დღეს”, მოგვიანებით კი ”საღამო მშვიდობისა” თითქმის ასევე ხდება საქართველოშიც, ზოგადად კი მისალმება გამოიხატება ”გამარჯობის” თქმით, რაც გამარჯვების სურვილს ნიშნავს.
ევროპის და ამერიკის უმეტეს ქვეყნებში უბრალოდ კითხულობენ ”როგორაა საქმე?”, პასუხად უბრუნებენ ”კარგად” ან ”არაუშავს”. უპასუხო ”ცუდად” არ ითვლება კარგ ტონად.
მალააზიაშია - კითხულობენ ”სად მიდიხარ?”, პასუხობენ ”სასეირნოდ”.
ებრაელები - ერთმანეთს უსურვებენ ”მშვიდობა შენ”
სპარსელები (ირანელები) - ”მხიარული იყავ”
გრენლანდიელები - ”კარგი ამინდია”
ევროპელები და ამერიკელები მისალმების ნიშნად ერთმანეთს მარჯვენა ხელს უწვდიან (ხელის ჩამორთმევა), რითაც აჩვენებენ, რომ იარაღი არ აქვთ და შემხვედრის მიმართ კეთილგანწყობილნი არიან.
საფრანგეთში - არაოფიციალურ სიტუაციაში უცნობი ადამიანებიც კი ერთმანეთს
ლოყებს ადებენ და ჰაერში კოცნას უშვებენ
(როგორ მიგვიმსგავსებია!)
ემოციური ლათინოამერიკელები - შეხვედრისას ერთმანეთს გადაეხვევიან
მოყინული ლაპლანდიელები - ერთმანეთს ცხვირებს უხახუნებენ
სიკეთისმოყვარე იაპონელები - ერთმანეთს სამი დონის წელში მოხრით ესალმებიან ისე, რომ ერთმანეთზე შეტყუპებული გაშლილი თითები და ხელისგულები სახესთან მიაქვთ
ჩინელებიც წელში მოხრით ესალმებიან ერთმანეთს, ოღონდ დაშვებული ელები სხეულის პარალელურად უჭირავთ.
ინდოეთში - მისალმებისა და პატივისცემის ნიშნად ხელებს ერთმანეთს შეახებენ და მკერდზე მიიდებენ
არაბები - მკერდზე ხელებს გადაიჯვარედინებენ
ცნობისმოყვარე სამოელები ერთმანეთს ყნოსავენ
იდუმალი ტიბეტელები - მარჯვენა ხელით თავსაბურავს მოიხდიან, მარცხენას ყურს უკან ამოიდებენ და ენას გამოყოფენ.
საოცარი ზულუსები - წამოიძახებენ ხოლმე ”მე შენ გხედავ!”
ზოგიერთი აფრიკული ტომის წარმომადგენელი შემხვედრს აფურთხებს, რაც უდავოდ პატივისცემას გამოხატავს.
ამერიკელი ინდიელები მანამ იჟდებოდნენ ჩაცუცქული სანამ შემხვედრი არ მიუახლოვდებოდა და არ დარწმუნდებოდა მის კეთილმოსურნეობაში. უფრო მეტი დამაჯერებლობისთვის ხანდახან ფეხსაცმელსაც იხდიდნენ.
ძველ ეგვიპტეში, მონღოლეთში, ჩინეთში შემხვედრს მისალმების ნიშნად ეკითხებოდნენ ”ხომ ჯანმრთელადაა შენი საქონელიო”
ფრთხილი ჩინელები საკუთარ ხელებს ერთმანეთს ჩასჭიდებდნენ და მოხრილ მდგომარეობაში საკუთარი მკერდის წინ აღმართავდნენ.
მისალმებაში თვალნათლივ ჩანს რას ანიჭებს ესათუ ის ეროვნება უპირატესობას. მაგალითად: ქართველები გამარჯვებას, რუსები ჯანმრთელობას - "Здравствуй!"., ჯანმრთელად იცოცხლე - იყავი. ინგლისელები და ამერიკელები შრომას, იტალიელები სტაბილურობას, ფრანგები პირიქით ცვლილებებს - მრავალფეროვნებას. არაბები და ზოგიერთი აფრიკელი ხალხები მშვიდობას. ყოველივე ეს ამ ხალხების ისტორიიდან მომდინარეობს
სიტყვების და გამოთქმების გარდა მისალმებისას ჟესტებსაც იყენებენ. ალბათ ყველაზე გავრცელებული ფორმაა ხელის ჩამორთმევა. მას სერიოზულად სწავლობენ ფსიქოლოგები და თვლიან რომ იგი კარგად გამოხატავს ადამიანის ხასიათს. არსებობს ეთიკური ნორმრბის მთელი კრებული, ვინ ვის როდის და როგორ უნდა ჩამოართვას ხელი.
ძველად, წარჩინებული ბატონები მისალმებისას ფრთებით შემკულ ქუდს მოიხდიდნენ და ერთმანეთს ფეხებთან უფრიალებდნენ. ლამაზი და რომანტიული ჟესტია, მაგრამ არა მხოლოდ ელეგანტური რიტუალი. მისალმების სტილი, ნაბიჯების რაოდენობა, ქუდის ქნევის რაოდენობა, ეს ყველაფერი პიროვნების საზოგადოებაში მდგომარეობას, მისი წარჩინებულების ხარისხს, წოდებას და პრივილეგიებს გამოხატავდა. ამ ჟესტებით ბატონები ერთმანეთს უჩვენებდნენ თუ რა უპირატესობა გააჩნდა ერთს მეორის მიმართ. მოგვიანებით ასეთი მისალმება გამარტივდა, მამაკაცები ქუდს ოდნავ წამოსწევდნენ თავიდან და ამით ამთავრებდნენ მისალმებასაც. ქუდის მოხდის ტრადიცია მებრძოლი რაინდების ეპოქიდან მოდის, როდესაც შემხვედრისთვის კეთილგანწყობის საჩვენებლად მუზარადს იხდიდნენ და ერთმანეთს სახეს აჩვენებდნენ, რათა გამომეტყველებით დაედასტურებინათ, რომ საომრად არ იყო განწყობილი.
ევროპაში ასეთი ფორმაცაა გავრცელებული, როდესაც შემხვდურები გარკვეულ მანძილზე ერთმანეთს მისალმების ნიშნად ორივე წარბს ერთდროულად და სწრაფად ასწევდნენ მაღლა. მისალმების ეს ფორმა როგორც წესი გამოიყენება კარგ ნაცნობებსა და ახლობლებს შორის. იგივე წესი ახალ გვინეაში უცხოელის მიმართ მისასალმებლად გამოიყენება.
უძველეს დროში, უდაბნოში მცხოვრები ტომი - ტუარეგები ერთმანეტის მისალმებას დაახლოებით ასი მეტრის მანძილიდან იწყებდნენ და ნახევარი საათი მაინც ასრულებდნენ ათასგვარ შეხტომებს, მანჭვა გრეხვას და ქედის მოხრებს ... ამით ისინი შორი მანძილიდან ადგენდნენ, შემხვედრი ხომ არ იყო ოცხო და სამტროდ მოსული, რათა მომზადებული დახვედროდნენ მას.
ამავე მიზნით - დაედგინათ თავისიანი, სხვადასხვა საიდუმლო ორგანიზაციის ან რაიმე კავშირის წევრები იმუშავებდნენ მისალმების საკუთარ განსაკუთრებულ ჟესტებს და მანიპულაციებს. გავიხსენოთ ფაშისტური მისალმების ნიშანი - წინ გასროლილი მარჯვენა ხელი. სხვათაშორის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ასეთი მისალმების გამო ბევრი გადაცმული გერმანელი დივერსანტი ჩავარდა, ისინი გენერლის დანახვისას სამხედრო სალამს ამ წესით იძლეოდნენ და შესაბამისად მჟღავნდებოდნენ კიდევაც.
ხელის ჩამორთმევის ტრადიციის რამდენიმე თეორიული მოსაზრება არსებობს: ყველაზე გავრცელებულია, რომ ნახე და მეც მანახე, რომ არაფერი მიჭირავს და სამტროდ არ ვარ მოსული. მეორე მოსაზრებაა - ძველად, როდესაც დამარცხებულ მტერს ცოცხალს არ ტოვებდნენ, ხოლო მოგვიანებით მიხვდნენ, რომ დაპყრობილი ჯობდა მონად წაეყვანათ და სარგებლობა მიეღოთ, დამარცხებული მუხლებზე დგებოდა და ორივე ხელს უშვერდა გამარჯვებულს, ტიტქოსდა ანიშნებდა - აჰა ჩემ თავს შენ გაძლეო. შეიძლება ამიტომაცაა, რომ ლათინურად სიტყვა ხელი - "manus" და დამორჩილება - "manus dare", ხოლო მოგვიანებით "mansuetus"- "დამორჩილებული, მონა, ერთი ძირიდან მოდის. აქედანვე შეიძლება მოდიოდეს ხელზე ამბორის წესიც, როგორც ნიშანი თაყვანისცემის და მორჩილებისა.
კენიაში აკამბას ტომის მაცხოვრებლები დიდი პატივისცემისა და მისალმების ნიშნად ერთმანეთს აფურთხებენ (ჩვენი სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც აკამბას ტომიდან არიან? )
იგივე კენიელი მასაის ტომელები: ჯერ საკუთარ ხელისგულს დააფურთხებენ და მერე ჩამოგართმევენ, ესეც დიდი პატივისცემის ნიშნია.
Memento more - ”გახსოვდეს სიკვდილი”, ცნობილი ფრაზა. გამოიყენებოდა მისალმებად ტრაპისტების ორდენის ბერებში. ისინი ერთმანეთს აფრთხილებდნენ: იცოდე, სანამ ცოცხალი ხარ მანამ იცხოვრე სათნოებით, სიკვდილის შემდეგ ვეღარაფერს გამოასწორებ და სასჯელი გელისო. (ეს კი ნამდვილად სწორია!)
აღდგომის კუნძულის მაცხოვრებლის მისალმება: დადგება წელგაჭიმული, შეკრავს მუშტებს, გაიშვერს წინ, ასწევს მაღლა - თავს ზემოთ, გაშლის მუშტებს (თითებს გაფარჩხავს) და ორივე ხელს თავისუფლად ჩამოყრის.
ახალგვინეელი ტომები შეხვედრისას ერთმანეთს ნიკაპებით უღიტინებენ.
სამოელები გაგინაწყენდებიან თუ შეხვედრისას კარგად არ დაყნოსეთ.
ახალი ზელანდიის აბორიგენი თუ: შეხვედრისას ჯერ გაშმაგებული დაიწყებს სიტყვების წამოყვირებას, შემდეგ ხელისგულებს ბარძაყებძე ძლიერად დაიტყაპუნებს, ფეხებს მაგრად დააბაკუნებს, მუხლებს მოხრის, მკერდს გაფხორავს, თვალებს გადმოკარკლავს და ყოველივე ამის დროს ხანდახან ენასაც გამოგიყოფს ესეიგი გესალმება ძალიან უყვარხარ და შენზე უკეთესი არავინ ყავს.
არსებობს მისალმების განსაკუთრებული საზეიმო დღეც. 1973 წლიდან ყოველ 21 ნოემბერს აღინიშნება და საკმარისია 10 უცნობს მიესალმო დღესასწაულიც აღნიშნულია - შემოიღეს ამერიკელმა ძმებმა მაიკლ და ბრაიან მაკკორმაკებმა.
ტაილანდური ტრადიციული მისალმება - რომელსაც უწოდებენ ”ვაი (vay)” შემდეგნაირად გამოიყურება
ამასთანავე ხელების მდგომარეობა და ჟესტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისასალმებელის სოციალურ მდგომარეობაზე. რაც უფრო მნიშვნელოვან პიროვნებას ესალმებიან, მით უფრო მაღლა სწევენ ხელისგულებს და უფრო ხანგრძლივია ”vay”.
ევროპული ხელის ჩამორთმევისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაშვერილი ხელის მანძილზე ესალმებიან, ტაილანდში მისალმება საგრძნობლად დიდ მანძილზე ხდება, ასერომ, ასეთი ჟესტის საშუალებით ეს პირობა ადვილად სრულდება.
ტაილანდური მისალმების რამდენიმე მაგალითი:
1. პატივსაცემი პიროვნების ან ასაკით უფროსის მიმართ მისალმება
უმცროსი ყოველთვის პირველი ესალმება. მამაკაცები ან ბიჭუნები მისალმებას წელში მოხრით და თავის დახრით ასრულებენ, ქალები და გოგონები ცალ მუხლზე ჩაჩოქებით. პასუხად უფროსი კეთილგანწყობილად გაიღიმებს და პასუხობს ”vay” ჟესტით მკერდის დონეზე .
2. თანატოლების მისალმება და გამომშვიდობება. ასეთი ფორმა ხაზს უსავმს მათ თანაბარუფლებიანობას საზოგადოებაში
3. მისალმება ტაილანდელ ბერთან:
მასთან შეხვედრისას, თუგინდ იგი უცნობი იყოს, მას აუცილებლად ესალმებიან. მისასალმებელი ჟესტი მაღალია - შუბლის სიმაღლეზე, და თაყვანისცემით თავის დახრაც საკმაოდ დაბალია. ამით მისი პიროვნების მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავენ. მასთან მისალმებისას არავითარ შემთხვევაში წინ არ დაუდგებიან და გზას არ გადაუღობავენ, არც ყურადღებას მიიქცევენ თავის მისალმებით, არამედ მოკრძალებულად გადგებიან განზე და შეუმჩნევლად მიესალმებიან.
4. სამლოცველო მისალმება. ტაძარში ბერს ან საკურთხეველს მუხლზემდგომნი მიუახლოვდებიან. და ჩამჯდარი სამჯერ სცემენ თაყვანს. ასევე იქცევიან ტაძარში შესვლის ან გამოსვლის დროსაც. ტაილანდელები არასოდეს დააბიჯებენ კარის ზღურბლს, ვინაიდან თვლიან, რომ ეს ადგილი მიწის მფლობელს ეკუთვნის.
ტაილანდელებს მისალმების კიდევ რამდენიმე ფორმა აქვთ, მაგალითად სამადლობელო, როდესაც სურთ მადლობა გადაუხადონ რაიმე ნებართვის ან საჩუქრისათვის. ასევე განსაკუთრებული მისალმება აქვთ სამეფო სისხლის წარმომადგენლების და წარჩინებული პიროვნებების მიმართაც. მისალმების ეს ფორმები იმდენად გამორჩეული და პატივისცემის გამომხატველია, რომ მათი შესრულების სირთულის გამო აღწერაც კი ძალიან ძნელია.

